Posted in QuickPress

Facebook სიმბოლოები

სხვადასხვა 

☮ ✈ ♋ 웃 유 ☠ ☯ ♥ ✌ ✖ ☢ ☣ ☤ ⚜ ☸

♨ ❖ ❤ ❥ ❦ ❧ ♡ ✗ ✘ ⊗ ♒ Ω ♦ ♠ ♥ ♣ ♢ ♤ ♡ ♧ ✦ ✧ ♔ ♕ ♚ ♛ ★ ☆ ✮ ✯ ☄ ☾ ☽ ☼ ☀ ☁ ☂ ☃
☻ ☺ ۩
♪ ♫ ♬ ✄ ✂ ✆ ✉
∞ ♂ ♀ ☿ ▲ ▼ △ ▽ ◆ ◇ ◕ ◔ ʊ ϟ ღ 回 ₪ ✓ ✔ ✕ ☥ ☦ ☧ ☨ ☩ ☪ ☫ ☬ ☭ ™ © ® ¿¡ №⇨ ❝❞ ∃ ⊥ ∀ Ξ ∞ Σ Π
⌥ ⌘ 文 ⑂
ஜ ๏

ანბანი 

ⒶⒷⒸⒹⒺⒻ ⒼⒽ ⒾⒿⓀ ⓁⓂⓃ ⓄⓅⓆ ⓇⓈⓉ ⓊⓋⓌⓍⓎⓏ
ⓐⓑⓒⓓⓔⓕⓖⓗ ⓘⓙⓚⓛⓜⓝ ⓞⓟⓠⓡⓢⓣ ⓤⓥⓦⓧⓨⓩ

ჭადრაკი 

♚ ♛ ♜ ♝ ♞ ♟
♔ ♕ ♖ ♗ ♘ ♙

კარტი 

♦ ♠ ♥ ♣
♢ ♤ ♡ ♧

ხელის ნიშნები

☚ ☛ ☜ ☝ ☞ ☟ ✌

ჯვარი

☩ ☨ ☦ ✙ ✚ ✛ ✜ ✝ ✞ ✠

ფიფქები/ვარსკვლავები

❂ ⋆ ✢ ✣ ✤ ✥ ✦ ✧ ✩ ✪ ✫ ✬ ✭ ✮ ✯ ✰ ★ ✱ ✲ ✳ ✴ ✵ ✶ ✷ ✸ ✹ ✺ ✻ ✼ ❄ ❅ ❆ ❇ ❈ ❉ ❊ ❋ ╰☆╮ ✡ ❂ -‘๑’- ⎈

ყვავილი

✽ ✾ ✿ ❀ ❁ ❃ ❋

მუსიკა

♪ ♫ ♩ ♬ ♭ ♮ ♯

ამინდი

☼ ☀ ❂ ☁ ☂ ☃ ☄ ☾ ☽ ❄ ☇ ☈ ⊙ ☉ ℃ ℉ ° ❅ ✺ ϟ

სიყვარული (ქართული ღ როგორ მოხვდა აქ არ ვიცი)

♥ ❤ ❥ ❣ ❦ ❧ ♡
♋ ♂ ♀ ☿ 웃 유 ღ

ზოდიაქო

♈ ♉ ♊ ♋ ♌ ♍ ♎ ♏ ♐ ♑ ♒ ♓

დანარჩენი იხილეთ აქ 🙂

 

 

Posted in QuickPress

ნორვეგიელი მკვლელი სოციალურ მედიაში

ნორვეგიაში მომხდარ ამბებთან დაკავშირებით პოლიციამ 32 წლის ანდერს ბერინგ ბრეივიკი დააკავა. სხვადასხვა წყაროების ცნობით, იგი ოსლოს ულტრამემარჯვენე ფრთას ეკუთვნოდა.

ანდერს ბრეივიკი გამოირჩეოდა ნორვეგიულ მემარჯვენე ონლაინ ფორუმზე აქტიურობით, ასევე დააფიქსირეს მისი სოციალური აქტივობა, ტერორისტულ აქტებამდე ორი დღით ადრე. პოლიცია ვარაუდობს რომ ის მარტო მოქმედებდა.

ბრევიკის ფეისბუქის ანგარიშით, რომელიც ახლა გაუქმებულია, გამოირკვა რომ ის არის:

ქრისტიანი კონსერვატორი

აინტერესებს: World of Warcraft, Modern Warfare 2, ბოდიბილდინგი და ფასიანი ქაღალდების ანალიზი

მარტოხელა

დაასრულა “3000 საათი მიკრო და მაკრო ფინანსებში”, რელიგია

ბრევიკი ძირითადად მუსიკალური ვიდეო რგოლებს უზიარებდა მეგობრებს.

