ჩემი ჟიულ ვერნი


გუგლის დუდლმა შემახსენა რომ ჟიულ ვერნის დაბადებიდან 183 წელი შესრულდა.

”ოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ”, ”80 დღე დედამიწის გარშემო”, ”მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ” და სხვა მრავალი არაჩვეულებრივი სამეცნიერო ხასიათის ნაწარმოები დაგვიტოვა ამ შესანიშნავმა მწერალმა. უფრო მეტიც ლიტერატურაში, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯებიც სწორედ მან გადადგა.

მახსოვს ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობდი, ხან წყალქვეშ ვეშვებოდი თავდავიწყებით, ხან დედამიწის გარშემო ვმოგზაურობდი ისე, რომ საჭმლის ჭამაც კი მავიწყდებოდა . . .

მისი ბრალია ალბათ ასე რომ გადავირიე წყალზე და წყალქვეშა სამყაროზე, ეს სწორედ ის ავტორია რომლის წაკითხვაც ყოველთვის მესიამოვნება და ყველას ვურჩევ პატარას თუ დიდს.

იხილეთ მეტი 🙂

 

ოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ (1954წ)

უოლტ დისნეის ერთადერთი ნაწარმი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში და იმ დროს ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმი, მთავარ როლებში კერკ დუგლასი, ჯეიმს მეისონი, პოლ ლუკასი

 

Advertisements

15 comments on “ჩემი ჟიულ ვერნი

  1. კაპიტან გრანტის შვილები ჩემი ბავშვობის სიყვარულია 🙂

    და რუსული ეკრანიზაცია – საუკეთესო.

    ერთხელ,სამსახურში,უსაქმურობის დროს, ყველა სერია გადმოვწერე და ვუყურე. ზედიზედ. მთელი დღე ვუყურებდი.ბავშვობაში სულ ის მწყინდა, სერია რომ მთავრდებოდა და შემდეგისთვის მთელი დღე რომ უნდა მეცადა. ჰოდა, ახლა ავანაზღაურე 🙂

  2. პასპარტუზე რუსული მულტფილმი გამახსენდა. ბავშვობაში ვუყურებდი. რამდენიმე სერია იყო. აი, ძალიან მაგარი 🙂 მერე აღარსად შემხვედრია.

  3. ჟიულ ვერნი მეც უზომოდ მიყვარდა ბავშვობაში, სწორედ ამ პერიოდთან ასოცირდება ყოველთვის ეს მწერალი. ეხ, რა ბედნიერი ხანა ყოფილა ეს ბავშვობა, მინდა სულ ბავშვი ვიყო

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s