Posted in კულინარიული ამბები, საზოგადოება

ტროლინგი შარდენზე


Lobby Bar–ში საღამოს შევდივართ ორნი, საფერფლეზე ოდნავ დიდი მაგიდის გარშემო ვსხდებით და ვუკვეთავთ ერთ ამერიკანოს და ერთ რედბულს, მიმტანმა ჩაინიშნა და ციმციმ მოარბენინა შეკვეთილი. ცოტა ხნის შემდეგ, მეგობარმა ანგარიში მოითხოვა; მიმტანმა კვლავ ციმციმ ორი ჩეკი მოგვიტანა პატარა თეფშით და მაგიდაზე დაგვიდო, მეგობარმა დახედა თანხას, ხსნის საფულეს და იხდის, მეც შევხედე ჩეკს და გაოგნებისგან თვალები გამიფართოვდა, საბოლოო თანხა 29,30 ეწერა. ავიღე ჩეკი, დავხედე – 2 კაპუჩინო გქვონდა მოწერილი. მიმტანს კვლავ ვუხმე, მაგიდისკენ მივუთითე და ვუთხარი რომ კაპუჩინო არ შეგვიკვეთავს. მან ბოდიში მოგვიხადა, წავიდა და ისევ, ორი ახალი ჩეკით დაბრუნდა; მაინც კიდევ დავხედე ჩეკს და ახლა 22 ლარი ეწერა, 1 რედბული (7ლ), 1 ამერიკანო (6 ლ) და 1 კაპუჩინო (7ლ) პლუს 20% მომსახურება (!). ახლა უკვე ვიკადრე ადგომა 😀 და მივედი ბართან, მოლარესთან, სადაც კიდევ ერთხელ ვუხსნი რომ, ჩვენ კაპუჩინო არ შეგვიკეთავს.

მიმტანი ისევ დაბრუნდა ორი ჩეკით, სადაც ეწერა 1 რედბული (7ლ), 1 ამერიკანო (6 ლ) და მომსახურება ახლა უკვე 10% 😀

საბოლოოდ 29,30 ნაცვლად გადავიხადეთ 14,30 , ანუ 15 ლარით ნაკლები 😀

მიმტანმა მოგვიბოდიშა “უკაცრავად, მოლარე გადაღლილია”

გადაღლილი მოლარე, 1 იანვრის საღამოს, სადაც ბარში შესვლისას მხოლოდ ერთ მაგიდასთან ისხდნენ სტუმრები, არგუმენტი ვერ იქნება. უნებლიე შეცდომასაც გამოვრიცხავ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩეკი სამჯერ ამოარტყა ახალ, GPRS სალარო აპარატზე, პლუს აწარმოა შიდა აღრიცხვის ჩეკი, აქედან ორი შეცდომით, რომელიც სათითაოდ უნდა გააუქმოს, თითოეულისთვის შეადგინოს სპეციალური გაუქმების აქტი და შეინახოს.

ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც ბევრი ადამიანი შედის და უფრო ბევრს უკვეთავს იქ რა ხდება 🙂  მოტყუებაც არის და მოტყუებაც, მეორე იმდენს ვიხდიდით ფაქტობრივად.

ან შეიძლება ასეთი ჩეკიც მოგართვან: 1 ყავა, 1 ლუდი და ამ თვის ქირა 😀

ასე რომ სანამ გადაიხდით მაინც დახედეთ ჩეკს, რა იცით რა ხდება.  

პ.ს. ჩეკი დახურულად რომ მოეტანათ, ამას ალბათ ვერ გავიგებდით 🙂

––––––

22 ლარის GPRS ჩეკი 

14,30 ბოლო ჩეკი 

ავტორი:

Photographer, Filmmaker, Blogger

21 thoughts on “ტროლინგი შარდენზე

  1. აუ, რა კარგია ამაზე რომ დაწერე!
    არაერთხელ მქონია ასეთი გრძნობა, რომ მაბოლებენ და მაგრად მიტყდება ხოლმე მისვლა და გატრაკება, არადა ეს საჭიროა!
    ყოჩაღ, რო არ დაიზარე და საქმე ბოლომდე მიიყვანე და ყოჩაღ, რომ ამაზე დაწერე. მესამე ”ყოჩაღ”-ს მას ვეტყვი, ვინც მოახერხებს და ამ პოსტს მაგ ბარის მეპატრონეს წააკითხავს.

    1. აი სამჯერ ჩეკის მოტანა? 😀 თან სულ 2 მაგიდასთან ისხდნენ, აქედან ერთთან ჩვენ 😀 დაგვტროლეს 😀

  2. 7 ლ რედბული რა პონტია, ორმაგი ისედაც გადაგიხდიათ ანუ 4 მაგს გართმევდნენ :)))))

    1. ნუ ეგ კიდევ ცალკე პოსტის თემაა 😀 ყველაზე იაფი ღირდა ჩაი 5 ლარი 😀 კოქტეილები 100–200+ ლარი (ერთი ჭიქა ცხადია) 😀 ღვინო 30–40–50 ლარი :))) (ბოკალი) 😀

    1. ეგ დიდი ჩეკი არის წინასწარი ჩეკი ანუ შეკვეთას აკეთებ, მაშინვე შეჰყავთ შიდა ქსელის კომპიუტერში და მერე ანგარიშს რომ მოითხოვ ესეც მოაქვთ (დეტალურად თუ რა შეუკვეთე და რამდენი) და სალარო აპარატის ჩეკიც. და ასე მოიქცნენ სამჯერ 😀

  3. შარდენის ხშირმა კლიენტებმა პირველი ეს ბლოგი უნდა წაიკითხონ და მერე გავიდენ, მოჭარბებული მაყუთის დასახარჯად 😀 😀 😀

  4. “ან შეიძლება ასეთი ჩეკიც მოგართვან: 1 ყავა, 1 ლუდი და ამ თვის ქირა ” <<<<< :დ:დ:დ:დ მართლაც კახპები მაგენი :დ:დ

დატოვე კომენტარი