ასევე მოძებნეს მისი  ტვიტერის ანგარიში, რომელზეც ზუსტად იმავე დღეს  – 17 ივლისს ფიქსირდება, რა დროსაც ფეისბუქზე;

ტვიტერი ბრეივიკმა მხოლოდ ერთხელ განაახლა, ფილოსოფოს ჯონ სტიუარტ მილის ციტატით: “ერთი მორწმუნე ადამიანის სიძლიერე უდრის იმ 100 000 ადამიანის სიძლიერეს, რომელთაც მხოლოდ ინტერესი ამოძრავებთ”.

ტვიტერის ანგარიშზე ამ დროისთვის მას უკვე 2680 მიმდევარი ჰყავს.

წყარო – MASHABLE

Posted in QuickPress

სოციალური მედიის დღე – 2011 (თბილისი)

წელს უკვე მეორედ, 30 ივნისს მსოფლიოში აღინიშნება სოციალური მედიის დღე, ამ დღეს დაგეგმილ შეხვედრებს და აღნიშვნას არც შარშან დაკლებია საქართველო და წელსაც მიუხედავად ბევრი კრიტიკული აზრისა თუ წინააღმდეგობისა სოციალური მედიის დღის აღსანიშნავი წვეულება შედგება დღეს – 30 ივნისს, ლისის ტბაზე, LISI LAKE LOUNGE, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით.

ამ დროისთვის დაფიქსირებულია 93 მონაწილე ქვეყანა, 600+ შეხვედრის ადგილით და ათასობით მონაწილით.

დასწრების მიხედვით ტოპ ათეული ასე გამოიყურება:

1. ნიუ იორკი, აშშ

2. სან პაულო, ბრაზილია

3. ბარსელონა, ესპანეთი

4. სანტა ანა, აშშ

5. ანტვერპენი, ბელგია

6. ბუენოს აირესი, არგენტინა

7.ატლანტა, აშშ

8.ბოსტონი, აშშ

9.ფილადელფია, აშშ

9. ჩიკაგო, აშშ

10. სან ფრანცისკო, აშშ

როგორ მივიღოთ მონაწილეობა? ნებისმიერი სახით, იქნება ეს Offline თუ online რეჟიმი, იყავით მაქსიმალურად სოციალურები ❤

1) დააფიქსირეთ შეხვედრის სურვილი აქ – ლინკი

2) უყურეთ პირდაპირ ჩართვებს სხვადასხვა ქალაქიდან – ლაივსტრიმი ბარსელონა, დუბაი, ედინბურგი, ნიუ იორკი და ა.შ.

3) ტვიტერზე აქტიურობისას გამოიყენეთ ჰაშტაგი #smday 

4) ეწვიეთ smday.com დატოვეთ კომენტარი, რას აკეთებთ, რას აპირებთ ამ დღის აღსანიშნავად

5) ატვირთეთ ვიდეოები იუთუბზე, ფოტოები flickr-ზე და ა.შ.

უფრო წარმატებით აქტიურობისთვის გთავაზობთ (ვინც არ იცით) hootsuite.com სადაც ერთი ფანჯრის პრინციპით, შეგიძლიათ გახსნათ სოციალური მედიის რამდენიმე არხი და წარმატებით და აქტიურად გამოიყენოთ ისინი.

ასევე გაგაცნობთ ჩემ ყოველდღიურ გაზეთს  SOCIAL MEDIA  თემატური გაზეთის გაკეთება თავადაც შეგიძლიათ, ეწვიეთ paper.li , აირჩიეთ სასურველი თემა, სფერო და შექმენით თქვენი გაზეთი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში სოციალური მედიის სხვადასხვა არხიდან თქვენთვის შეკრებს სიახლეებს, თქვენს მიერ შერჩეული თემის ირგვლივ.

მცირე სტატისტიკა სოციალურ მედიაში 

გაიგეთ უფრო მეტი – mashable.com

Posted in QuickPress

მე, ბლოგერი ანუ ინტერვიუ ვირტუალურ მესთან

ინტერვიუ 1
– რა? ბროკერი?
– არა, ბლოგერი
– ბლოკერი?
– დაყრუვდი? ბ ლ ო გ ე რ ი ! ვაჰ
– და რას ნიშნავს ეგ?

ინტერვიუ 2 (სარფის ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტი)
კადრში შავ მაისურიანი ბლოგერები შემოდიან
რატომ შავი მაისური? (დაგვიანებული შეროსთოუნობის აღსანიშნავად)
იქვე ნაცრისფერი BMW ჩვეულებისამებრ ამუხრუჭებს და მურთაზები ჩატეხილი ხმით კითხულობენ:
– რა ხდებააა? რამე აქციაა?
– ექსკურსიაა
– თქვენ ვინ ხართ?
– ბლოგერები?
– რა ხაააართ?
– ბლოგერები
– და რას ნიშნავს ეგ?

თითქმის ყველა დიალოგი საკითხის ირგვლივ ამ კითხვით მთავრდება.

ინტერვიუ 3 (ვირტუალურ მესთან) 

დიდი ხანია ბლოგი გაქვთ?

