Posted in QuickPress

უნიჭო ოპრა უინფრი და მისი „გავლენიანი ქმარი“, რომელიც არ ჰყავს


გარკვეულწილად ვეთანხმები ვასასის პოსტს , თუმცა რაღაც შენიშვნები მეც მაქვს და ვინაიდან მომრავლდა ამა თუ იმ შოუს მიმართ ზომიერი თუ არაზომიერი კრიტიკა, მეც ვიტყვი ორიოდე დაგროვილ სიტყვას “updated”

პირველ რიგში უნდა აღვნიშნო რომ მსგავსი შოუების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს თუ ეს გარკვეულ წინსვლას შეუწყობს ხელს ტურისტულ ზონებში (და როგორც ვიცი უწყობს კიდეც).

მეორე რიგში, ხალხს ავიწყდება რომ შოუ ერთ–ერთი რეიტინგულია მთელ სატელევიზიო ბადეში, გადის პრაიმტაიმში და იღებს ძალიან ბევრ სარეკლამო დაკვეთას, ასევე ჰყავს სხვადასხვა სპონსორი.

მესამე რიგში, ამ შოუს აკეთებს ძალიან კარგი გუნდი, რომელმაც ზუსტად იცის მასებს რა მოსწონთ, რას უყურებენ, კარგად ფიქრობენ რა შემოიტანს ფულს და როგორ უნდა გახადონ ესა თუ ის გადაცემა პოპულარული და რეიტინგული.

და აი აქ ვართ, სწორედ ეს არის მათი საქმე, ტელეპროდიუსინგი, რაც ესოდენ აკლია ბევრ ტელევიზიას და რომლის მნიშვნელობა ჯერ კიდევ ბევრს კარგად ვერ გაუგია, და  ის არ არის საქმე, რომ რამოდენიმე ათეული ადამიანისთვის ზეინტელექტუალური გადაცემა გააკეთოს და ხელი შეუწყოს მათ მაღალი მატერიების ღრუბლებისკენ ნძრევით სვლაში.

და საერთოდ ტელეწამყვანების უნიჭობა და ნიჭიერება, ცოტა ღრმა და საფუძვლიან შესწავლას მოითხოვს ვიდრე ამ პოსტში მე ამას შევძლებდი. ჯერ უნდა მოხდეს დიფერენციაცია თუ რას ნიშნავს ნიჭიერი ტელეწამყვანი, კერძოდ კი შოუშ წამყვანი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პრაიმტაიმში ამ ტიპის თოქ შოუს ტელეწამყვანი  უნდა იყოს უშუალო, თბილი, ალალი, ლაღი, ბუნებრივი და შეძლოს მაყურებელთან მაქსიმალურად მისვლა და შოუში მოყვანილი პერსონების და ამბების მათთან ძალდაუტანებლად მიტანა.

საღამოს ტელევიზორთან მოკალათებული ადამიანი არის დაღლილი მთელი დღის ქაოსით, პოლიტიკით, მძიმე ამბებით, მძიმე აურით და მას უბრალოდ აღარ სურს რომ ძილის წინ დამატებით კიდევ ტვინი გაუჟიმოს ვინმემ ან რამემ, სურს რომ უბრალოდ მოეშვას, მოდუნდეს და იცინოს რაღაც სიდებილზე, სისულელეზე, ვიღაცის სასიამოვნო თუ უსიამოვნო, მხიარული თუ ნაღვლიანი ისტორია მოისმინოს და რაღაცნაირად გზა მისცეს საკუთარ ემოციებს.

აქ რატომღაც გამახსენდნენ ის ფეისბუქელი მეგობრები, რომლებიც დღენიადაგ ყოველივე რუსულ ენოვანს ლანძღავენ და თავიანთი ფეისბუქის პროფილებზე რუსული ენა აქვთ არჩეული. ნეტავ რატომ გამახსენდა?

და საერთოდ რატომ ვავლებთ პარალელებს, ნანუკა და ელენი, ნანუკა და ოპრა, საქართველო და ამერიკა . . . ესენი ხომ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან.

ოღონდ არ მითხრათ ახლა, რომ ელენის ან ოპრას გადაცემებიდან ისე მოედინება ინტელექტი, როგორც ვულკანის კრატერიდან ლავა, არ მივიღებ ამ კომენტარს.

