ხმაური და მძვინვარება


“Hold the now, the here, through which all future plunges into the past” J. Joyce   

ფოლკნეროლოგები, რომ არაფერი ვთქვათ მკითხველებზე, ერთხმად აღნიშნავენ მისი შემოქმედების არაჩვეულებრივ სირთულეს; მაგრამ ეს სირთულე ნაძალადევი, ტვინიდან გამოწურული კი არ არის, არამედ ბუნებრივი, ცხოვრებისეული, ღრმა და მრავალფეროვანია. მოდერნისტულ მიმდინარეობაზე დიდი გავლენა მოახდინა ფროიდ–იუნგის მოძღვრებამ. მაგალითად, ფოლკნერმა ყველა თავის ნაწარმოებში გამოიყენა ფროიდისეული ელემენტები, ისევე როგორც მწერალთა უმრავლესობამ I მსოფლიო ომის შემდგომ. ნოვატორმა ფოლკნერმა ბრწყინვალედ ჩაატარა ექსპერიმენტი თხრობის ქროლოგიაში და ხედვის მრავალფეროვნებაში და მდიდარი, მომთხოვნი ბაროკოს სტილით აგებული უკიდურესად გრძელი წინადადებებით.

უილიამ ფოლკნერმა გაღატაკებული პლანტატორის შთამომავალმა მთელი სიცოხლე სამხრეთში ე.წ. “ღრმა სამხრეთში” გააგატარა, მან მთელი თავისი შემოქმედება სამხრეთის შტატების წარსულისა და აწმყოს დასურათებას მიუძღვნა.

ნობელის პრემიის მიღების დროს წარმოთქმულ სიტყვაში ფოლკნერმა მწერლობისა და ხელოვნების მთავარი პრობლემა შემდეგი ფორმულის სახით ჩამოაყალიბა: “ადამიანის ჭიდილი თავის გულთან”, რაც გულისხმობს სამგვარ წინააღმდეგობას: ადამიანი ან საკუთარ გულს ებრძვის ე.ი. შინაგანად გათიშულია, გაორებული, ურთიერთსაწინააღმდეგო განცდები და სწრაფვან აწამებს მას, ან ადამიანი ებრძვის სხვის გულს ე.ი. უპირისპირდება სხვის მისწრაფებებს, განცდებს და ებრძვის გარემოს.

მწერლის შემოქმედების ერთ–ერთ მთავარ საკითხად ითვლება დროის პრობლემა – ფოლკნერისეული დროის კონცეფცია, რომელმაც მრავალმხრივ განსაზღვრა მისი რომანის პოეტიკის თავისებურება. მაგრამ ფოლკნერი არ ითვლება “დროის პრობლემის” ერთადერთ მწერლად, მისმა თანამედროვეებმა ჯ. დონ პასოსმა და თომას ვულფმა წინა პლანზე წამოსწიეს დროის პრობლემა, სუბიექტური დროისა და მხატვრული დროის ურთიერთმიმართების საკითხები.

ფოლკნერის შემოქმედებაში დრო ანუ ობიექტური დრო არის გაუქმებული, ფსიქოლოგიური, სუბიექტური დრო მჭიდრო კავშირშია ემპირიულ, ისტორიულ, ობიექტურ დროსთან; მწერლის მთელი ყურადღება გადატანილია ფსიქოლოგიური დროის გავლენაზ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ემპირიულ ობიექტურ დროს.

მწერლის აზრით მეხსიერება დაკავშირებულია დროის დინებასთან, დრო მიმდინარეა, წარმავალია, ხოლო ჟამთასვლას, რომ მიჰყვებოდეს მოგონებებიც, მაშინ აღარ იარსებებდა შთაბეჭდილებებიც, არც სევდა და არც ტანჯვა.

ფოლკნერის გმირები თავიანთი მოგონებებით, მუდამ დროის ობიექტური დინების ნაკადში არიან მოქცეულნი, ისინი წარსულისკენ იხედებიან, რადგანაც მათი აწმყო განწყობილება, ბედ–იღბალიც განსაზღვრულია წარსულით. მათთვის არ არსებობს ცნება იყო, არსებობს მხოლოდ არის.

მოვლენას არსებობის უფლებას მწერალი ანიჭებს მაშინ, როცა ის უკვე გაივლის, რათა ცნობიერებაში აღიბეჭდოს, ჩარჩეს, მოგონების საგნად იქცეს. დრო მაშინაა კაცის მეგობარი, როცა მას აქვს მომავლის რწმენა, ხოლო მტერია, როცა ეს რწმენა ქრება. მაშინ, დრო მართლაც ძველ ბერძნულ ღმერთს კრონოსს ემსგავსება, რომელიც საკუთარ შვილებს ნთქავს, რასაც ქმნის თავად ანადგურებს.

