– გამარჯობა – გაგიმარჯოს – დიდ დიღომში რამდენად წამიყვანთ? – 10 ლარად – რვად? – კარგი, 9 იყოს სუფთა და გაღუღუნებულ წითელ ტაქსში ვჯდები, სადაც მძღოლი ჭერს თავს ურტყამდა ისეთი დიდი გაბარიტების იყო. – ახლა გარეთ მინუს 2 გრადუსია, დიდ დიღომში ალბათ მინუს 3 ან მინუს 4 მაინც იქნება. – უფ, კი როგორ არა – … Continue reading »
Before and After
“გლეხი ისევე ყარდა, როგორც მღვდელი, ხელოსნის შეგირდი კი ისევე, როგორც ხელოსნის ცოლი. მთელი თავადაზნაურობა ყარდა, მეფეც კი ნადირივით ყარდა და დედოფალს ზამთარ–ზაფხულ ბებერი თხის სუნი უდიოდა. მე–18 საუკუნეში ბაქტერიების გამხრწნელი ზემოქმედების შეჩერება ჯერ კიდევ არ შეეძლოთ. ამგვარად არ არსებობდა ადამიანის რაიმე საქმიანობა – გინდ აღმშენებლური და გინდ დამანგრეველი, არ იყო არც ერთი გამოვლინება ახალჩასახული თუ … Continue reading »
გუდიას სკვერი
- რას ამბობს შენი მოხუცი? სანამ არ ჩამოექცევა თავზე ყველაფერი, არ გამოდის იქედან? – არა, ჯიუტად ფეხს არ იცვლის ერთი ადგილიდან, ჩვენ აღარ ვეხმარებით, იქნებ შიმშილით მაინც ამოხდეს სული . . . – რამ გაგაბოროტა? არც დედაშენი ეხმარება? – არა – რას ელოდებით? – ფულს, ბევრ ფულს – როდის? – რაც მალე ჩაძაღლდება ეგ მოხუცი … Continue reading »
პუნქტუაციის ეროვნული დღე
დღეს არც 24 სექტემბერია და არც აშშ–ში ვართ, სადაც ყოველი წლის 24 სექტემბერს პუნქტუაციის ეროვნულ დღეს აღნიშნავენ, თუმცა პუნქტუაცია საერთო ტკივილია, განურჩევლად დღისა და გეოგრაფიული მდებარეობისა, რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს აწუხებს და ალბათ, მეც რამდენი შეცდომა დავუშვი უკვე. ფილმში “ინფიცირება”, ერთ–ერთი გმირი ამბობს “გრაფიტი პუნქტუაციით – აი რას ნიშნავს ბლოგი, და არა იმას, რომ შენ … Continue reading »
ტროლინგი შარდენზე
Lobby Bar–ში საღამოს შევდივართ ორნი, საფერფლეზე ოდნავ დიდი მაგიდის გარშემო ვსხდებით და ვუკვეთავთ ერთ ამერიკანოს და ერთ რედბულს, მიმტანმა ჩაინიშნა და ციმციმ მოარბენინა შეკვეთილი. ცოტა ხნის შემდეგ, მეგობარმა ანგარიში მოითხოვა; მიმტანმა კვლავ ციმციმ ორი ჩეკი მოგვიტანა პატარა თეფშით და მაგიდაზე დაგვიდო, მეგობარმა დახედა თანხას, ხსნის საფულეს და იხდის, მეც შევხედე ჩეკს და გაოგნებისგან თვალები გამიფართოვდა, საბოლოო … Continue reading »
ფრანგული ვინეგრეტი და საბჭოთა ოლივიე
ვინეგრეტი ოლივიეა თუ ოლივიე არის ვინეგრეტი? არც ერთი და არც მეორე, ვინეგრეტიც სალათაა და ოლივიეც, როგორც წესი, ორივე დღესასწაულებს უკავშირდება, განსაკუთრებით კი, საბჭოთა კავშირის პერიოდშიც და ახლაც 7 ნოემბერთან და ახალ წელთან ასოცირდება. თუმცა სალათა, რომელსაც აქტიურად ვამზადებთ ყოველ ახალ წელს ვინეგრეტი ნამდვილად არ არის, ის ოლივიეა. მივყვეთ ისტორიას . . . ვინეგრეტი (Vinaigrette) vinaigre … Continue reading »
ქარწაღებული ზოლი
როგორც იტყვიან თვალსა და ხელს შუა ქრება აღმაშენებლის ხეივნის ქარსაცავი ზოლი, არადა ერთ დროს, საკმაოდ უხვი შევსების ზოლი იყო. ახლა ერთ მონაკვეთზე გზის გაჰყავთ და შესაბამისად ის ადგილი უკვე მოტიტვლებულია, მეორე ადგილას, გადასასვლელი ხიდი გააკეთეს და მისი შემოგარენიც შემოძარცვულია. ამის შესახებ სატყეო დეპარტამენტის ვებგვერდზე ინფორმაციას ვერ მივაგენი, უფრო სწორად საერთოდ ვერანაირ ინფორმაციას მივაგენი. ვინ არის … Continue reading »
მოდელირებული ფასდაკლება
