Camex.ge – მატყუარა კომპანია


ონლაინ შოფინგი ძალიან მოხერხებული რამ არის, პირველ რიგში იმიტომ რომ ამა თუ იმ ნივთს გაცილებით იაფად ყიდულობთ, მრავალფეროვანი არჩევანი გაქვთ, ხშირად გთავაზობენ სეზონურ თუ სადღესასწაულო ფასდაკლებებს და ნივთების ხარისხზეც ვერ დაიჩივლებთ.

ეს ყველაფერი იდეალურია თუ ონლაინ შოფინგს ბედნიერი დასასრული აქვს, მაგრამ ნივთების ჩამოსატანად ხომ შუამავალი კომპანიაა საჭირო, რომელიც ყველაფერს საქართველოში ჩამოიტანს და დაარიგებს. აი ყველაფერი აქ იწყება.

თავის დროზეUSA2GEORGIA -ს მომსახურებაზე უარი ვთქვი მაღალი ფასის და დამრგვალების უცნაური მეთოდების გამო, ამგვარად გადავედი CAMEX.GE -ს მომსახურებაზე, რომელიც ოდნავ ნაკლებ ფასს მთავაზობდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კვირაში 2 რეისს!!  

პირველ ჯერზე ყველაფერმა კარგად ჩაიარა, სამივე ამანათი ერთი კვირის ვადაში ჩამოვიდა. მეორე შეკვეთისას, 11 ივლისს წამოსული ამანათი ავიღე 28 ივლისს, ხოლო 15 ივლისს წამოსული ამანათი ავიღე 31 ივლისს. (პერიოდულად ვიხსენებდი რა მქონდა გამოწერილი);

დაგვიანების საჯარო მიზეზი: ტვირთი საბაჟოზე შეაჩერეს პნევმატური იარაღის გამო.  

ღმერთი გამიწყრა და მესამედაც ვისარგებლე ამ კომპანიის მომსახურებით, შეკვეთიდან სამ დღეში ნივთი მივიდა კამექსის საწყობში, ამერიკაში და როგორც საიტზე დაიწერა და ასევე როგორც მომწერეს, ნივთი წამოვიდოდა ორშაბათის რეისით.

amanati gamogzavnilia

როგორც სქრინზე ხედავთ, ამანათი გამოგზავნილია 08/12/13-ს რეისით და წერილიც მივიღე მეილზე, სადაც გარდა იმისა რომ ადასტურებენ რეისის ორშაბათს გამოგზავნას და შაბათს გატანას, ასევე აღნიშნავს რომ ტექნიკას დააგვიანდება

letter1

მიჩნდება კითხვა, წინა დაგვიანების დროს ტექნიკა არ მქონდა გამოწერილი და თითქმის 20 დღე ველოდეთ (მიზეზი ან იყო პნევმატური იარაღი ან არა), და თუ სპეციალური გადაფუთვა სჭირდება ტექნიკას და რეისი უკვე წამოსულია, სად ფუთავენ, ჰაერში?

ინფორმაცია დევს კომპანიის საიტზეც:

chamova paraskevs

მაგრამ 8 და 12 აგვისტოს რეისები ვის დაკარგვია, როდესაც ხალხი ჯერ კიდევ 25 და 29 ივლისის რეისებს ელოდება:

ivlisis reisi

dagvianeba

მიუხედავად იმისა რომ SMS გატანის შესახებ არ მომივიდა, დღეს მაინც მივედი ოფისში, სადაც არც მეტი, არც ნაკლები განაცხადეს რომ ჩემი ნივთი იქით შაბათს ჩამოვა!!!!  (ანუ რეისის წამოსვლიდან ორი კვირის შემდეგ)

არც საიტზე და არც ფეისბუქის გვერდზე არ არის მითითებული რომ რეისი ნაწილ – ნაწილ ჩამოდის, თუ ასეა რატომ არის პროფილზე მითითებული რომ ამანათი გამოგზავნილია? ვერ ვხვდები სად არის ეს დაპირებული “კვირაში 2 რეისი” ან იქნებ აქეთ წამომსვლელს ელოდებიან, რომ ნივთები “გამოაყოლონ” ?!

ვბრუნდები სახლში და მხვდება კამექსის პასუხი ჩემს წერილზე, სადაც მწერენ რომ ამანათი ჩამოვა სამშაბათს! 

letter2

ნივთი ძალიან ძვირფასია, წარმოდგენა არ მაქვს ახლა სად არის ან როდის ჩამოვა. არ არის საჭირო “კვირაში 2 რეისი”-ს თვალწინ ფრიალი თუ ამ დაპირებას ვერ ასრულებთ! 2 კვირაა საჭირო? დაწერეთ რომ 2 კვირაა საჭირო, მოტყუებულად მაინც არ იგრძნობს მომხმარებელი თავს და გეგმებსაც შესაბამისად დააწყობს!