მე ქვეცნობიერად ვარ ბლოგერი 2007 წლიდან, უფრო კონკრეტულად კი ფოტო ბლოგერი, ქვეცნობიერად იმიტომ, რომ წარმოდგენაც არ მქონდა ამის შესახებ. უბრალოდ ჩემ ტელეფონს ჰქონდა ფუნქცია To Blog სურათების გადაღების შემდეგ და მეც ვუშვებდი, როგორც მერე აღმოვაჩინე Blogspot-ზე.

როგორ გაიგეთ ბლოგის მნიშვნელობა?

ზუსტად არ მახსოვს, Fეისბუქის საშუალებით, ლინგვისტუსი დავიმეგობრე, აღმოვაჩინე რომ ჰქონდა თავისი საიტი, რომელსაც ინტერესით ვკითხულობდი (მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მივხვდი რომ ეს საიტი, იყო მისი ბლოგი და ყველას შეეძლო იგივეს გაკეთება).

თქვენ როდის სცადეთ?

მოკლედ, ვუტრიალე აქედან იქედან ლინგვისტუსის ბლოგს, ისე როგორც კოშკს, რომელსაც კარი არ აქვს და მივაგენი გვერდის ბოლოში წარწერას: ”Blog At WordPress.com”, გადავედი და დაიწერა მაგიური სიტყვები: ”Get your own WordPress.com account in seconds” – ასე შევქმენი ბლოგი 2010 წლის 19 იანვარს.

დავუბრუნდეთ ბლოგინგის დღეებს, შარშან არ ჩანდით, ბლოგი კი გქონდათ, რატომ?

სიმართლე გითხრათ არ მახსოვს, ალბათ უფრო პოსტ ფაქტუმ გავიგე სურათებით, უმრავლესობას არ ვიცნობდი და თან ისეთი ღვაწლმოსილი, ტოპ ბლოგერები მიდიოდნენ, მე როგორ შევბედავდი . . .

წელს როგორ მოხვდით?

პროექტი გავაგზავნე, რომელიც პოსტი უფრო იყო ვიდრე პროექტი, თუმცა გასაგებად იყო მითითებული რისი გაკეთება მინდოდა ამ პროექტით.

კონკურსი იყო?

არა, ვინც გააგზავნა პროექტი ყველა მოხვდა

სერთიფიკატები?

სერთიფიკატებიც ყველას გადაეცა

რა დაგამახსოვრდათ ბლოგინგის დღეებით?

ყველაზე კარგად დამამახსოვრდა მაღალმთიანი აჭარა, ლამაზი ბუნებით, ხალხით, კუთხისთვის დამახასიათებელი შტრიხებით.

რას იტყვით პროექტების შესახებ?

ბევრი საინტერესო პროექტი წარმოადგინეს, კარგი რამ შეიძლება გამოვიდეს თუ წამოიწყებენ

რა ბედი ეწიათ შარშანდელ პროექტებს?

ჩაილურის წყალი დალიეს

ახლაც იგივეს ელით?

ახლა დროებით დამბები გვაქვს აშენებული

რაც შეეხება სხვა ბლოგერებს? ”ვინც აქ უნდა იყოს და არ არის” სადღეგრძელოთი შემოიფარგლეთ?

არა, რა თქმა უნდა, შარშანაც ვთქვი და ახლაც იგივეს გავიმეორებ, სახელწოდება არის მეტად ყოვლისმომცველი და პრეტენზიული, ქართული ბლოგინგის დღეები 2010, 2011 არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ 10, 15, 20 ან 30 ბლოგერს. ეს იგივეა რომ თბილისობა აღვნიშნოთ მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირზე და დანარჩენი ქალაქი აინუნშიც არ ჩავაგდოთ.

და როგორ წარმოგიდგენიათ ეს დღეები?

არ არის აუცილებელი სერთიფიკატები, პროექტები, გეგმები, იდეები, მაინც არ ხორციელდება, ან თუ ხორციელდება შუა გზაში სულს ღაფავს, ალბათ გავაკეთებდი რაღაც Open Air ან არტგენის მსგავს მასშტაბურ ივენთს, სადაც თითოეული ბლოგერი განურჩევლად ყველაფრისა, შეძლებდა თავისუფლად მოსვლას და დასწრებას, ყოველგვარი კონკურსების, პროექტების და გაწევ-გამოწევის გარეშე.

ასეთი მასშტაბური მოვლენა, ასობით ბლოგერით უფრო მეტ ყურადღებას მიიქცევს როგორც ტრადიციული, ისე ახალი მედიის მხრიდან, შესაბამისად შედეგიც უფრო საინტერესო იქნებოდა.

ანუ უფრო მეტი ადამიანი გაიგებდა?

