დევნილები – Abkhazia


”შვილო სოხუმიდან ჩამოვიდნენ ნათესავები, ჩემს ეზოში ცოტა ვაშლი დაუკრეფიათ და აი თქვენც მოგიტანეთ, მიირთვით ეს სოხუმის ვაშლია” – თქვა ქალმა და დიდი სითბოთი ვაშლები ლანგარზე დაალაგა.

საბუთებს თარგმნიდა ჩვენთან.

მცირე დიალოგი შედგა ჩვენს შორის:

მე: ”ვინ გყავთ რუსეთში?”

სოხუმელი ქალბატონი: ”შვილები მყავს, იქ დაამთავრეს სწავლა, დაიწყეს მუშაობა, ისინი, რომ არ მყავდნენ აქ შიმშილით დავიხოცებოდით, გასაქანი არ გვაქვს შვილო აქ”

მე: ”რუსი ხალხის დამოკიდებულება როგორია”

სოხუმელი ქალბატონი: ”ნორმალური, განათლებული ხალხისგან ძალიან კარგი, თბილი დამოკიდებულებაა, პირიქით სულ კითხულობენ ჩვენს ამბავს, მეგობრობენ ჩემს შვილებთან”

მე: ”აგვისტოს ომის დროს ან შემდეგ?”

სოხუმელი ქალბატონი: ”არ შეცვლილა გარდა იმისა, რომ ძალიან განიციდიდნენ ურთიერთობების გაფუჭებას და ნერვიულობდნენ, კულტურული ხალხი კულტურულად იქცევა შვილო თორე აბა უკულტუროს ქართველსაც ვერ აიტან”

მცირე ისტორიული ექსკურსი

აფხაზეთის ომი 1992-93 წლები – ”კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20,000-დან 30,000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250,000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. მოკლული იქნა 2,500-დან 4,000-მდე აფხაზი, 20,000 აფხაზი კი ლტოლვილად იქცა”.

მცირე მოგონებები (ჩემეული)

არცერთი მშობლის მხარე აფხაზეთთან არ მაკავშირებს, მაგრამ . . .

მე-9 კლასში გამომიყვანეს სკოლიდან და შემიყვანეს სოხუმის პ. ჯაფარიძის სახელობის სახ. სამედიცინო კოლეჯში, ასე დაიწყო ჩემი ”სტუდენტობა” მე ვიყავი ”აქედან” დანარჩენები ”იქედან”, დევნილი ბავშვები სოხუმიდან, გაგრიდან, ოჩამჩირედან, აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქიდან თუ სოფლიდან, ასევე პროფესორ-მასწავლებლები. ჩვენ ძალიან დავმეგობრდით, დიდ დროს ვატარებდით ერთად, ძალიან რთული დრო გამოვიარეთ და დღემდე განუყრელი მეგობრები ვართ, უკვე ნათესავებიც კი, ერთი ჩემი მეგობარი სასტუმრო ”ივერია”-ში ცხოვრობდა (დევნილები იქ შეასახლეს ომის შემდეგ) თითქმის მთელი სტუდენტობა მანდ გავატარეთ, ვიკრიბებოდით, ყველას ვიცნობდით იქ, ერთი დიდი, თბილი და ლამაზი ოჯახი იყო, მიხაროდა მისვლა.

კოლეჯში ორმა წელმა მალე განვლო, უნივერსიტეტის დროც დადგა და კვლავ სოხუმი! თსუ სოხუმის ფილიალი, კვლავ ახალი მეგობრები ისევ აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქიდან, სხვანაირი მეგობრობა იციან, ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანები არიან. როგორც იქნა ეს მეორე სტუდენტობაც გადავიარეთ, ხან რა პრობლემა და ხან რა, ზოგს რა უჭირდა და ზოგს რა ულხინდა; დევნილებთან დაკავშირებულმა თითოეულმა მოვლენამ, პროცესმა ჩემს თვალთან და ყურთან ჩაიარა – ისინი ჩემი მეგობრები იყვნენ და ამ ყველაფერს პირადად ვხედავდი. ადამიანი, რომელიც პროცესებს შორიდან აკვირდება, მითუმეტეს სხვა ქვეყნიდან ამას ვერ გაიგებს, ვერ გაიგებს თუ რა ხდებოდა იმ პერიოდებში აქ რეალურად, რა ტკივილი, რა გაჭირვება ჰქონდათ ამ ადამიანებს, რა ყოფით პრობლემებს აწყდებოდნენ ყოველდღიურობაში, როგორ გრძნობდნენ კანონის ყველაზე უმნიშვნელო ცვლილებასაც კი, საკვებ პროდუქტებზე თუნდაც ერთი თეთრით მატებას, მე აღარაფერს ვიტყვი მედიკამენტებზე და გადაუდებელ, სასწრაფო ოპერაციებზე. ყველა უბედურებამ, პრობლემამ ამ ადამიანების კისერზე გადაიარა, გარდაცვლილს სასტუმროდან გამოსვენება ხვდა წილად, ახალდაქორწინებულს სადღაც სხვის მიწურში, ახალშობილს სასტუმროების ჰოლში სირბილი, მაშინ როდესაც იქ დიდი მწვანე ეზო, ხეები, ქვიშა, ზღვა ჰქონდათ.