როგორ გგონიათ მძლავრი მედია ჰოლდინგური კომპანიები, ახალი გადაცემის, შოუს შექმნისას და საეთერო ბადეში ჩასმისას რაზე ფიქრობენ? იმაზე, რომ ვიღაც პოლი და პიტერი გადაცემიდან წამოსული აზრის სიღრმეებში ჩაახრჩონ?  ნურას უკაცრავად, ისინი ფიქრობენ რამდენად რეიტინგული იქნება შოუ, რამდენად გაამართლებს ის კომერციული თვალსაზრისით, რამდენ სარეკლამო დამკვეთს მოხიბლავს და რა ფული შემოვა, რათა გადაცემისთვის აყვანილ კადრებს გადაუხადონ შესაბამისი ხელფასი, დაფარონ გაღებული ხარჯები და მიიღონ ჩაფიქრებული მოგება.

ელენის თითოეულ ეპიზოდს დაახლოებით სამ მილიონამდე მაყურებელი ჰყავს, ოპრას შოუებს კი დღეში საშუალოდ 7, 14, 20 მილიონი  ადამიანი უყურებს. როგორც ყველაზე მაღალანაზღაურებად ტელეწამყვანის შემოსავალი კი 2008 წლის მონაცემებით შეადგენს 275 მილიონ აშშ დოლარს წელიწადში.

რა საინტერესოა საიდან ამდენი შემოსავალი?

P.S. ისა და რა გვეოპრება, რა გვეელენება და რა გვენანუკება ფასები კი დღითიდღე მატულობს ყველაფერზე, გუშინ საწვავის ფასმა გამაკვირვა მსუბუქად რომ ვთქვათ – 2,02 ლარი ღირს რომპეტროლის ევრო რეგულარი.

მგონი ვერც ვხვდებით ისე დიდი და ძვირადღირებული შოუს მონაწილენი ვართ ჩვენ ყველა.

 

ჯენიფერ ენისტონი ოპრა უინფრის შოუში

 

პამელა ანდერსონი ელენ დეჯენერასის შოუში

 

სუხიშვილები და ცისფერი ტრიო ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში

ოპრას შოუს კრიტიკა

 

 

 

ავტორი:

Photographer, Filmmaker, Blogger

56 thoughts on “უნიჭო ოპრა უინფრი და მისი „გავლენიანი ქმარი“, რომელიც არ ჰყავს

  1. სხვათაშორის მე პირადად ნანუკას შოუ მირჩევნია კიდე სხვებს, მიუხედავად ბევრი მინუსისა გაცილებით გემოვნებითაა ყოველთვის გაკეთებული და საყურებლადაც უფრო სასიამოვნოა. მართალია ვერ დავიჩემებ რომ არიქა გადაცემა არ გამომიტოვებია მეთქი, თუმცა ხანდახან სხვადასხვა მონაკვეთს ვუყურებ ანონსით დაინტერესებული. აი რპოფილისკენ კი საერთოდ თვალიც კი არ მეპარება არასოდეს, წამყვანი მაღიზიანებს ძალიან და საერთოდ სტუდია მთლიანობაში.

    ამ შოუებს თავისი მაყურებელი ყავს ისევე, როგორც საპნის ოპერებს რომლებმაც წალეკა ქართული არხები

    1. მეც ასე, მირჩევნიაში არის ჩემსკენაც საქმე, ნაკლი ყველა გადაცემას აქვს ცხადია ისევე როგორც მაყურებელი.
      ყველას გემოვნებას ვერ მოერგება, შეუძლია ვინმეს დააასახელოს გადაცემა, რომელიც უკლებლივ ყველას მოსწონს?

      ეს ბიზნესია მარტივად რომ ვთქვათ და დგას ერთადერთი საკითხი ვინ უფრო წარმატებულია ამ ბიზნესში 🙂 🙂

  2. კარგა ხანია ამას ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ:
    სანამ Hastler TV საქართველოზე მაუწყებლობას არ დაიწყებს, ჩვენ არაფერი გვეშველება.

    1. ისედაც იშვიათად ვუყურებ ტელევიზორს 🙂 🙂 ჰასლერ ტივი საჭიროება არ არის როცა ინტერნეტი ხელმისაწვდომია 🙂

  3. აბა ეგ რას ამბობ?
    მე მინდა საქართველოში საავტორო უფლებების პატივისცემის კულტურა დამკვიდრდეს.
    პირატული პორნო ავნებს ხორცა, მერმე სულსა.

  4. ნწუ.
    როგორც ქინდლისტმა შემიძლია გითხრა რომ წიგნების პონტში საკმაოდ კარგადაა დაცული.
    რუნეტი მიაქვს ელექტრონულ პირატულ წიგნებს – ქაღტულ პორტალებზე კი მინიმუმია (ახალ წიგნებს ვგულისხმობ, თორემ არაკოპირაიტული კლასიკა – კი ბატონო).