პ.ს. თქვენ დაკარგეთ კლიენტი

Advertisements

12 comments on “Camex.ge – მატყუარა კომპანია

  1. უსას 3 აქვს უკვე კვირაში და ნივთი ძალიან მალე ჩამოდის. ტექნიკას რაც შეეხება, ჩემები ნოუთბუქებსაც კი იწერენ და ჩამოდის მშვენივრად, მართალია უსათი. არ ინერვიულო ჩამოვა.

  2. გამარჯობა,
    მე ვარ კამექსის კმაყოფილი მომხმარებელი. 29 ივლისის და 1 აგვისტოს ამანათები დროულად მივიღე. ივლისის ძველმა ამანათებმა საკამოდ დააგვიანეს და 8 აგვისტოს ამანათს მეც ველოდები, როგორი შეთხვევაც ადრე ერთადერთხელ, დეკემბრის დასაწყისში მქონდა (საშობაო და საახალწლო დღეეშიც კი არ დაუგვიანია).
    ახლა ერთ ძვირადღირებულ, გაბარიტულ და მძიმე ტექნიკას ველოდები (ამანათის წონის დათვლასთან დაკავშირებით მხოლოდ მადლობა მეთქმის, ჯერ–ჯერობით). როგორი ჩამოვა, ან დროულად ჩამოვა თუ არა, ამ კვირის ბოლოს მეცოდინება (იმედია).

  3. getit.ge არასდროს არანაირი პრობლემა არ მქონია და ყველაფერი ძალიან მარტივია. a-manati.com-ს ჩახლართული პროცედურები აქვს. get.ge-ს არაუშავს რა კიდე.

  4. მე კამარა ექსპრესით ჩამომაქვს დიდი ხანია და პრობლემა მხოლოდ ერთხელ შემექმნა, ეგეც პნევმატური იარაღების გამოწერა რომ დაუშვეს მაშინ. ეგ მართლა მაგის გამო იყო გაჩერებული, ზუსტად ვცი. ფაქტი კი მხოლოდ მომხმარებლების ბრალი იყო, დროულად რომ ვერ გადაუგზავნეს ინვოისები ადმინისტრაციას, შესაბამისად ამერიკის საბაჟომ დაბლოკა “უპატრონო” იარაღი. არც ტექნიკაზე შემქმნია პრობლემა, არც სხვა სახის ნივთებზე. ეტყობა კონკრეტულ რეისშია რაღაც ხარვეზი. იმედია მიხედავენ დროზე. კამარა კი მხოლოდ იმიტომ ავირჩიე, რომ დაბალი ტარიფებია და თან რეგიონში მაწვდის. თუ ვინმემ იცით უკეთესი კომპანია, მომწერეთ, რეგიონში რომ მომაწოდოს ამანათი ეგეთი. ადრე ექსპრეს ლაინის მომსახურებას ვიყენებდი და მოკლედ თბილისიდან ფოთამდე მოწოდებას ერთი კვირა უნდებოდნენ და ამიტომ შევეშვი. თან 9$ ღირდა კილოგრამი.

  5. მიუხედავად იმისა, რომ როგორც სულ პირველი ნივთი გამოვიწერე უსა2ჯეოთი, აგერ 300- – მდე ავალ მალე და ეს ბოლოც უსა2ჯეოთი ჩამომდის, მეტ-ნაკლებად ყველა თანაბარია ასე მგონია. იმიტომ რომ ქებაც თანაბრად მესმის სხვებზე და ძაგებაც. 🙂
    მეც მქონია რაღაც-რაღაც გაუგებრობები უსა2ჯეოსთან, მაგრამ გავარკვიე. ხან ისინი გამოვიდნენ მტყუანები ხან მე შემშლია. და აგერ ვრჩები მათ კლიენტად.
    სხვითი რომ ვსარგებლობდე, დარწმუნებული ვარ, იგივე იქნებოდა 🙂 იდეალური არაფერია.

  6. გამოხმაურება: 2013 წელი ბლოგზე | Litterator's Blog

  7. მაინტერესებს ეხლა რომელი გადამზიდავის მომსახურებით სარგებლობთ? (გთხოვთ თუ არ შეწუხდებით, პასუხი ჩემს ფეისბუქის გვერდზე მომწერეთ აქ შეიძლება პასუხი ვერ ვნახო)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s