მე დღეს შენამდე ვერ მოვალ


მე დღეს შენამდე ვერ მოვალ,
დღეს სულ სხვა გზებით წავედი.
დიდი ტალღები შემომხვდა,
ბედს მეც სხვასავით დავნებდი…

გაღმა ნაპირზე დამრჩება
შენი მღიმარი თვალები…

ბოლო დროს ინტენსიურად მეფიქრება იძულებით, რუტინულ, მოსაბეზრებელ ურთიერთობებზე. ვცდილობ შევხედო ორივე მხრიდან, გავითავისო ორივე მდგომარეობა და ვიპოვო პასუხი ერთადადერთ კითხვაზე: რატომ? რატომ წვალობენ გადამწვარი ნათურებივით?

მინდოდა თავი მომება და რამე მაინც დამეწერა ამ თემაზე, ვინმესთვის სანუგეშოდ მაინც, მაგრამ რაღაც პატარ-პატარა დეტალები მაკლდა, მაგალითად ეს ლექსი, რომელიც დღეს დილას შემომხვდა ნიუსფიდში და მთელი დრამა შემიკრა. და კიდევ ის წყვილი მაკლდა, შეყვარებული წყვილი, გუშინ ფაბრიკის ეზოში რომ შემოვიდნენ. ბიჭი ისეთი უჟმური და შეწუხებული სახით იყო, რომ ვიგრძენი, შაბათ დღეს, ფაბრიკაში, შეყვარებულის რუტინული გამოსეირნების დრო დამდგარიყო მის ცხოვრებაში. ცოტა ხანი ისხდნენ მაგიდასთან, ორ ჭიქა კოკა კოლაზე, უჟმური სახით ისმენდა გოგოს გაუთავებელ, უწერტილმძიმო საუბარს. შემდეგ წამოდგნენ, ბიჭმა მაგიდიდან ხვნეშით აიღო მანქანის გასაღები და გაყვა გოგოს უკან, ისე თითქოს ფეხები უკან რჩებოდა, ისე თითქოს ფეხებზე გირები ეკიდა.

ასეთი კადრი თუ სცენა ბევრი გვინახავს, მეც, შენც, თქვენც და ყველას. შეიძლება ზოგმა საკუთარი თავიც ამოიცანით.  ზოგი შეყვარებული ხართ, ზოგი ქმარი ხართ, ზოგიც ცოლი ხართ.  ერთი სული გაქვთ მოიშოროთ აღებული ვალდებულებები და სადმე გაინავარდოთ, გაშალოთ ფრთები. ორივე მხარეს. სქესს არცერთ შემთხვევაში არ გამოვყოფ და არც მე მიმაჩნია ისე, რომ მარტო კაცი ნავარდობს და არც არის რეალურად ასე. ქალებიც ნავარდობენ, ხშირად უფრო მეტად და მრავალფეროვნად, ვიდრე კაცები. თუმცა ჩვენ ის ხალხი ვართ, ასობით სექსპოზიდან, ყველაზე მეტად სირაქლემას პოზა რომ გვიყვარს. ტყნავენ მაგრამ ვერ ვხედავთ, ვტყნავთ მაგრამ ვერ გვხედავენ. რაც რეალურად ხდება იმის ფონზე კი, საგზაო დეპარტამენტის ყოფილი შენობა და აწ უკვე საქ. ბანკის სათაო ოფისიც კი, ყველაზე უმანკოდ გამოიყურება.

ამასობაში დრო მიდის, შეყვარებულები თუ გნებავთ ცოლ-ქმარი უკვე და-ძმას ემსგავსებიან. გარშემო ხედავ, აღმა-დაღმა, გზააბნეულ, სევდიანად მოფლირტავე მამრებს და ერთ დღესაც, საკვირველი არ იქნება რომ ფაქტობრივი ცოლი მულად, სიდედრად  ან საუკეთესო მეგობრად მოგავლინონ.

სად და როდის იწყება გაუცხოება, გაციება და და-ძმური სითბო არ ვიცი, ალბათ ზედმეტი ყურადღებისგან, დედობრივი მზრუნველობისგან, 24/7 ერთად ყოფნის მოთხოვნებისგან, პირადი სივრცის არარსებობისგან, ადრეულ ასაკში ქორწინებისგან, საერთო ინტერესების, მისწრაფებების, ოცნებების არ ქონისგან,  და სხვა ათასი უბედურებისგან, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ჩემი გადმოსახედიდან მგონია რომ ზედმეტი ყურადღება გამაღიზიანებელია, მგონია რომ ერთნაირად აწუხებს კაცსაც და ქალსაც, ღიზიანდები, გბეზრდება და გარბიხარ. გარბიხარ იქ, სადაც მეტი სითბოა და ნაკლები ვალდებულებები. აჰ, ჰო ვალდებულებები, ეს ის არის, სადაც თქვენივე ნებით დურთავთ თავს, თქვენივე ნებით იღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობებს, არავისთან არ იზიარებთ და შემდეგ ტრაკი აღარ გაქვთ ბოლომდე გაქაჩოთ აღებული ვალდებულებები.  იძაბებით, ისტრესებით, ვერ უმკლავდებით, გამოსავალს ვერ პოულობთ, დაშორება და დავიდარაბა გეზარებათ, გესიკვდილებათ და გადადის ეს ყველაფერი თქვენს ურთიერთობაზე და შემდეგ, ერთიც და მეორეც გარეთ, მესამე პირებთან ეძებთ საშველს, თან იხტიბარს არ იტეხთ, არ გინდათ აღიაროთ რომ ვერ შედგა თქვენი ურთიერთობა, ქორწინება თუ რაც არის და დროა წასვლის, რეალურად წასვლის და არა ზოგჯერ წასვლის და შემდეგ ისევ უკან დაბრუნების, იმ იმედით რომ ცოლი (ან ქმარი) ყოველთვის თქვენ დაგელოდებათ, ვისთანაც არ უნდა წახვიდეთ (როგორი მეოცნებები ხართ ან რომანტიკოსები).

“ამასთან მაგარი სექსი მქონდა”, ჩამესმის ყურში ერთი ჭაკიჯუას სიამაყით სავსე სიტყვები და თან ფოტოს მაჩვენებს, პოლიციელის ცოლია, დააყოლებს და ვგრძნობ როგორ იჯგიმება.  წნევამ ამიწია, დავიფრინე.

‘ცოლი მომყავს მალე და იმ გოგოს უნდა შევხვდე უეჭველი, მაშინ რომ განახე”, კიდევ ვიღაც ამბობს.

და გინდა რომ ყურები არ გქონდეს საერთოდ, არც თვალები.

და რატომ ეს ყველაფერი? სადამდე გაგრძელდება, ორივე მხრიდან ეს “მე დღეს შენამდე ვერ მოვალ?” , რასაც სიამოვნებით ასე გავაგრძელებდი – “მე დღეს შენამდე ვერ მოვალ, სხვას ვტყნავ”, იქნებ ოფიციალურ ეროვნულ სპორტად მაინც ვაღიაროთ ან სტარტაპზე გავუშვათ როგორც საოჯახო ბიზნესი, არა?

 

ამ წერილის ბოლოს კი დაგიტოვებთ დაგდაგანის უკვდავ სიტყვებს. შეგერგოთ.

#მეტითავისუფლება 😉

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s