ოსკარ უაილდი – დორიან გრეის პორტრეტი


ვიდრე ოსკარ უაილდს და მის შემოქმებას შევეხებოდეთ, ორიოდე სიტყვით მაშინდელი ლიტერატურული მიმდინარეობა ესთეტიზმი უნდა მოვიხსენიოთ, რომელმაც თავისი სრულყოფილი სახე ინგლისურ ლიტერატურაში, სწორედ ოსკარ უაილდის შემოქმედებაში მიიღო.
XIX საუკუნის 50-იანი წლებისათვის უკვე აღარავის სჯეროდა განმათლებლობაში აღიარებული აზრისა რომ ლიტერატურულმა ნაწარმოებმა ან ხელოვნების ნიმუშმა შეიძლება გაანათლოს ან შეცვალოს ადამიანი. ასევე ეჭვქვეშ დადგა არისტოტელესეული კათარზისის თეორია, რომლის თანახმადაც ლიტერატურულ ნაწარმოებს ევალება ადამიანის სულიერი განწმენდა.
ნელ-ნელა ესთეტიკური პრინციპების ფონზე გამოიკვეთა ლოზუნგი ”ხელოვნება ხელოვნებისთვის” (Art for Art’s Sake).
ესთეტიზმი ამტკიცებს, რომ ხელოვნება სიკეთეს არ უნდა ასწავლიდეს, მორალის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, მათ შემოქმედებაში მთავარი გმირის ადგილი ძირითად ამორალურ, ძლიერ პიროვნებას უკავია, რომლისთვისაც ”ყველაფერი დასაშვებია”. 
ინგლისური ესთეტიზმის პარალელურად, ევროპის სხვა ქვეყნების ლიტერატურაში, ნატურალიზმის გულისამრევ მოზღვავებას თავისი მშვენიერი და შესაძლოა მცდარი თეორია დაუპირისპირა, ცხოვრების ხელოვნების ნედლეულად გადაქცევისა, მოითხოვა რა, მხოლოდ და მხოლოდ მხატვრის სპექტრში გატარებული სინამდვილე.
უაილდს თავისი შემოქმედებით მცირედი საერთო აქვს ფრანგ სიმბოლისტებთანაც, კერძოდ, ტრადიციული ფორმისადმი ახლებური ფორმის დაპირისპირება, წარმართული იდეები, მშვენიერების კულტი და ზოგადად ბევრისმთქმელი სიმბოლიკა.პოლ ვერლენის დევიზი ”De la musique avant tout chause” (მუსიკა უპირველესყოვლისა!) უაილდმა თეორიულად დაამუშავა თავის ნაშრომში ”კრიტიკა როგორც ხელოვნება”, სადაც მოითხოვა ყურადღების გამახვილება პოეტური ქმნილების რიტმულ-ინტონაციურ აგებულებაზე. მისი შემოქმედების მხატვრული სახეები გამოირჩევიან დიდი პლასტიკური სიმრთელით და სრულყოფით, ხოლო კომპოზიციები – კლასიკური სიმკაცრით და თანმიმდევრობით.
რასკინისგან და სხვა მწერლებისგან განსხვავებით, უაილდი ხელოვნებას მორალისგან განყენებულად წარმოადგენდა ”არ არსებობს უზნეო და ზნეობრივი წიგნი, არსებობს უბრალოდ კარგად ან ცუდად დაწერილი წიგნი”. უაილდის შემოქმედებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რომანს ”დორიან გრეის პორტრეტი”.
ნაწარმოების სამი მთავარი პერსონაჟი და ამავდროულად სამი განსხვავებული დამოკიდებულებაა ცხოვრებისადმი.
ცინიკოსი ლორდ ჰენრი ქადაგებს სიამოვნების კულტს, მას არ სწამს სულიერი ფასეულობების; ის გამოუსწორებელი ესთეტია, სილამაზის თაყვანისმცემელი და თვით სილამაზის მოტრფიალე უბრალოდ მის მომხმარებლად გვევლინება.  მისგან განსხვავებით, მხატვარი ბეზილ ჰოლუორდი ქმნის სილამაზეს, იგი მთლიანად იხარჯება შემოქმდების პროცესში, იმდენად იხარჯება, რომ ლორდ ჰენრის შემოთავაზებას – ნახატის გამოფენაზე გაგზავნის შესახებ უარყოფს – მან ზედმეტად ბევრი ჩადო ნახატში და  არ სურს თავისი სულის საჯაროდ გამოფენა.