კი, ასე მგონია, ასევე გაიზრდებოდა კომპანიების მხრიდან დაინტერესება და აღარ გამოაცხადებდნენ ბლოგერის ვაკანსიას, სადაც ბლოგერისგან სრულყოფილად ითხოვენ IT skills და კიდევ სხვა უამრავ რამეს . . .

ამბობენ , რომ ბლოგერი იგივე თავისუფალი ჟურნალისტია, ასეა?

მე, თავისუფალი ვარ

რაში გამოიხატება ბლოგერული თავისუფლება?

ყოველთვის ვწერ იმას რაც მინდა, სადაც მინდა და როდესაც მინდა

და არ გიფიქრიათ, რომ ვინმეს გაანაწყენებთ?

კი, მიფიქრია, მაგრამ ყველა ყოველთვის კმაყოფილი ვერ იქნება, ვიღაცას ეწყინება, ვიღაცას გაეცინება, ვიღაცას გაუხარდება . . .

Posted in QuickPress

ქართული ბლოგინგის დღეები – კვარიათი

მეორე დღეა მიმდინარეობს ქართული ბლოგინგის დღეები – 2011, კვარიათში, სასტუმრო ნეპტუნში.  დაახლოებით ოცმა ბლოგერმა წარმოადგინა სხვადასხვა პროექტი, რისთვისაც შეიძლება წარმატებით გამოიყენონ სოციალური მედიის არხები (ფეისბუქი, ტვიტერი, იუთუბი, ბლოგები, ფორუმები, ფლიკრი და ა.შ.); ღვაწლმოსილი ბლოგერები დვორსკიკატიესოხუმი, david.ge აფასებენ გამომსვლელთა პროექტებს ❤  🙂

სასტუმროს ციცინათელა ინტერნეტის გამო, შეფერხებით გაწვდით ინფორმაციას 😀

ჩემი პროექტი ”სოციალური მედია ტურიზმის განვითარებისთვის”

ჩემი პრეზენტაცია

ბლოგერები საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, სარფში

სასტუმრო ”ნეპტუნი” კვარიათში, ზღვის პირას 🙂

Posted in QuickPress

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი

ახლა დავბრუნდი ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტიდან (თუ რაც ჰქვია) ნუ ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დასრულებული მაგრამ ბევრი ახალი შესასვლელ-გასასვლელია დამატებული, მსუბუქი მანქანები ძალიან მარტივად გადადიან, მძღოლი მანქანიდან არც გადმოდის (დავესწარი პირადად რამდენიმე მანქანის გასვლას) , რაც შეეხება ტურისტების მიმოსვილას, როგორც თურქეთისკენ, ასევე საქართველოს მიმართულებით, ესეც ძალიან გამარტივებულია უკვე და სწრაფად ხდება ხალხის გაშვება, ვინაიდან დაემატა შესაბამისი ტექნიკა ბარგის/ტვირთის შემოწმებისთვის; როგორც საბაჟოს თანამშრომელმა მიპასუხა, ახლა სათითაო ჩემოდანი აღარ მოწმდება, (ეს ჩემთვის საინტერესო კითხვა იყო, ვინაიდან შარშანწინ ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა როგორც საზღვრის გადაკვეთისას, ისე გადმოკვეთისას, სათითაოდ ამოწმებდნენ პირად ნივთებს და ჩემოდნებს), რასაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდებოდა.

პუნქტი სრულად არ არის ამოქმედებული, ჯერ კიდევ ბევრი რამეა დასასრულებელი და ისევ მიმდინარეობს მშენებლობა გარშემო პერიმეტრზე.

 

ეს ფეისბუქზე სტატუსად მინდოდა მაგრამ აღარ დაეტია და ბლოგზე წამოვიღე 😀

 

 

Posted in QuickPress

წიგნების ფესტივალი – 2011

”Knowing I lov’d my books, he furnish’d me, from mine own Library, with volumes, that I prize above my Dukedom”

Prospero, The Tempest, William Shakespeare

ოთხი დღეა წიგნების ფესტივალი მიმდინარეობს, საგამოფენო ცენტრის ”ექსპოჯორჯიას” მე-11 პავილიონში. თუმცა დღევანდელ დღემდე ვერ მოვახერხე იქ მისვლა.

შარშანდელისგან განსხვავებით წელს უფრო მდიდარი არჩევანი იყო და შესაბამისად არჩევანის გაკეთებაც ჭირს ხოლმე, ხალხიც ბევრი იყო, იმაზე ბევრი ვიდრე ველოდი, წიგნებით დატვირთულები მხვდებოდნენ გზადაგზა, პავილიონში კი ფეხს ვერ აუქცევდით. Continue reading “წიგნების ფესტივალი – 2011”

