მშიერი თვალები


ზუსტად არ მახსოვს როდის და როგორ შემოიჭრა ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, სახასიათო სიარულის მანერით და მხრების მოძრაობით თუ მოჩვენებასავით, შეუმჩნევლად, ის კი მახსოვს რომ ამ ფილმით მოვიწამლე, ვცდილობდი ხან მარტო და ხან ჩემ ძმასთან ერთად გამემეორებინა ის ნაბიჯები და მოძრაობები, რასაც ფილმში ვხედავდი, მშიერი თვალებით ვუყურებდი თითოეულ პას, ხან დიდ სცენაზე წარმომედგინა თავი და ხან ტრიალ მინდორზე . . . მილიონჯერ ნანახი კადრები არ მწყინდებოდა, მუსიკა გონებიდან არ მშორდებოდა, ვიღაც წარმოსახვით ცეკვის მასწავლებელზე ვოცნებობდი . . .

რომ არა ფეხის ტრავმა დედის ცეკვების სტუდიაში

რომ არა მთელი გუნდის თავდადება, მონდომება, სიყვარული

რომ არა პრინციპულობა (ფილმის პოსტ პროდაქშენს თანხები არ ყოფნიდა)

რომ არა გენიალური ქორეოგრაფის კენი ორტეგას საოცარი გემოვნება (მისი შერჩეულია საფინალო სიმღერა)

გოგონების ”ვარსკვლავურ ომებად” წოდებული, ეს მშვენიერი, მრავალჯერად ყურებადი ფილმი არ გვექნებოდა . . .

გული გულობდესო და  ფილმიც შედგა, ყველა აღმოჩნდა საჭირო ადგილას, საჭირო დროს, ზუსტად შერჩეული მსახიობებით, სიმღერებით, ადგილებით, თორემ სასიყვარულო ისტორიებით უთვალავი ფილმი გვინახავს.

თუმცა შინაარსსაც ასე უდიერად ვერ მოვეპყრობი, პირიქით ახლა უფრო ვფიქრობ რომ დიდი როლი ითამაშა 80-იანი წლების თინეიჯერებს შორის ფილმის ასეთ დიდ წარმატებაში;

როგორც ასეთი ბინძური ცეკვებით ერთგვარი გარდატეხა მოხდა იმ დროინდელი ახალგაზრდების ცხოვრებაში . . .

პროტესტი და მისი გამოვლენა (როდესაც ბეიბი ეწინააღმდეგება მამას) და ჯიუტად მაინც ეხმარება ახლად შეძენილ ნაცნობებს, როდესაც უკრძალავენ ცეკვას, მაგრამ ის მაინც ცეკვავს, როდესაც ეუბნებიან არ შეხვდე ჯონის (პატრიკ სუეიზი) და ის მაინც ხვდება, არ გიყვარდეს და მას მაინც უყვარს . . . .

სასტუმროში დასასვენებლად წასული კონსერვატორული ოჯახის პატარა მკაცრად, აკადემიურად აღზრდილ ნებიერა გოგოს, ხომ ცეკვის ინსტრუქტორი უყვარდება . . .

დღესაც და მაშინ მითუმეტეს მშობლების მიმართ პროტესტი, საკუთარი ადგილის მოძებნა, საკუთარი თავის რეალიზება და სურვილების ხაზგასმით დაფიქსირება მნიშვნელოვანი საკითხებია . . .

მგონია რომ ფილმმა მნიშვნელოვანი წერტილები დასვა, ზუსტად ათიანში მოარტყა ყველა კუთხით, თემებით, სიმღერებით, ცეკვებით და წარმატებებმაც არ დააყოვნა: 1987 წელს ხომ ეს ერთ-ერთი მაღალ შემოსავლიანი ფილმი იყო, კინოგაქირავებაში პიკს მიაღწია, საცეკვაო სტუდიებს ცეკვის შესწავლის მსურველები მიაწყდნენ, საუნდტრეკები პირველობას არავის უთმობდნენ ჩარტებში, მარტო საფინალო სიმღერა რად ღირს . . . ოსკარი, ოქროს გლობუსი, გრემი . . .