ამ ორ პერსონაჟს შორის დგას რომანის გმირი, რომლისთვისაც იბრძვიან ჰოლოურდი და ლორდ ჰენრი. ამ უკანასკნელის გავლენით, დორიანი მიეცემა უკიდეგანო სიამოვნებას და რწმუნდება, რომ ადამიანის ბედნიერება არ არის დამოკიდებული მორალურ პრინციპებზე. თუმცა არა მარტო ნაკლოვანებები, არამედ დანაშაული წაბილწავს ცხოვრებას. დორიანი ხედავს, რომ  დრო მიდის და მისი ასეთი ცხოვრება მის გარეგნობას კვალს არ ამჩნევს. დორიანსა და ბეზილის დახატულ პორტრეტს შორის კი დღითიდღე მკვეთრი ცვლილებები შეიმჩნევა, სურათზე უჩნდება ნაოჭები, ბერდება, ჭაღარავდება . . .
დორიანს, რომელმაც ჯერ არ იცის ბეზილის დახატული სურათის ეს თვისება, შურს ყოველივე იმის რისი სილამაზეც არ კვდება. მას შურს და ეჭვიანობს თავისივე პორტრეტზე და ამბობს: ”რატომ უნდა შეინარჩუნოს სურათმა ის, რაც მე უნდა დავკარგო, დრო და დრო ის წაიღებს ჩემგან რაღაც ნაწილს და მისცემს სურათს, რა მოხდება ეს ყველაფერი პირიქით იყოს . . . მოვა დრო და ეს სურათი საშინლად დამცინებს”. 
საინტერესოა ლორდ ჰენრის შეხედულება დორიანზე მის გაცნობამდე, იგი თვლის, რომ დორიანი არის უტვინო, მშვენიერი ქმნილება, რომელიც ზამთარში ყოველთვის აქ უნდა იყოს, რათა ყვავილის მაგივრობა გასწიოს, ხოლო ზაფხულში გაახალისოს ჩვენი გონება”.
დორიანს შეუყვარდება მსახიობი სიბილ უეინი, თუმცა უყვარს მხოლოდ მაშინ, როდესაც სიბილი თამაშობს, როლშია და სცენაზეა. ”მე მინდა ავიყვანო იგი ოქროს კვარცხლბეკზე და დავინახო, როგორ აღმერთებს მთელი მსოფლიო ქალს, რომელიც ჩემია”
როდესაც ერთ საღამოს, სიბილმა ჯულიეტა ვერ განასახიერა ჩვეული ვნებით, იგი თავის მშვენიერ პრინცს (Prince Charming) სიყვარულში გამოუტყდება. დორიანი გაცოფებულია, უყვირის რომ მან იმედები გაუცრუა და ტოვებს საყვარელ ქალს. სწორედ იმ დღეს, სახლში დაბრუნებულმა დორიანმა შეატყო სურათს პირველი ნაოჭი.   
შეცვლილი სურათის ყურება თავიდან სიამოვნებდა დორიანს, თუმცა შემდეგ მოსვენებას არ აძლევდა, განსაკუთრებით ღამით, როდესაც სახლიდან გადიოდა ეშინოდა ვინმეს არ ენახა პორტრეტი, რომელსაც მელანქოლია შეჰქონდა მის შინაგან სამყაროში და რომელიც ნამდვილად მისი სინდისი იყო . . .
საბოლოოდ, დორიანმა პორტრეტის განადგურება გადაწყვიტა, უმოწყალოდ ჩასცემს დანას, რასაც სულისგამყინავი ყვირილი მოჰყვება, ყვირილზე შემოცვენილ მოსამსახურეებს კი საშინელი სურათი ხვდებათ – ოთახის შუაგულში ხედავენ იატაკზე გაწოლილ, დაღმეჭილ მოხუცს, თავიანთ ბატონს მხოლოდ თითებზე წამოცმული ბეჭდებითღა იცნობენ.
კედლიდან კი მშვენიერი სურათი იმზირება, საიდანაც მომაჯადოებლად იფრქვევა ახალგაზრდობა და სილამაზე .
და აი, სწორედ აქ საუკეთესოდ ვლინდება უაილდის უსაყვარლესი იდეაც, რომ ხელოვნება ცხოვრებაზე მაღლა დგას, რომ იგი სინამდვილეზე მეტად გამოხატავს სულიერებას და ხასიათის ამოუცნობ შტრიხებს.—————————————-