ფოლკნერის, უმომავლო წარსულით შეპყრობილი გმირები, სიკვდილის იდეით შეპყრობილნი, სიკვდილისაკენ მიისწრაფიან, ლამის სიკვდილზე შეყვარელბულნი დროის დინებაში ადამიანის მტერს ხედავენ, რითაც ისინი მთელი გზნებით გამოხატავენ პიროვნების ტრაგედიას და სულიერ დეფორმაციას თანამედროვე ბურჟუაზიულ სამყაროში, ამის სრულყოფილი გამოხატულებაა ქუენთინ კომპსონის ტრაგიკული სახე, რომელიც წარსულის ტყვეობიდან ერთადერთ ხსნას თვითმკვლელობაში ჰპოვებს.

სათაური “ხმაური და მძვინვარება” აღებულია უილიამ შექსპირის “მაკბეთი”–ს მონოლოგიდან. ამ მონოლოგში მაკბეთი დროის აღიქვამს მხოლოდ სუბიექტურად, რაც ფსიქოლოგიურად სავსებით გამართლებულია მოლონოგის წარმოთქმის მომენტში. მაკბეთი უკვე განძარცულია იმედებისგან, მისი ერთგული თანამგზავრი და ბოროტების წამქეზებელი მაკბეთი ეს–ეს არის გარდაიცვალა, მაკბეთი ჩაფლულია მისივე დანაშაულის მორევში, მისი ბედ–იღბალი სასწორზე ჰკიდია. იგი შეშინებულია, მხოლოდ თავისი თავი აწუხებს და ყველაფერს საკუთარი ინტერესების ჭრილში ხედავს.

მომავალი არსებობას წყვეტს, იმდენად რამდენადაც სულ მუდამ წარსულშია ჩაძირული. ყოველი მომავალი შეიცავს წარსულს, წარსული კი არ შეიცავს მომავალს. წარსული უაზროა, უშედეგოდ ქრება, მაშ ცხოვრება სხვა არა არის რა, თუ არა იდიოტის, სულელის მიერ მოჩმახული ამბავი, აღსავსე ამაო აურზაურით, ხმაურით, მძვინვარებით, რაც უკვალოდ ქრება და ყოველგვარ აზრს და მნიშვნელობას მოკლებულია.

ამით მთავრდება ტრაგედია და ამ ფორმულით იწყება ფოლკნერის რომანი, შეგნებულად თუ შეუგნებლად ფოლკნერის გმირები მაკბეთური მსოფლაღქმისა და ტანჯვათა შორეული მემკვიდრეები არიან.

“ხმაური და მძვინვარება” შეიძლება მრავალნაირ ჭრილში დაინახოთ როგორც ნაწარმოები, ეს იქნება ისტორიული, სოციალური, რომანტიკული, ფსიქოლოგიური, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს არის ფსიქოლოგიური ცნობიერების რომანი, რომლის ყურადღების ცენტრშია და მძაფრად არის გადმოცემული XX საუკუნეში, ბურჟუაზიულ ერაში, ადამიანის დამარცხება, უსასოობა, დაცემა, შინაგანი ტკივილები, მოწყვლადი ფსიქიკა.

ასეთია კომპსონების მთელი ოჯახი, არეული, ქაოსური, შეპყრობილნი დაკარგულობისა და განწირულობის შეგრძნებით, ძლიერი ვნებებით და მღელვარებით, მოკლედ ხმაურითა და მძვინვარებით.

ნაწარმოები იწყება ბენჯის ცნობიერების ნაკადისეული შინაგანი მონოლოგით. ბენჯი გონნაკლულია. ეს ნაწილი პირდაპირი გამოხატულებაა მაკბეთის სიტყვებისა, რომ “სიცოცხლე სულელის ენით მოთხრობილი ამბავი არ არის, თუმცა უმნიშვნელო, მაგრამ სავსეა აურზაურით”. ბენჯის ემოციებსა და შთაბეჭდილებებში იკვეთება კომპსონების ხასიათები. ბენჯის არა აქვს დროის შეგრძნება, თუმცა მას შეუსრულდა 33 წელი, მის ცნობიერებაში დრო შეჩერებულია წარსულში, სახელდობრ მის ბავშვობაში, მის პათოლოგიურ ცნობიერებაში ხდება დროის აბსოლუტური სუბიექტივიზაცია.

რომანის მეორე ნაწილში ქვენთინის მონოლოგია, ისიც შინაგანი დაძაბულობის, სიკვდილისაკენ გარდაუვალი სწრაფვის გამო ბენჯივით ნახევრად შეშლილი, ოღონდ იმ სხვაობით, რომ ბენჯი ბავშის დონეზეა დარჩენილი, განუვითარებელია, ქვენთინი კი პირიქით, გონებრივად განვითარებული, ინტელექტუალური პიროვნებაა. ჭეშმარიტად სამხრეთელ პირმშოს დანაშაულის გრძნობა აწვალებს, რომელიც მისი ქვეყნის წარსულთანა და მისი ოჯახის დაცემასთან არის დაკავშირებული. მისი რომანტიკული ბუნება ვერ ეგუება ადამიანური პატიოსნების გაუფასურებას, დამარცხებას და საბედისწერო დაღუპვის განცდით შეპყრობილი ქვენთინი პასიური ბრძოლის უნარს მოკლებული პიროვნებაა. მისი მძვინვარება, მხოლოდ მისი უძლურების გამომხატველია:

“მაგიდასთან მივედი და ისევ ისე ციფერბლატჩაბრუნებული საათი ავიღე. მცირეოდნავ დავკარ მაგიდის ძგიდეს მისი მინა, ჩავამსხვრიე და ნამუსრევი საფერფლეშ ხელით გადმოვწმინდე, ისრებიც დავაგლიჯე და ისინიც ჩავტენე საფერფლეში. წიკწიკი მაინც გააქვს . . .”

საათს რას ერჩის, დრო ხომ მაინც გარბის . . . .

საინტერესო ფიგურაა მსახური ქალი დილზი და მისით განსახიერებული აბსტრაქტული ოპტიმიზმი, ის ოპტიმიზმი, რომლისკენაც მწერალი გზნებით მოუწოდებს ამ რომანის გამოსვლიდან 20 წლის შემდეგ, ნობელის პრემიის მიღების დროს წარმოთქმულ სიტყვაში.

Advertisements

9 comments on “ხმაური და მძვინვარება

  1. როგორ მიყვარს ეს კაცი… მაგრამ მე პირადად ალბათ ვერასდროს ვერც ერთი საყვარელი მწერლის შემოქმედებას ვერ მიმოვიხილავ. შთაბეჭდილება უფრო მეტს ნიშნავს ჩემთვის, ემოცია, რომელიც დამიტოვა.

  2. სალომეს ბლოგზე დავწერე, რომ ეს ისეთი ლიტრრატურაა, რომელიც უნდა იგრძნო. კეჟერაძესავით დაგბურძგლოს. ანტონიონის აქვს ეგეთი ჩანაწერები “ის კეგელბანი ტიბრზე” ჰოდა იქ წერს, როგორ იღებს ფილმებს – ამბობს რომ ფერებად ვხედავ და მუსიკად მესმისო და გააჩნია იმ დღეს რა განწყობაზე ვარ ისეთი ეპიზოდები გამომდისო. ზოგჯერ წინა დღეს ასე რომ ვაპირებდი მერე გადასაღებ მოედანზე სულ სხვა რამე გადამიღია იმიტომრ რომ სხვა განწყობა მქონდაო. დაახლოებით იგივეს ამბობს ფოლქნერი თავის “ხმაური და მძვინვარება”-ზე… მოკლედ ეგ განწყობა რომ უნდა დაუჭირო ეგეთი ნაწარმოებებია. გაგება, ანალიზი, კომენტარების კიტხვა და ვიკიპედიაში ქექვა არ უშველის თუ ტალღაზე ვერ დაჯექი. აი, როგორც მუსიკაა – ან ნახატია – ნოტებად ხომ არ უნდა დაშალო ან სპექტრალური ანალიზი ხომ არ უნდა ჩატარო – რომ უსმენ ან უყურებ უნდა გარკვეულ განწყობაზე დადგე და თუ შენი განწყობა ავტორის განწყობასთან ჰარმონიაშია – მაშინ მიყვები ავტორს, თუ არადა, არ დაგევასება.
    იქ ჯოისეხე ვწერდი, მაგრამ ფოლქნერსაც ეხება 🙂
    Comment left from my Kindle Fire via WordPress for Android

    • არსად არ მიქექია, 10 წლის წინანდელ ტვინის გახსმებს ვაცოცხლებ 🙂 🙂 ანუ იმ დროინდელს როდესაც ამ წიგნებს უკვე მეორე წრეზე ვკითხულობდი უნივერსიტეტში 😀

    • LORD რამდენიმე წლის წინ დაგიწერე შენი კომენტარები ცალკე პოსტები არის მეთქი და ეს სწორედ ის შემთხვევაა. საოცარი კომენტარები გაქვს. მახსოვს ჯოისზე შენი კომენტარები პოსტებზე კარგი წასაკითხი:)

  3. გამოხმაურება: ბორდელების როლი თანამედროვე ლიტერატურულ პროცესში « Stylish Blog

  4. ვერც “თალღა:” და ვერც ” ჰარმონია” ვერ მოვუძებნე, სული ამომხდა სანამ ბოლო ფურცლამდე ჩავიდოდი 🙂 იელის უნივერსიტეტის ლექცციების ჩანაწერები ვიპოვე ინტერნეტში ამ ნოველაზე და იმასაც მოვუსმინე , მერე გადავქექე გუგლი , მოკლედ დამაცვდა ნერვები. 🙂 კიდევ ვაპირებ წაკითხვას უნდა გავარკვიო რას მიხვდა სხვები რასაც მე ვერ მივხვდი და ვერ გავიგე ამ წიგნში? პრინციპის საკითხია უკვე 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s