Posted in QuickPress

პოპულის ვირთხა, ნიჭიერის კატა და პოპულის ძაღლი

ბოლო მოვლენების შემყურემ, მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია შედგა, შედგა, დაწყებული სუპერმარკეტში ვირთხის კუნტრუშით და დამთავრებული ტელევიზიის წინ მოფსმით.
პირველად გაჩნდა ვირთხა, რომელიც დაბნეული დანავარდობდა პოპულის დახლებზე, შემდეგ ლოგიკური იერარქიის გათვალისწინებით ველოდი კატას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაჩი თურქიას წაუყვანია ნიჭიერში საწკმუტუნოდ (წინა გამოსვლაზე ჟიურის სამი წევრი დააჯერა, რომ კატას ალაპარაკებდა), შესაბამისად კატის პოდკასტი ჩავარდა და გადავედით პირდაპირ ძაღლზე.
კადრში ჩვეულებრივი ძაღლია, სავარაუდოდ ქუჩის, პოპულის კარი ხომ მუდმივად ღიაა ყველასთვის, ზამთარ-ზაფხულ, თანამშრომლების წივილ-კივილის და გადაძახილის ფონზე, დაბნეული ძაღლი, მართლაც რომ მოსაჯმელი ძაღლივით დადის, ჰოდა, მანაც, არც აცია, არც აცხელა და მშვენიერი პოდკასტი დადო, თან რამდენიმე ადგილას.
ცხადია, ვირთხას, კატას და ძაღლს დამცველები გამოუჩნდნენ (აქ მინდა რომ რამე იგავ-არაკი გამახსენდეს, მაგრამ ვაი რომ არ მახსენდება);
გამოიყენესო, ვირთხა და ძაღლი პოპულის კონკურენტმა გამოიყენა შავი პიარისთვისო, ამის მთქმელს მგონი პოპულში ფეხი არასოდეს დაუდგამს და არაფერი შეუძენია. პოპულს არ სჭირდება კონკურენტების შავი პიარი, ის თავად ზრუნავს ამაზე ყოველდღე. აგრესიული თანამშრომლები, ფასთა მნიშვნელოვანი ცვლა დახლსა და სალაროს შორის, ვადაგასული პროდუქტი, მზა საკვების არაჰიგიენურ პირობებში მომზადება, ვირთხა, ძაღლი, ეს პოპულის შავი პიარის არასრული შავი მარგალიტებია, სამწუხაროდ.

პ.ს. არადა თხუნელა უფრო პოპულარული არ იყო? გულზე ხელი დაიდეთ და ისე თქვით 😀

Posted in საზოგადოება, QuickPress

როდესაც დაფლული განძი ყარს

ეს პოსტი გუშინ უნდა დამეწერა, მაგრამ ცხელ გულზე თავი ავარიდე და დაველოდე იქნებ რა თქვან, იქნებ რა ვიდეო დადონ, იქნებ როგორ განმარტონ, იქნებ, იქნებ, იქნებ .

ნაცვლად ამისა, თიბისი ბანკი კვლავ დაჰპირდა მის ლაიქერებს მსგავს თამაშს და შეჰპირდა რომ შენიშვნებს და რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, თუმცა არ ვიცი გაითვალისწინებენ თუ არა გინებას, რომელმაც თამაშის გვერდზე აგერ უკვე 3000-ს ასცდა ლამის.

თამაშს პირველ დღეს ვადევნებდი თვალყურს თუმცა, დროის უქონლობის გამო ონლაინ რეჟიმშიც ვეღარ მივყვებოდი მოვლენებს და აღარ ვაქცევდი ყურადღებას.
Continue reading “როდესაც დაფლული განძი ყარს”

Posted in QuickPress

მახარაძე VS მინაშვილი

 

1981 წელი

თბილისის დინამო – კარლ ცაისი

გოლ, გოლ, გოლ . . . . გოლ

თამაშამდე სამნახევარი წუთით ადრე ვიტალი დარასელიას გააქვს მატჩის მეორე გოლი

эти три минуты надо выстоять . . . . и победа . . .

эти три минуты надо сыграть максимально внимательно


 

2011

საქართველო – ხორვატია

1-0

გოოოოოოოოოოოლ, გოოოოოოოოოოოოოოლ, გოოოოოოოოოოოოოოოოოლ

მერე ბღავილი, მერე ბევრი 1-0, მერე სასწაულები, ისევ ბღავილი და ხუთივე ხმოვანი ხმის ჩახლეჩამდე

და ისევ სამი წუთი

სამი წუთი დარჩა, სამად სამი წუთი . . . უნდა გაუძლოს საქართველოს ნაკრებმა და გამარჯვება


 

 

Posted in QuickPress

მათთვის ვინც აპროტესტებს უხარისხო TV-შოუების წინააღმდეგ აქციას

ეძღვნება საბუნიას და არა მხოლოდ 🙂

 

თუ გაღიზიანებთ ან არ მოგწონთ აღნიშნული აქცია შეგიძლიათ მოკიდოთ ხელი თქვენ მაუსს და მოიქცეთ ასე:

 

 

და შემდეგ ასე :