    ასე რომ, მონდომებაა საჭირო და თავის მობმა. 🙂

    1. ხო ნუ წიგნებზე კიდევ შეიძლება, თუნდაც მარტივად ის ვთქვათ რომ ახალი წიგნების ელექტრონული ვერსია არ არსებობს ფაქტობრივად, პრინციპში არც ძველის თუ ლიბ.გეს არ ჩავთვლით და რაღა კოპირაითი უნდა დაირღვეს ან რანაირად 🙂 და საერთოდ ლიბ.გე–ს რა კოპირაიტი აქვს და როგორ, ძალიან მაინტერესებს

  5. ლიბ.ჯის აკონტროლებენ გამომცემლობები.
    გაციფრება პრობლემა არაა. რუსები ელექტრონული წიგნი როგორც ასეთი ჯერ არც იცოდნენ მაგათ როცა ელემენტარულად ასკანერებდნენ და ეგრე აციფრებდნენ. 🙂

    შენ სხვა თქვი – უბრალოდ ჩვენზე მეტს კითხულობენ რუსები, მეტი ენთუზიასტია, მეტი ლიტპორტალი აქვთ და ნაკლებად ზარმაცები არიან, როგორც ჩანს.
    500 გვერდის დასკანერება და ტექტსურ ფორმატში გადაყვანა არ გინდა? 🙂

    ნუ ახლა მარტივია – უკვე გამომცემლობები უშვებენ ბუკებს. წვალება აღარ უნდა. 🙂

    1. რუსეთში წიგნები გაცილებით ხელმისაწვდომია ვიდრე ჩვენთან, ყველაფერს სწრაფად თარგმნიან, ციფრულ სახესაც მალე აძლევენ და აუდიო წიგნებიც აქვთ.:)

      1. ჰო 😦
        მაგრამ მაგას ბევრი მთარგმნელი უნდა და ჩვენ არ გვყავს მაგდენი.

        ბაკურისტები მპირდებიან მალე დავიწყებთ ციფრებსი და რავი. ველოდები. 🙂
        უფრო ქართველები მაინტერესებს. რამდენიმე ავტორი არის, რომელსაც ვისურვებდი ელექტრონულ-ბიბლიოთეკაში მქონოდა.

        თარგმანიც კი… მაგრამ თუ არ იქნება, ეგეც არა უშავრს რუსულად ან ინგლისურადაც წავიკითხავ.

        აი აუდიოსი რა გითხრა. თუ ისეთი აუდიო-ვერსიები გააკეთეს, ფილმებს რომ ახმოვანებენ…
        🙂

    2. ხო რასაც რუსულ საიტებზე ვპოულობ სულ დასკანირებულია, მაგრი მონდომება უნდა, მე ერთი გვერდი რომ მაქვს დასასაკნირებელი ის მეზარება ხოლმ,ე 😀

  6. 1. მსგავსი შოუების საწინააღმდეგო, არც მე მაქვს არაფერი. პირიქით;
    2. არ მავიწყდება, თუმცა პრაიმ-თაიმში “ვა -ბანკიც” გადის;
    3. რამდენიმეს ვიცნობ და,მათგან გამომდინარე გეთანხმები;
    4. ნძრევის გარეშე არ შეიძლება? თუ ეგ აუცილებელი წინაპირობაა სწავლის მწარე ძირის პონტში?
    5. მე არ მითქვამს, რომ ვინმე უნიჭოა ან ნიჭიერი. გულშიც კი არ გამივლია ასეთი რამ;
    6. მე შენი მეგობარი არ ვარ: რუსულენოვანი ფეისბუქი არ მაქვს და, ალბათ, იმიტომ(?).. :)))
    7. მანდ ვარ მეც;
    8. ინტელექტს რაც შეეხება, მე კონკრეტული არც გადაცემა მიგულისხმია და არც წამყვანი. ზოგად ფონს შევეხე;

    რაღაცები არ მეგონა თუ ასე იქნებოდა გაგებული და გული მწყდება.
    გმადლობ გამოხმაურებისათვის.. რაღაც, ბოლო დროს ძალიან პოპულარული ვარ და ხომ არ ვკვდები ნეტავ?. :))

      1. ბლოგოსფეროს მფარველობა ჩემს კომპეტენციაში არ შედის..
        მე ბლოგერი არ ვარ.. 😀

    1. პირველი წინადადების გარდა არცერთ სხვა წინადადებაში არ იგულიხმებოდი არანაირად 🙂 რატომ მიიღე ეს ყველაფერი შენ თავზე? 😀 😀 😀 მე ზოგადად აჟიტირებულ ხალხს ვუპასუხე