 

შემდეგ იყო სასტუმრო ”ივერია”-დან გამოსახლება (კვლავ), ეს პერიოდიც თავისთავად მახსოვს, უშუალო მონაწილე ვიყავი პროცესების, თითო ოთახზე 7000 დოლარი გასცეს კომპენსაციის სახით, ბინების, მიწების ფასებმაც უეცრად იმატეს, ჩემი მეგობარი რომელსაც ერთი ოთახი ჰქონდა ვერ შოულობდა ბინას, შემდეგ დამ (რუსეთში ცხოვრობდა) გამოუგზავნა 2000 დოლარი და 9000 დოლარად ვარკეთილი-3-ში ძლივს შეიძინეს ერთ ოთახიანი ბინა.  – ეს იყო 2004 წელს.

 

დ ღ ე ს

14 აგვისტო, 2010 წელი – აგრე უკვე 18 წელი გავიდა მათი პირველი იძულებითი გადაადგილებიდან, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ არა მათთვის, დევნილების დიდი უმრავლესობა ისევ უბინაოდ, უსახსროდ არის ამდენი წლის შემდეგაც, ყოველდღიურად გამოსახლების შიშით ცხოვრობენ. მეტად დიდი ამბიციების მქონე ხელისუფლებამ 300 000-მდე ადამიანის პრობლემა ვერ გადაჭრა, მეტიც, იმდენი იხტუნა კიდევ მსხვერპლი და კიდევ დევნილები შეგვემეტა.

ბოლო ათიოდე დღის მანძილზე კიდევ სამჯერ მოხდა დევნილების იძულებით გადაადგილება: 1) გამომცემლობა ”სამშობლო”-დან, 2) ამიერკავკასიის ყოფილი სამხედრო ოლქის შენობიდან და 3) ისნის ჰოსპიტალიდან.

როგორც დევნილები ამბობენ ისნის ჰოსპიტლიდან, მათ სთავაზობენ წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოში გადასვლას;  მე მაინტერესებს ამას ვინც სთავაზობს ის ნამყოფია სოფელ ფოცხოში? და რას სთავაზობს იქ დევნილებს? ეს ადამიანები უკვე 18 წელია აქ ცხოვრობენ, 18 წლის წინ მათ აბსოლუტურად ნულიდან დაიწყეს ცხოვრება, ზოგი სწავლობს, ზოგი მუშაობს აქ, ისინი ძირითადად კერძო სექტორში შრომობენ, ნაპოვნი აქვთ რაღაც მიზერული შემოსავლის წყარო. კიდევ გახიზვნა, კიდევ თავიდან დაწყება და უფრო უარეს, უპერსპექტივო ადგილას უკვე აუტანელია, როდემდე?

ამიერკავკასიის ყოფილი სამხედრო ოლქის შენობიდან 700 ოჯახი გამოასახლეს, როგორც ვიცი თითოეულ ოჯახს 10000 დოლარს სთავაზობენ, თუ კი 2004 წელს შეუძლებელი იყო 7000 დოლარად ბინის ყიდვა (და ივერიის დევნილების უმრავლესობა მაშინ უბინაოდ დარჩა) დღეს 10000 დოლარად რა უნდა იყიდონ ამ ადამიანებმა უბრალოდ გაუგებარია.

გაუგებარია იმ ფონზე როცა მარტო ერთ უფუნქციო ხიდზე 12.500.000 ლარი დაიხარჯა.

სხვა უფუნქციო ობიექტებს და არამიზნობრივ ხარჯვებს არც ეს პოსტი და არც ბლოგი  ეყოფა.

ფუფუნებიდან და ბუმბულში ნებივრობიდან ძნელია გაუგო გაჭირვებულ ადამიანს, მაძღარი თუ ხარ მშიერს ვერ გაუგებ, უზარმაზარ ვილაში თუ ცხოვრობ ვერ წარმოგიდგენია თუ მიწურში ვინმე ცხოვრობს.

