გულჰანეს პარკი სტამბოლში


სტამბოლის დიდი მასშტაბების მიუხედავად, ქალაქს სულ 6 პარკი აქვს. გულჰანეს პარკი, თარგმანში ყვავილების სახლი, ერთ-ერთია ამ ექვსი პარკიდან, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიხვიდეთ და დაისვენოთ, წამოსხდეთ მწვანე მოლზე, ხის სკამებზე და პატარა ხიდებზე შადრევნების გარშემო.

გულჰანეს პარკი გახლავთ სწორედ ის ადგილი, სადაც მუსტაფა ქემალ ათათურქის პირველი ძეგლი დადგეს, 1926 წელს. ამჟამად, პარკი ტოპკაპის სასახლეს ეკვრის, თუმცა ერთ დროს იგი სასახლის განუყოფელი ნაწილი იყო და საზოგადოებისთვის 1912 წელს გაიხსნა.

მიუხედავად იმისა რომ პარკის არსებობის შესახებ ვიცოდი, პარკში მაინც სრულიად შემთხვევით მოვხვდით, რადგან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტოპკაპის სასახლე ჩვეულებრივზე ადრე დაკეტეს იმ დღეს და ვერ შევედით სასახლეში.

აქვე პარკიდან შეგიძლიათ დატკბეთ ბოსფორის და მარმარილოს ზღვის ულამაზესი ხედებით და მოინახულოთ ტექნოლოგიებისა და მეცნიერების მუზეუმი, სადაც დაცულია ისლამური სამყაროს VIII-XVIII საუკუნეებით დათარიღებული გამოგონებების ნიმუშები.

გულჰანეს პარკი

გულჰანეს პარკი

ფოტოები გულჰანეს პარკიდან

Advertisements

3 comments on “გულჰანეს პარკი სტამბოლში

  1. ძალიან სასიამოვნო პარკია. მეც შემთხვევით მოვხვდი მანდ სტამბულში მორიგი ბოდიალოს დროს და როგორ გამიხარდა საყვარელი ჩაიხანა რომ დამხვდა ბოლოში ულამაზესი ხედით ბოსფორზე. სულთანაჰმეტის ტურისტებით გადაჭედილი ქუჩებისგან კარგად დაისვენებს იქ ადამიანი:)

  2. საუკეთესო პარკია. ბევრი თვალსაზრსით,
    თუმცა, ტიტების პარკიც აქვთ – ეგ ქალაქის მეორე ბოლოშია შემთხვევით ვერ მოხვდები, მაგრამ ღირს ნახვად, მაგრამ გაზაფხულზე, როცა ყვავის ტიტები.
    აი, ევროპის ციხე სადაცაა მაქეთკენაა, მაგრამ უფრო შორს. საქიბ საბანჯის მუზეუმია და იქედან 50 მეტრშია,

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s