    2. ისა და ვა–ბანკი მე რამდენადაც ვიცი თოქშოუ არ არის 🙂

      ლაპარაკობენ ლაპარაკობენ და უყურებენ, რუსულს აძაგებენ აძაგებენ და მაინც პროფილი რუსულ ენაზე აქვთ, აი ამიტომ გამახსენდა ფეისბუქელი მეგობრები

    3. საინფორმაციო გადაცემებზე ცალკე დავწერ თუ არ დამეზარა 🙂 პრაიმ ტაიმში გადის კი, მაგრამ საინფორმაციო გადაცემა ისედაც სხვა დატვირთვის არის და არ სჭირდება მაინცდამაინც საღამოს გასვლა რომ არიქა და ყველამ უყუროს, 12 საათიანი, 3 საათიანიც არ განიცდილის ნაკლებობას მაყურებლების და არც რეკლამების. და საინფორმაციო მსოფლიოს თანამედროვე ერა თითქმის სრულ კომერციაზეა გათვლილი, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, თითქმის 90% გადაცემის აგებულია ნეგატივზე, რათა მეტი ადამიანი მიატკიპონ ტელევიზორს და მიიღონ რეკლამები, აბა სხვანაირად 20 წუთში სათქმელი 1 საათი რატომ იწელება? 🙂

      1. ეგ ხელოვნებაა, რომელსაც დაფასება სჭირდება და არა აბუჩად აგდება.. 🙂

  7. ვაიმე ოღონდ ეგ არა, კინოს შეგაძულებენ და წიგნს ისეთი ინტონაცია აქვთ 🙂 მე რუსულად უსმენ ძირითადად, გზაში მოსახერხებელია ძალიან. მთარგმნელების რაოდენობის გარდა ხარისხის პრობლემაცაა, მე პირადად მირჩევნია რუსულად წავიკითხო, ძალიან ბევრი რამე არაა ქართულად.

    1. ცუდი ქართული თარგმანი ყურს (თვალს) მჭრის… რუსულად ან ინგლისურად – პრობლემა არაა ვერც ვამჩნევ ხშირად – ეგეცაა მიზეზი (ჩემთვის).

      აი, ბაჩანა ბრეგვაძე როგორც თარგმნიდა ან კილაძე… ეგეთი მთარგმნელები გვინდა.

  8. “აქ რატომღაც გამახსენდნენ ის ფეისბუქელი მეგობრები, რომლებიც დღენიადაგ ყოველივე რუსულ ენოვანს ლანძღავენ და თავიანთი ფეისბუქის პროფილებზე რუსული ენა აქვთ არჩეული. ნეტავ რატომ გამახსენდა?”
    ეს კაი იყო :დ

  9. ისე, ჰასთლერ ტვ-ზე იყო თემა და ლიტერატურამდე როგორ დავეცით?
    აი, რას ნიშნავს ავტორი რომ ლიტერატორია.

    1. არც არაფერი 🙂 მაგას ვამბობ რომ ეს არის ბიზნესი და არაფერი პირადი 🙂 მუშაობს ხალხი როგორც შეუძლია ვაჰ

      1. ვა…
        საინფორმაციოში ინფორმაცია აღარაა და ძუძუები მაინც იყოს 🙂

        თან ეგ ნახე სპორტ-ნიუსია… ჰოდა დარჩება ობოლაძე უმუშევარი 😉

  10. თქვენ რა როლები გაცვალეთ?
    ჯერ ერთი აკრიტიკებდა, მეორე იცავდა.
    ახლა მეორე აკრიტიკებს და პირველი იცავს.

    1. აზრზე არ ვარ რა ხდება 😀 არადა ჯასთ ლინკი დავაშეარე იმიტომ რომ თემატურად ესეც წაეკითხათ და ისიც, ვასასიმ კიდევ ყველაფერი თავის თავზე მიიღო 😆

    1. დაშბორდიდან რომ გიჩვენებს ონლაინ – ჩატია მა რაა 🙂
      ნუ სოციალური ქსელი ნაღდადაა.
      ონლაინში სტატუსები, კომენტარები, ლაიქები, შეარინგი… მეტი რა უნდა ქონდეს 🙂

  11. დამეზარა ყველა კომენტარის წაკითხვა.
    ნანუკა საქსზს, ისევე როგორც მაია ასათიანი. მაია ტავისი სიყალბით და ეს თავისი სიცანცარით,. ამას უშუალობა კი არა სიცანცარე ჰქვია. მარტივად რომ შევხედოთ, მის ასაკსაც კი არ შეეფერება 😀