Posted in საზოგადოება, QuickPress

ფინჯანი ყავა და PrimeTime

ახლა მეგობარმა წამოჭრა თემა და  ვსაუბრობდით ქართული გაზეთების შესახებ.
ხოდა მეც გამახსენდა, ეგვიპტეში ფრენისას, ორივე გზაზე ფინჯან ყავასთან ერთად როგორ მომართვეს პრაიმ ტაიმი!
არა ნუ გადარევა შეიძლება!
რაში უნდა მაინტერესებდეს ვიღაცის ღიპი, ტრუსიკი, და ცხვირში ხელი, როდესაც ყავას მივირთმევ?!
მაშინ პირველად ვიხილე აღნიშნული გაზეთი,  რაზე გიჟდება საზოგადოება და რატომ არის ეს ასეთი რეიტინგული? ეს კითხვები გამიჩნდა როდესაც მსგავს სურათებს გადავხედე, შინაარსითაც და გაზეთის ხარისხითაც, ტუალეტის ქაღალდია; ანუ შეგვიძლია ვიფიქროთ რომ ტუალეტის ქაღალდი ქართული საზოგადოებისთვის ერთგვარი ფეტიშია?!
Posted in QuickPress

ოჰ, ეს შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო

ტელევიზიით გასულმა სიუჟეტმა ვირტუალურ ბრბოში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, აუ ეს ბრბო, აუ ეს ხროვა, აუ ეს ხამები, აი რამდენს უნდა ფული, უი რა დღეში არიან ფულის გულისთვის, შეხედე, შეხედე ერთმანეთს ახტებიან და სხვა მსგავსი შეძახილი ისმოდა ვიდეოს გარშემო შეკრებილი ხალხისგან.

მოდუნდით ადამიანებო! იყავით კეთილები, კარგები და ნუ იქნებით კეთილმოტყნულები და კარგმოტყნულები!!

ხანდახან თუ გამოხვალთ ზომბური სამოსელიდან და გახვალთ გარეთ ირბენთ, იცინებთ, იხალისებთ, მეგობრებს შეხვდებით ამას რა სჯობს?!

რა დასანანია რომ დღეს ვერ წავედი ლაშარელასთან და დვორსკისთან ერთად, თორემ კატიეს ფლიპქემში ხომ მეც მოვხვდებოდი, ისე როგორც ლაშარელა, დვორსკი, დოინჯი, კნუტი, მწვანე ვაშლი და მრავალი სხვა . . . .

მაშ ასე მეგობრებო დაიწყო მაძიებელთა რბოლა, ადრენალინი, მხიარულება, აზარტი, თავგადასავალი და სხვა ათასი ოხრობა, შემოგვიერთდით ჯერ კიდევ არ არის გვიან 🙂

ხოლო სანამ ჩვენი დიდი კრიპტოგრაფი, რუქას ჩაჰკირკიტებს და აწყობს მოცეკვავე კაცუნებს, მოდი მე ასე ვიცეკვებ ამასობაში

 

Posted in საზოგადოება, QuickPress

ლენინი და ბლოგერები

ხალხური სიბრძნე: გრძელი პოსტი მოკლედ არ იწერებისო

გუშინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით ბლოგერები ეკონომიკის მინისტრს ვერა ქობალიას შევხვდით. შეხვედრაზე მოიხაზა სხვადასხვა საინტერესო პროექტების კონტურები (Healthy tourism ამ შემთხვევაში ჩემი ფავორიტია) და ერთმანეთს შემდგომი შეხვედრის და პროექტების კვლავ განხილვის იმედით დავემშვიდობეთ.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია სტატისტიკა ბლოგერების და მინისტრის შეხვედრებს და არც მათ პროექტებს არ სწყალობს, მითუმეტეს არ სწყალობს ღრუბლებში მოფარფატე უკვდავების წყლის მაძიებელ პროექტებს.

მსოფლიო ინტერნეტ სტატისტიკის ვებგვერდის მიხედვით, 2010 წლის მონაცემებით საქართველოს 4,600,825 მოსახლიდან 1,300,000 ინტერნეტ მომხმარებელი ჰყავს, ანუ დაახლოებით 28.3%.

ერთ-ერთი ქართული ვებგვერდის მიხედვით თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მოსახლეობის 50%-ზე მეტი ინტერნეტ-მომხარებელია.

მომხმარებელი ანუ ადამიანი, რომელსაც ერთდროულად აქვს კომპიუტერიც და ინტერნეტიც (რა საოცრებაა).

მაგრამ რაში მოიხმარს?