და საერთოდ ბევრი ისე ფიქრობს და საუბრობს ეჭვი მაქვს საქართველოში კი არა ამ პლანეტაზე არ ცხოვრობს საერთოდ, სადღაც შორს, ღრუბლებში დაფრინავენ.

იხ. ბმულები

რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლება – ”ივერია”

ამიერკავკასიის ყოფილი სამხედრო ოლქის შენობა

სტატისტიკა – სამინისტრო-ს ვებ-გვერდზე

Advertisements

18 comments on “დევნილები – Abkhazia

    • წადით თქვენც სოფელში და თავიდან დაიწყეთ ცხოვრება; წავიდეს სოფელში სახლი იყიდოს – ამას ვინც ამბობს ეჭვი მაქვს მინუმ სოფელშიც არ არის ნამყოფი.

  1. მტრის არ მცნობი ქართველი ამაზრზენი არსებაა.
    ამ უვარგისი სტატიით ვიღაც ცდილობს რუსეთს ერთი ადგილი გამოუწმინდოს და საქართველოს დაამციროს.
    ვაი თქვენს პატრონს, მცონარო და დაბეჩავებულო გადაჯიშებულო ქართველებო!

    • და მტრის არ ცნობა სად დაინახეთ აქ?

      პოსტი ბოლომდე წაიკითხეთ?

      დასაწყისში ქალბატონის დიალოგის მსგავსი იცით რამდენი მომისმენია? ყველაფერს აქ ხომ ვერ დავწერ

      • რუსეთისთვის ერთი ადგილის გამოწმენდა რა შუაშია?! მაპატიეთ, მაგრამ იმათზე რას იტყვით ვინც საქართველოს შიგნით ვერ ასწრებენ ერტმანეთისთვის სწორედ იმ ერთი ადგილის გამოწმენდას?! თუ მართლა დევნილი ხართ, მაშინ უნდა იცოდეთ აფხაზეთიდან და სხვა რეგიონებიდან დევნილთა რამდენი პროცენტი ცხოვრობს და შრომობს იმ „ერთ ადგილ ამოსაწმენდ“ რუსეთში და რამდენი პროცენტი კიდევ აქ ელოდება იქედან გამოგზავნილ თანხას!!! რომელია ეხლა გადაჯიშებული ქართველი, თქვენი აზრით, ვინც იქ ცხოვრობს და შრომობს, თუ ის ვინც აქ სხვისთვის „ერთი ადგილის ამოწმენდას“ ვერ ასწრებს და ყველგან მტერი ელანდება და მმმმაგარი მტრის ამომცნობია?!!!!

  2. და ნებისმიერ სოფელში ნაყიდი სახლის გვერდზე სამსახურიც შოვნასაც შეძლებენ? თამარა, მიყვარხარ!!! ზუსტად ის ჩამოაყალიბე, რაც ამ ხალხს აწუხებს და უჭირს! როდემდე უნდა იაროს ამ ხალხმა ბუდულაივით (ჩემს ბავშვობაში ფილმი იყო, თუ გახსოვს ბოშებზე და მანდ იყო ბუდულაი, რომელსაც მთელი თავისი ბარგი-ბარხანა ერთ ურემზე ჰქონდა მოთავსებული და ასე დადიოდა მთელი ცხოვრება. სულ ეგ კადრები მიდგას თვალწინ, როცა გამოსახლებას და დევნილებს ვხედავ)?

    • მართალია არ შეიძლება 18 წელი მუდმივად გამოსახლების შიშით იყო და ჩემოდნებზე იჯდე ://// ყველაფერს აქვს თავისი დასასრული, ეყო ამ ხალხს რაც იწვალეს

  3. ჰმ…
    პასუხი იმ ჯალათებს მოსთხოვეთ ვინც თავის დროზე მოსახლეობა თავის კარმიდამოდან აყარა…ანუ შევარდანაძეს და მის მომხრეებს.
    ეს ხელისუფლება ბევრს ცდილობს ყველაფერი საქართველოს სასარგებლოდ და ამის არ დამნახავი ან იდიოტია ან გადაჯიშებული. ის ფაქტი რომ ყველა წესიერი არ არის, ამ ხელისუფლების კი არა მთელი ერის პრობლემაა. არ დამიწყოთ ახლა იმის მტკიცება რომ დევნილებში ყველა ანგელოზია!