    1. ნუ გინდა სიცანცარე დაარქვი (რაც მეტი მოსდის ხოლმე ზოგჯერ) გინდა სიხითხითე, ფაქტი ის არის რომ პროდუსერების ჩანაფიქრი სუპერ დონეზე არის მიღწეული 🙂 🙂

  12. ყველაზე მეტად იმაზე მეცინება, რუსულ ჟურნალისტიკას რომ აკრიტიკებენ ხოლმე ეს ერთუჯრედიანი ქართველები, ვერც ინტელექტით, ვერც სტილით და რაც მთავარია ვერც გარეგნობით კოჭებამდე რომ ვერ მოვლენ რუსებთან (ძალიან კი ცდილობენ) 🙂 ვინც ფიქრობთ, რომ ქართული ჟურნალისტიკა ვითარდება, ძალიან ცდებით. უფრო და უფრო უარესდება, გადაკალკული გადაცემები, ნაწილი რუსულიდან, ნაწილი დასავლური სატელევიზიო სივრციდან. თვითონ რისი შექმნის თავიც აქვთ,კარგად ჩანს? წერა–კითხვის უცოდინრები, ჯერ რა ჰაბიტუსით, სამარცხვინოა ყველაფერი.არ ვიცი, რამდენად მართალია, ჩემამადე მოაღწია ხმამ, რომ რუსული საესტრადო სიმღერები აიკრძალა ქართულ რადიოშიო, დიდი მოყვარული არ ვარ რუსული ესტრადის, მაგრამ შეიძლება ასეთი რამე? შეიძლება მალე პუშკინის ძეგლიც აიღონ თავისუფლების მოედნიდან.

    1. პეგი, ხო ეს რუსული თემატიკა და კალკირება საერთოდ კიდევ ცალკე საკითხია 😀 😀 და რუსულ სიმღერებს რაც შეეხება კულუარულად აკრძალეს რესტორნებში შეკვეთა, თუმცა რაიმე კანონი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს.

  13. ხო, რა თქმა უნდა, ამ ცინგლიანმა კიმ ჩენ ირმა ბრძანა და უნდა აიკრძალოს, მალე ალბათ რუსი კლასიკოსების მუსიკალური ნაწარმოების შესრულებაც აიკრძალება, ამკვიდრებს კაცი “ამერიკულ კულტურას”. ქართულ არხებს საერთოდ აღარ ვუყურებ, დონე უკვე მინუსებშია წასული, არ გაივსო ამ ცალცალ კალოშიანი, თავცარელა, მახინჯი “ძერსკი” წამყვანებით ეს სტელევიზიო არხები? თან ყველა დედაბუდიანად გუნდრუკს რომ უკმევს ამ ცინგლიანს, აბა ისე როგორ გამოჭენდებოდნენ ცისფერ ეკრანზე.

  14. “მგონი ვერც ვხვდებით ისე დიდი და ძვირადღირებული შოუს მონაწილენი ვართ ჩვენ ყველა.” – მარტო ამ ფრაზისთვის ღირდა მტელი პოსტი ❤ ❤

    რაც შეეხება შოუებს… ისინი ორიენტირებულები არიან შემოსავალზე, აკეტებენ ისეთ ბანალურ რაღცებს როგორებიც მასას მოსწონთ. რაც არ ვიძახოთ ხალხი მაინც უყურებს ე.ი მაინც რეიტინგულია ე.ი მათი გათვლა სწორია, მათთვის სწორია ^^

    კი, ბაზზარი არ არის იმ ათასების დახარჯვა რასაც ნანუკა ერთ შოუზე ხარჯავს უკეთესი სამისთვის შეიძლებოდა მაგრამ დღეს ყველა თავის ტრაკის გასიებაზე ფიქრობს… ასე,რომ.. 🙂

    1. აჰა მეც მაგას ვამბობ სწორედ, მასებზე არის გათვლილი და ამართლებს, წეღანდელი ბლოგებზე საუბრის არ იყოს 🙂

  15. me televizori didi xanai agar maqvs 😀 gafuchda da agar miyidia, ra vqna, sxva ufro prioritetulia.

    maqvs marto interneti da vuyureb filmix-idan, yovelgvari reklamebis gareshe, filmebsa da mulwikebs..

    marto dedachemi uyurebs myvideo-dan kuriers da neta rat unda… ertxel miyolebit imdeni sashineli cnoba gadmosces, dedachemi aminerviulda da korvalori daschirda 😀
    plus chemtan saubrebi 😀 😀 😀

დატოვე კომენტარი