უცნაური სიახლეები დამხვდა გუშინ კინოთეატრში: თუ 2 დღით ადრე შეიძენთ ბილეთს საღამოს სეანსი – 6 ლ. დღის სეანსი – 3 ლ., ხოლო იქვე რიგში, თავიდან მოუშორებელი პრომო გოგონა გთავაზობს მენიუს (პეპსის და პოპკორნის ნაკრები), რომლის შეძენის შემთხვევაში ბილეთზე 40%-მდე (!) გაკლდება. ეს სიახლე მართლაც სიახლე და სასიხარულო იქნებოდა, რომ არა ერთი უცნაურობა – ბილეთების ფასების მატება. 11 … Continue reading »
ქრისმასული ქრისმასი
მე ასე მექრისმესება მას შემდეგ, რაც ეს კლიპი ვნახე პირველად ბევრი თოვლი, ბევრი მეგობარი, დიდი სითბო და მხიარულება მხიარულ შობა–ახალ წელს გისურვებთ პ.ს. უთბილესი და უტკბილესი ახალი წლები სოფელში გამიტარებია, იქ ჯობია
კუტურიე ნაძვის ხეები
საახაწლო ხეები ცნობილი დიზაინერებისგან ჟან-პოლ გოტიე სტელა მაკარტნი ქრისტიან დიორი შანელი ლუი ვიტონი ჟან-პოლ ჟიტრუა პიტერ ჰერმი მე სტელა მაკარტნის საახლწლო ხე მომეწონა, ვიწყებ ქსოვას
ხმაური და მძვინვარება
“Hold the now, the here, through which all future plunges into the past” J. Joyce ფოლკნეროლოგები, რომ არაფერი ვთქვათ მკითხველებზე, ერთხმად აღნიშნავენ მისი შემოქმედების არაჩვეულებრივ სირთულეს; მაგრამ ეს სირთულე ნაძალადევი, ტვინიდან გამოწურული კი არ არის, არამედ ბუნებრივი, ცხოვრებისეული, ღრმა და მრავალფეროვანია. მოდერნისტულ მიმდინარეობაზე დიდი გავლენა მოახდინა ფროიდ–იუნგის მოძღვრებამ. მაგალითად, ფოლკნერმა ყველა თავის ნაწარმოებში გამოიყენა … Continue reading »
მარკ ტვენი – 176
“ტომ სოიერის თავგადასავალი” – ამ წიგნით ვცდილობდი თანატოლი მეზობელი ბავშვისთვის კითხვა შემეყვარებინა, რატომღაც მეგონა, როგორც მე შემიყვარდა სკოლის პერიოდში სამჯერ წაკითხული წიგნი, ისე შევძლებდი ანალოგიური გადამეცა მისთვისაც. არაფერი გამოვიდა, ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა. საბავშვო წიგნი, საბავშვო საკითხავი, დღემდე ასეთად აღიქმება ეს წიგნი, თუმცა დრო გავა და ბავშვობაში წაკითხული წიგნების ხელახლა წაკითხვა გიწევს უნივერსიტეტში და შესაბამისად აღქმაც სხვანაირია. XIX საუკუნის … Continue reading »
30 წელი
1991 წელი, ნოემბრის თვე – თუ მეხსიერება არ მღალატობს, პირველად ამ დაავადების შესახებ მაშინ გავიგე როდესაც ფრედი მერკური გარდაიცვალა. ეს დავადებაც ზუსტად ამ ასაკის არის ჩემს ცნობიერებაში. თუმცა საქართველოში ის 1989 წელს აღმოაჩინეს, ხოლო პირველად, აშშ დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ოფიციალურად 1981 წელს დააფიქსირა. ადრინდელი გენეტიკური კვლევები კი მიუთითებს რომ შიდსი პირველად დაახლოებით XVIII … Continue reading »
ჯადოსნური კვერცხი
თუ გსურთ პლეხანოვის აღმშენებლობაში დარწმუნდეთ ან მხოლოდ ტელევიზორში ხილვით დაკმაყოფილდით, ან გასწიეთ გამზირისკენ, იარეთ ჯიუტად შუაში და შენობებს ახლოს ნუ ჩაუვლით. სიარულის დროს ყურადღება მიაქციეთ ახლად დალაგებულ ქვაფენილს და აქა–იქ ამოწეულ რკინებს ფეხი არ წამოსდოთ. უკვე 8 წელია სიტყვა ფასადს პირვანდელი მნიშვნელობა დაეკარგა და ჩვენს რეალობაში შენობის და ნაგებობის სინონიმად იქცა. შესაბამისად, აღმშენებლობის ეპოქის ნაცვლად … Continue reading »
Vacant column
I sipped some lemon tea and held the hot cup in my hands for awhile. It was very cold in the room and I tried to let the warmth of the cup in me, through my frozen fingers. It was very late and I wanted to sleep as soon as possible, though I had to … Continue reading »