    რაც ხიდების და სხვა “არასაჭირო” მშენებლობებს შეეხება, იმისათვის რომ საქართველოს ეკონომიკა წელში გაიმართოს, საწყის ეტაპზე უცხოეთიდან ხალხი უნდა მოიზიდო რომ შენს ქვეყანას გაეცნოს და მსოფლიოს სრულუფლებიან წევრად დაფუძნდეს. ამისათვის კი საჭიროა გზები და გარემო რაღაცს დაემსგავსოს. იმედია ქალბატონი ვერონიკა დალაქავებულ, მითითხნილ და დახეული კაბით სტუმრად არ დადის, მაშ რატომ უნდა წარდგეს საქართველო მინგრეული, უსუფთაო და მოუწესრიგებელი მსოფლიოს?
    თუ საქართველო თქვენნაირ ქართველებს მხოლოდ რუსების საჯიჯგნად გემეტებათ?
    თუ კარგი ცხოვრება გინდათ, ხელი გაანძრიეთ ტვინთან ერთად და საკუთარი შრომა დაგიფასდებათ.

    • ჩვენ რომ ვშრომობთ ის თქვენ არც დაგესიზმრებათ

      ვინ გინდათ გააკვირვოთ ხიდით ან მოცეკვავე ფანტანით? პარიზიდან დალონდონიდან ჩამოსული ტურისტი? რომელსაც ფრენა მინიმუმ -600-700 ევრო უჯდება? და სასტუმროს ფასები კიდევ უარესი?
      რა ღირს ბათუმში სასტუმრო იცით? არარეალური ფასებია, ამ ფასებს დარეგულირება სჭირდება სასტუმროების შეღავათების გაკეთებით და ზოგადად ბიზნესის ხელშეწყობით. კაზინოებს რომ უხსნიდნენ გადასახადს სასტუმროებისთვის მოეხსნათ, ხომ დაიკლებდა ასე ფასები?
      დევნილი ანგელოზია თუ არა მე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს, რომ ეს ხალხი უნდა დაბინავდეს, ხალხს ნატოში შესვლაზე აქვს პრეტენზია როცა ქვეყანაში მომთაბარე ხალხი ჰყავს. სამარცხვინოა უბრალოდ. რუსეთს ნუ უყურებთ, თქვენ თქვენს ქვეყანაზე იფიქრეთ. არავინ არ გვიშველის ჩვენ, ჩვენს თავს თუ არ მივხედეთ

  4. ქალბატონი ვერონიკა, მიუხედავდ იმისა, რომ დევნილია (!!!), ნამდვილად არ დადის დალაქავებული და მითითხნილი კაბით და საიდან დაასკვენით, რომ საქართველოს წარდგენა სურს მინგრეულ და უსუფთაო ფორმაში?! კარგი ცხოვრებაც მაქვს და არც ხელს და არც ტვინს არ ვზოგავ, მინდა გითხრათ და შრომაც დაფასებული მაქვს, იმაზე მეტად ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვებიც ასე ცხოვრობენ?!! ჩემნაირ ქართველში არ ვიცი ვის გულისხმობთ (უფრო მეტი კორექტულობა კი გმართებდათ), მაგრამ არც რუსების და არც არავის, მათ შორის არც ქართველების საჯიჯგნად არ მემეტება ჩემი საქართველო! აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ყველა დევნილი ანგელოზია (არა დევნილებიც, მათ შორის), არამედ მთავარი ისაა, რომ არ შეიძლება ამდენჯერ გაუბედურებულ ხალხს ასე მოექცე ასეთი „ეკონომიკური წელში გამართვის და მსოფლიოს სრულუფლებიან წევრად დაფუძნების” პრეტენზიის ქონისას!!!

    • კი ეგრეა 😦 მაგალითად შემიმჩნევია უდიერი და დამცინავი დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, რომელიც ქუჩაში ზის და ვაჭრობს 😦 😦 და რომელიც დევნილია.

  5. მგონი “ჩვენი დევნილი” ამ ,,უვარგი სტატიის” (უვარგისი) გაკრიტიკებით თავად ულოკავს ვიღაცას უკანალს. 😛

      • ხომ 😦 მაგრამ პოსტების წერაც რაღაც ერთგვარი საშუალებაა ამ პრობლემისკენ ბრძოლის. თუნდაც ინფორმაციის გავრცელების მხრივ.
        თანაც, ჩვენ ისეთი არაერი შეგვიძლია.
        პრინციპში, მე პირადად ალბათ არც მიცდია რომ რამე გამეკეთებინა

  6. წერეთ და იკითხეთ, როცა საქმე საქმეზე დგება, მაინც ყველა დუმს და გულხელდაკრეფილი ელოდება ციური მანანას გადმოფრქვევას.
    სულ ასე იყო. ნამდვილი ბუნტს და პროტესტის ნიჭი არ აქვს ქართულ კულწურულ თუ არაკულწურულ საზოგადოებას, მარტო მუჭში ახველებენ შიგადაშიგ.
    ამიტომაც ხდება რაც ხდება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s