ჰამლეტ გონაშვილის სახლი


შაბათ–კვირა გავატარე ძალიან სასიამოვნოდ, დიდი ხნის მონატრებულ სოფელში;  ხეტიალით დავიღალე, მაგრამ ფოტოების ის ხონჩა, რაც იქიდან ჩამოვიტანე ნამდვილად ღირდა ამად.

ამ ხეტიალის მცირე ნაწილია ჰამლეტ გონაშვილის სახლში სტუმრობა. თუმცა სტუმრობისა რა გითხრათ და ცოტა ვითავხედე, ქალბატონი გულიკო (ჰამლეტ გონაშვილის და) ახალი წასული დაგვხვდა და უბრალოდ ურდულის გადაწევა მაშორებდა ამ გენიალური ადამიანის თუნდაც ეზოში შეხედვისგან. მეც შევედი.

ეზოში არნახული სიმწვანე მეფობდა, რაც არ იყო ბუნებრივად მწვანე ფერის, ისიც კი მწვანედ შეეღება ინტერესით სავსე ხელებს, თვით ნავთქურაც კი მწვანე ფერის იდგა ეზოში.

პირველი რასაც ძებნა დავუწყე, ღელღვის ხე იყო, ის ავადსახსენებელი ხე, რომელმაც იმსხვერპლა ეს დიდი ადამიანი.

თუ კი წვიმიან ან ნაწვიმარ ამინდში, ამ სოფელში, ლეღვის ხეზე ასვლას დაიწყებთ, აუცილებლად აღელვებით დაგადევნებენ ფრაზას “ის ცხონებული ასე გარდაიცვალა, ჩამოდი შვილო, მე ავალ”, “ის ცხონებული” კი აუცილებლად ჰამლეტ გონაშვილს გულისხმობს.

ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში, ასე 12–13 წლის წინ დაიწყეს ჰამლეტ გონაშვილის სახლ–მუზეუმის მშენებლობა, იქვე გზის გადაღმა, ამოიყვანეს კედლები, შენობა საკმაოდ დიდი იყო, აკლდა მხოლოდ გადახურვა და ცხადია შიდა რემონტიც.  თუმცა დასრულება არ დასცალდა ამ სახლ–მუზეუმს ისე გასწორდა მიწასთან, დაიშალა.

როგორც ვიკითხე, შესაძლებელია თავად სახლის მონახულება, იმ სახლის, სადაც მე შევიპარე, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც ქალბატონი გულიკო სოფელ ანაგას სტუმრობს.

იმედი მაქვს ოდესმე აშენდება მუზეუმი მის მშობლიურ სოფელში, ანაგაში.

ჭიშკარი, ამ პატარა გზიდან პირდაპირ სიღნაღისკენ მიმავალ ტრასაზე გადიხართ, მოსაგნებად ადვილია.

სახლი, სიმწვანე და პატარა ვენახი

Advertisements

5 comments on “ჰამლეტ გონაშვილის სახლი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s