ჩემი ფოტოკამერები


ამ პოსტით, ჩემო მკითხველებო, მინდა ჩემს ძველ ფოტოკამერებს მოვესიყვარულო და თან გაგაცნოთ ისინი 😀

გამომდინარე დუხჭირი თინეიჯერობიდან (დაახლოებით 1989–1998წწ), პირველად ჩემი საკუთარი ფოტოკამერა მეცხრე კლასში მეღირსა. ამისთვის დიდი მადლობა დედაჩემის ბიძას – შახო გერგედავას , რომელმაც საქართველოში სტუმრობისას სულ ცინცხალი პოლაროიდი მაჩუქა ❤ (უფრო ადრეულ ბავშვობაში მაჩუქა წიგნი ფოტოგრაფიის შესახებ, რომლის თვალიერებით მთელი ბავშვობა ვირთობდი თავს ვიდრე კითხვას ვისწავლიდი რუსულად).

აი ისიც, შენახული მაქვს და კვლავ მუშა მდგომარეობაშია 🙂

ამის შემდეგ კოდაკის ორი იაფფასიანი, ფირის ფოტოაპარატი მოვინელე 😀

და შემდეგ დიდი ზარზეიმით ვიყიდე ოლიმპუსის ციფრული ფოტოკამერა 🙂

ეს პაწაწუნაც თითქმის მუშაობს, მქონდა 2006 წლამდე, ვიდრე არ ვიყიდე მობილური , რომელიც უკეთეს ფოტოებს იღებდა 🙂

შემდეგ Point & Shoot ტიპის ფოტოკამერებიდან, ერთ–ერთი საინტერესო მოდელი Sony CyberShot , რომ არ დამეკარგა ალბათ კარგა ხანს ახალ ფოტოაპარატს არ შევიძენდი 😦

და ამ წლის გულისვარდი და ჩემი დანაზოგის შემმუსვრელი Nikon D7000

Advertisements

4 comments on “ჩემი ფოტოკამერები

  1. აუ რა მაგარია DSLR კამერა…
    მართალია, მე ნიკონის ტიპი არ ვარ და უფრო Canon მევასება, მარა მაინც მაგარია და გილოცავ.

    ხოდა ისა, დანაზოგი როგორ გააკეთე, როგორ? 😦

    • დანაზოგში რაღაცნაირად გამიმართლა, რამდენიმე დიდი შეკვეთა მქონდა მიყოლებით და უცებ მოვაგროვე, თორემ ისე ძალიან მიჭირს დაზოგვა 😦

      მადლობა 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s