დორიან გრეის პორტრეტი (1945)

დორიან გრეის პორტრეტი ინგლისურ ენაზე

Advertisements

21 comments on “ოსკარ უაილდი – დორიან გრეის პორტრეტი

  1. ენით აუღწერელი სიამოვნება მივიღე! საღოლ !!!! კარგად არის დაღეჭილი :* მართალია უალდი ცემი ფავორიტი არაა მაგრამ მაინც მოხიბლული ვარ 🙂
    მერი შელის ფრანკენშეინზე ველოდები პოსტს 😛

    • 😀 😀 ძალიან კარგი, მე ვიფიქრე არ მოვაწყინო ხალხი ლიტერატურული წიაღსვლებით და მოვაკელი რაღაცეები, ასე 5 გვერდი კი იყო 😀

  2. 5 გვერდი კი იყო

    მაშინ სრული რეჟისორული ვერსია დივიდიზე გამოუშვი 🙂

  3. აუჰ, მე მაინც არ მომეწონა ეს წიგნი. პრინციპში არცდ ამისრულებია. ერთადერთი წიგნია რომელიც იმდენად არ მომეწონა და + არ დამაინტერესა რომ დავხურე და გჰადაშვლის სურვილიც არ მაქვს.

  4. მე მიყვარს ოსკარ უაილდის შემოქმედება 🙂 ძალიან კარგად დაგიწერია თამო მომეწონა :*

    თამარობას გილოცავ 🙂

  5. კაი პოსტია..
    მე ყოველთვის სხვანაირად მესმოდა “ხელოვნება ხელოვნებისთვის” 🙂

    შეიძლება მიზნად არ დაისახოს რამე გასწავლოს, მაგრამ ხელოვნება მაინც გასწავლის : ) სხვისი არ ვიცი და მე ვსწავლობ : )

    • ხო მიზნად არ უნდა დაისახოს, ანუ სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნით არ უნდა შეიქმნას ხელოვნება, ეს იგულისხმება ჩემი აზრით, ანუ ხელოვნება უნდა შეიქმნას ხელოვნებისთვის და ის მერე გასწავლის, არ გასწავლის, რაც იცი იმასაც წაგართმევს თუ რას იზამს, ეგ უკვე სხვა საკითხია 🙂

  6. გამარჯობათ ყველას გთხოვთ დამეხმაროთ წიგნები მინდა ელექტრონული ვერსია და სასწრაფოდ დორიან გრეის წიგნი მესაჭიროება იქნებ იცოდეთ სადმე რამე გმადლობთ წინასწარ

    • ეს რომანი ყველაზე მეტად მომწონს, არაჩვეულებრივი რომანია, ოსკარ უაილდის ერთ–ერთი საუკეთესო ნამუშევარია 🙂 🙂 🙂

  7. 2 ჯერ წავიკითხე ქართულად, არანაირი ემოცია არ დამრჩენია. მერე მოხდა ისე რომ მომიწია ორგინალში წაკითხვა, არ ვიცი ვერც წარმოვიდგენიდ თუ ეს წიგნი ასე მომიხბლავდა, უზომოდ მომეწონა, შემიძლია ვთქვა რომ ჩემ ფავორიტი წიგენბის სიაში შევიდა ❤

  8. Pingback: 2013 წელი ბლოგზე | Litterator's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s