მახსოვს დისქავერიზე გადაცემა იყო, რამ მოახდინა გავლენა 80-იანი წლების კულტურაზე, ათეულში ერთ-ერთი სწორედ ბინძური ცეკვები იყო დასახელებული.

არა სპეცეფექტები, არა ძალადობა, ვითომ არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ რამდენჯერ მაქვს ნანახი? თითზე ჩამოსათვლელია ფილმები რომლებსაც მე ან რომელიმე თქვენგანი განმეორებით დიდი სიამოვნებით ვუყურებდით, და რატომ ვუყურებთ ფილმს ან რატომ ვკითხულობთ წიგნს განმეორებით, პასუხი ძალიან მარტივია – სიამოვნება და სასიამოვნო განცდები გვინდა რომ განმეორდეს!

დღევანდელ კინოს სწორედ ეს აკლია, უმნიშვნელო შტრიხებით მნიშვნელოვანი ნიშის მოპოვება მაყურებლის გულში, იმ ნიშის, რომელიც სამუდამოდ მისთვის იქნება მოკავებული და იმ ფილმისთვის, რომელსაც დრო უწოდებს კლასიკას!.

_________________________

პ.ს. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ არა ეს ფილმი, რომ არა პატრიკ სუეზის სახასიათო ცეკვის მანერა დღეს მსოფლიო სამეჯლისო სამყაროს ბევრი წამყვანი მოცეკვავე არ ეყოლებოდა, როგორც მინიმუმ ლათინურ-ამერიკულ ნაწილში!

პ.პ.ს.პროფესიონალურ დონეზე ვერ გავაგრძელე, მხოლოდ რამოდენიმე ცეკვის სწავლით შემოვიფარგლე, ვალსი, სამბა, ჯაივი და თუ საჭიროა და მეცეკვება სხვა ცეკვებსაც ვიცეკვებ J სამაგიეროდ ჩემი ძმა ცეკვავდა  დიდი წარმატებებებით 10+ წელი.

 

ამ პოსტის წერის დროს რამდენჯერ ვუსმინე არ მკითხოთ 🙂

 

2008 წელს ბრიტანულმა გაზეთმა ”დეილი მეილმა” ყველაზე რომანტიკულ ფრაზებს შორის მოაქცია, ბეიბის ფრაზა ფილმიდან:

”მეშინია ამ ოთახიდან გასვლა და იმ შეგრძნების დაკარგვა მთელი ცხოვრების მანძილზე, რასაც ახლა და აქ  ვგრძნობ შენთან ერთად”


ეს არ არის უბრალოდ მამბო, ეს გულის ფეთქვაა . . .

ესეც ჩავსვათ აქ


ვსწავლობთ ფრენას წყალში

აი ეს არის სიყვარულის პოზა

R.I.P. Boy

Advertisements

11 comments on “მშიერი თვალები

  1. ეს ფილმი არ მაქვს ნანახი. ბოლო დროს იმდენ ძველ და კარგ ფილმს ვუყურე, რომ მიკვირს აქამდე რა ჯანდაბას ვაკეთებდი? 😦 თან პატრიკ სუეიზი ძალიან მიყვარს ❤

  2. მართლაც რომ ლეგენდარული ფილმია… 2004_შიც გადაიღეს “Dirty Dancing: Havana Nights”, მაგრამ პირველი მაინც ჯობია… რომ არა ქორეოგრაფი Kenny Ortega ეგ ფილმი ვერ გაქაჩავდა…

    • kenny მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, პლუს მსახიობები, თავად პატრიკიც ხომ ყოფილი მოცეკვავე იყო, შესაფერისი დრო, კარგი სცენარი და წავიდააა 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s