შეხვედრის მომხსენებელთა და ჩემი ბლოგის მკითხველთა უმრავლესობას არ და ვერც წარმოუდგენია ის რომ დღეს ვინმემ არ იცის კომპიუტერის ელემენტარულ დონეზე მომხარება, ინტერნეტზე აღარ არის საუბარი; რომ არიან სტუდენტები თბილისში (არ ვამბობ რეგიონებს) რომელთაც თავიანთი 5 გვერდიანი საკურსო ნაშრომი ვერ შეუყვანიათ კომპიუტერში, რომ არიან სტუდენტები/არასტუდენტები რომელთაც სივი ქსივა ჰგონიათ; რომ არც თბილისში და მითუმეტეს არც რეგიონებში ბევრს წარმოდგენა არ აქვთ რომ ინტერნეტის საშუალებით შეიძლება მიიღო უფასო განათლება, შეგიძლია უფასოდ ისწავლო ენები, ეძებო სამსახური, იყიდო ან გაყიდო უსულო თუ სულიერი საგანი, მოიძიო შენი პროფესიისთვის საჭირო მასალები, გაიცნო თანამოაზრეები, კოლეგები და მრავალი სხვა, რა დალევს ვებ სივრცის შესაძლებლობებს . ..

შეხვედრაზე ამ მნიშვნელოვან პრობლემასთან დაკავშირებით დავით გელაშვილმა და პიკოლინამ გააკეთეს ხმამაღალი კომენტარი, თუ ჩემ ამირანგულშიმღეროდა ფიქრებს არ ჩავთვლით. დავითმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ერთი პატარა ჯგუფი სოფელ-სოფელ ცდილობს უსადენო ინტერნეტის გაყვანას და ელემენტარულ უნარ-ჩვევებსაც უხსნიან მომხმარებელს, თუმცა მონტაჟისას მათ ექმნებათ სხვადასხვა ადმინისტრაციული ხასიათის პრობლემები. პიკომ ხაზი გაუსვა რაიონებში ტრენინგების, სემინარების ჩატარების აუცილებლობას.

აქედან გამომდინარე ორ ძირითად და ხაზგასმით მნიშვნელოვან საკითხს ვაყენებ:

  1. მასშტაბური ინტერნეტიზაცია
  2. ტრენინგები, სემინარები უნივერსიტეტებში, სკოლებში, საჯარო დაწესებულებებში . . .

ამის შემდეგ უკვე სხვა პროექტებზეც თამამად და აზრდატანებულად შეიძლება საუბარი და არა ღრუბლებში ფრენა, თორემ რა მიზანი აქვს ვაკეთოთ დღეში ასი რეკლამა ტელევიზიით თუ ვიცით, რომ ტელევიზორი 20-დან 2 კაცს აქვს და ამ 2 კაციდან 1 ფიქრობს რომ ტელევიზორის ნახევარ საათზე მეტ ხანს ყურება თვალებს აფუჭებს?

იგივე შემიძლია ვთქვა ბლოგინგის განვითარებაზეც, პირველ რიგში ბლოგის მიგნება და ბლოგის კითხვა უნდა ისწავლოს ხალხმა და შემდეგ თავად გადაწყვეტენ ჰქონდეთ საკუთარი ბლოგი თუ არა.

კარგია თუ რომელიმე ბლოგერი სვანეთს ესტუმრება ორიოდე დღით, დაწერს თავის შთაბეჭდილებებს და განათავსებს სადმე საიტზე, მაგრამ უფრო კარგი იქნება თუ ადგილობრივი მცხოვრები (1) შეძლებს ამის ნახვას და წაკითხვას და (2) თვითონ შეძლებს თავის სოფელზე, ქალაქზე რაიმეს დაწერას, რაც ჩემი მოკრძალებული აზრით უფრო კომპეტენტურად გამოუვა მას.

განა რამდენი ადამიანი მოიხმარს ამ 1.300 000-დან ინტერნეტს შესაბამისად (ინფორმაციის მიღება, გაცვლა, ძიება, ბლოგები და ა.შ.)? მათი უმეტესობა კომპიუტერს და ინტერნეტს თამაშებისთვის, უცხოეთში წასულ ნათესავთან კომუნიკაციისთვის და ოდნოკლასნიკების გამოყენებით შემოიფარგლება.

შარშან, ზაფხულში ორჯერ დამჭირდა ინტერნეტ-კაფე თბილისში, ერთხელ როდესაც ვესტუმრე 18 კომპიუტერიდან 15 სკოლის ასაკის ბავშვებს ჰქონდათ დაპყრობილი და ქაუნთერ სტრაიკს თამაშობდნენ, დანარჩენი, ჩემი ჩათვლით ელ-ფოსტით სარგებლობისთვის ვისხედით; ხოლო მეორედ  ხუთი კომპიუტერიდან 4 ოდნოკლასნიკში იყო და 1 ფორუმზე.

არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო გადაცემა ”FaceControl” იმედზე, ბევრმა გააკრიტიკა, ბევრმა დასცინა, გუშინ დავინტერესდი და შევხედე, გახსნილი აქვთ გოგოებს ლეპტოპები, ფეისბუქის გვერდები, ათვალიერებენ და ხმამაღლა კომენტარსაც აკეთებენ  ყოველი მოქმედების შესახებ (სურათების ნახვა, გადასვლა სხვა გვერდზე და ა,შ), შემდეგ გახსნეს ერთ-ერთი კაფეს ფან-გვერდი, შემდეგ გახსნეს იუთუბი, მოძებნეს და ჩართეს ვიდეოები ანუ ერთი შეხედვით პრიმიტიული და უმნიშვნელო გადაცემა (ჩვენ ხომ ყველაფერი ვიცით ფეისბუქში :D) უამრავი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი სატელევიზიო ტუტორიალი აღმოჩნდა და როგორც ზოგიერთმა თქვა მაესტროს სმს შოუს ძერსკი ვარიანტი კი არ არის, არამედ კომპიუტერთან და ინტერნეტთან ურთიერთობის ერთგვარი პრომოუშენია.

რა გასაოცარიც არ უნდა იყოს, ხსენებულ შეხვედრაზე დოდკა მოვისაკლისე (და არა მხოლოდ!), სწორედ მისგან ვიცი რომ სკოლებში ტარდება ტრენინგები Project Harmony International -ის ფარგლებში, მაგრამ მხოლოდ რამოდენიმე სკოლაში და მხოლოდ რამოდენიმე ქალაქში – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მაგრამ ეს საწყისი ნაბიჯია და ითხოვს გააქტიურებას და მეტ მასშტაბურობას. დოდკა ერთ-ერთი ტრენერია, რომელიც ასევე გაუ-თბილისის PR სკოლაში კითხულობს ლექციებს და რამოდენიმე მსხვილი კომპანიის სოცმედია კონსულტანტია, სწორედ ამ და მთელი რიგი სხვა მნიშვნელოვანი მიზეზების გამო გამიკვირდა სოციალური მედიის განვითარების და მისი გამოყენების პროექტების შემუშავების შეხვედრაზე მისი არ ყოფნა. აქედან გამომდინარე, ნურავინ მიწყენს, მ აგრამ ცოტა არ იყოს არასერიოზულადაც კი მიმაჩნია მნიშვნელოვნად კომპეტენტური პირების არ ყოფნა / ვერ ჩართულობა მსგავს პროცესებში.

ე.წ. ინტერნეტიზაციის მხრივ კი 2005 წელს დაიწყო ”ირმის ნახტომი” –  საქართველოს სკოლების კომპიუტერიზაციის და ინტერნეტიზაციის 4 წლიანი  პროგრამა, თუმცა აგერ უკვე 2011 წელია, მაგრამ პროგრამა ჯერ არ არის დასრულებული, პროგრამის ოფიციალური ვებ-გვერდზე კი ბოლო განახლებული ამბავი 2008 წლით თარიღდება.

დადებული გეგმა ვერ სრულდება, პლუს წინ ციფრული მაუწყებლობის სავალდებულო გეგმაა შესასრულებელი, რომელიც ჯერ შემუშავებულიც არ არის.

”. . . . . ინდუსტრიის მართვა თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით, ის რაც ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირებს ქალაქსა და სოფელს, ბოლოს და ბოლოს მოშლის მათ შორის არსებულ ღობეს, აამაღლებს კულტურას, ხელს შეუწყობს განვითარებას, განთლებას თვით ყველაზე მიუწვდომელ კუნჭულებშიც კი . . . .  ”    – რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს სიტყვები ეკუთვნის ლენინს, რომელიც მან 1920 წელს წარმოთქვა და რაშიც არც მეტი არც ნაკლები სრულიად რუსეთის მასშტაბურ ელექტროფიკაციას გულისხმობდა.

200 მეცნიერისა და ინჟინერის მუშაობის შედეგად, 1920 წელს მთელი რუსეთის ელექტროფიკაციის გეგმა – გოელროს გეგმა (план ГОЭЛРО) დაიდო.

დავიჯერო ლენინი და 1920 წლის რუსეთი გვჯობია?

თუ გვინდა რომ საქართველოში განვითარდეს სოციალური მედია და ის მნიშვნელოვანი იარაღი გახდეს სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სფეროების ხელშესაწყობად, ჯერ უნდა მოხდეს ამ ორი ძირითადი საკითხის შესრულება და როგორც დავით გელაშვილმა თქვა, ამას მხოლოდ ერთი პატარა ჯგუფი კი არ უნდა ცდილობდეს სოფელ-სოფელ ინტერნეტის გაყვანით, არამედ მასშტაბურად უნდა მოჰკიდონ ხელი ამ საქმეს,  ხელი შეუწყონ მსგავსი პატარ-პატარა ჯგუფებს მუშაობაში და ასევე სახელმწიფოს რელევანტური უწყებებიც ჩაერთონ კონკრეტული პროგრამებით და პროექტებით.

დეტალებისთვის იხილეთ თუ ვის ”მიჰყიდეს” სული ბლოგერებმა