როგორ მოვხვდეთ კინოფესტივალებზე

დაქალის მოწოდებული ბოლო ბომბონერი გადავსანსლე თუ არა, გადავწყვიტე ის ევროპული კინოფესტივალები შემეთვალიერებინა, რომელზეც მედიის წარმომადგენლები, კინოპროფესიონალები, კინოფაკულტეტის სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები შევძლებდით დასწრებას. წლების წინ, ეს ამბავი წარმოუდგენელი ან ურთულესი იყო, ცალკე კინოფესტივალზე აკრედიტაციის მიღება (ნებისმიერი ფორმის), ცალკე დაფინანსების მოპოვება ან საკუთარი ფინანსების მოძიება და ცალკე მრავალსაფეხურიანი სავიზო რეჟიმის გავლა. შესაბამისად, კინოფესტივალებზე დასწრება ერთეულების ხვედრი იყო. დრონი მეფობენ და არა ოლიმპოს ღმერთები, ინფორმაცია კინოფესტივალების შესახებ უფრო ხელმისაწვდომი გახდა, აღმოვაჩინეთ რომ არც ისე რთულია საჭირო საბუთების შეგროვება და გაგზავნა, და ვიზების გაცემაც იმ ადამიანებზე, ვინც ფესტივალებზე, ვორქშოფებზე თუ სასწავლო მიზნებით მიემგზავრებოდა, უფრო გამარტივდა. ამასობაში, კარს ვიზალიბერალიზაცია მოგვადგა და პასპორტით და ორი კინკილა საბუთით ხელში შეგიძლიათ ევროპის ნებისმიერ ქვეყანას ესტუმროთ.  მეტიც, ქუთაისის აეროპორტის იაფ ფრენებს, კიდევ ოთხი ახალი მიმართულება დაემატა, ჰოდა, მიდი, მოვდივართ ფესტივალებზე, ლიტერატორო!

გარდა ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალისა, პირველად, 2015 წელს, როგორც კინობლოგერმა აკრედიტაცია სტამბოლის საერთაშორისო კინოფესტივალზე გავიარე, გადავწყვიტე სტამბოლში ჩემი მორიგი მოგზაურობა კინოფესტივალისთვის დამემთხვია, რომელიც ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება. კინოფესტივალზე აკრედიტაცია უფასოა და განაცხადის შევსებისას ითხოვს თქვენი ბლოგის მისამართს, პირად მონაცემებს და ა.შ.

2016 წელს, უკვე როგორც BIAFF-ზე გამარჯვებულმა კინობლოგერმა, საჩუქრად სტამბოლში წასვლა და კინოფესტივალის აკრედიტაცია მივიღე.

2016 წელს, კინობლოგერის სტატუსით, ბერლინალეს მედია აკრედიტაცია მიიღო ქეთი ნარიმანიძემ. პირად მონაცემებთან, ბლოგის ლინკთან ერთად წარადგენთ თქვენი ბლოგის სტატისტიკურ მონაცემებს, ვიზიტორების რაოდენობას და ა.შ., უფრო ვრცლად აკრედიტაციის შესახებ შეგიძლიათ ქეთის ბლოგზე წაიკითხოთ. 2017 წელს, ანალოგიურად, კინობლოგერის სტატუსით ბერლინალეს ესწრებოდა ლაშა ცერცვაძე.

ვენეციის კინოფესტივალი, ევროპის ყველაზე მხცოვანი კინოფესტივალია, რომელიც პირველად 1932 წელს გაიმართა. კინოფესტივალი დაინტერესებულ ადამიანებს სხვადასხვა ტიპის აკრედიტაციას სთავაზობს, პრესა, წარდგენილი ფილმის წარმომადგენელები (მაქსიმუმ ოც კაცამდე), კინოფაკულტეტის სტუდენტები, ასევე, თუ ადრე შეიძენთ საფესტივალო ბილეთებს სხვადასხვა კატეგორიაში, თითქმის ნახევარ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ, მაქსიმუმ 80 ევრომდე.

რიგით 70-ე საიუბილეო კანის კინოფესტივალს ესწრებოდა და ყოველდღიურ რეპორტაჟს აკეთებდა ON.GE – ონლაინ მედიაპორტალის წარმომადგენელი, კულტურის სფეროს ჟურნალისტი ბექა მაისურაძე. აქაც, როგორც ვენეციის კინოფესტივალის შემთხვევაში აკრედიტაცია შეგიძლიათ სხვადასხვა მიმართულებით მიიღოთ. აკრედიტაცია უფასოა, უფრო ვრცლად იხილეთ რეგისტრაციის გვერდზე.. დამატებით რჩევები კი ამ ბლოგზე.

ლოკარნოს კინოფესტივალზე – წელს აქ გაიმართა ანა ურუშაძის ფილმის “საშიში დედა” მსოფლიო პრემიერა და ოქროს ლეოპარდიც საქართველოში წამოაბრძანეს. ფესტივალზე მედიის წარმომადგენლების მოხვედრა შედარებით ადვილია,  ამისთვის, საკმარისია გააგზავნოთ ლოკარნოს კინოფესტივალის, სხვა კინოფესტივალის ან ზოგადად კინოსთან დაკავშირებით დაწერილი სტატია, სვეტი და ა.შ., ასევე თქვენი ორგანიზაციის (გაზეთი, ჟურნალი, მაუწყებელი, ონლაინ მედია) განცხადება  და აკრედიტაციის გადასახადი 30 შვეიცარიული ფრანკის ოდენობით, რაც დაახლოებით 30 დოლარია.

კოტბუსის ყოველწლიური კინოფესტივალი, წელს 7-13 ნოემბერს გაიმართება და ფესტივალზე რამდენიმე ქართულ ფილმს უჩვენებენ. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსში წარმოდგენილია ნინო ბასილიას “ანას ცხოვრება”, რუსუდან გლურჯიძის “სხვისი სახლი”, ხოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში გიორგი გოგიჩაიშვილის & დათო აბრამიშვილის “8 წუთი” და  თორნიკე გოგრიჭიანის “ანდრო”.

კინოფესტივალზე აკრედიტაციის ღირებულებაა 45 ევრო.

კრაკოვის კინოფესტივალი – ევროპის ერთ-ერთი უძველესი კინოფესტივალი, რომელიც სათავეს 1960 წლიდან იღებს. ფესტივალი მოიცავს დოკუმენტურ, ანიმაციურ და სხვა სახის მოკლემეტრაჟიან ფილმებს. ფესტივალის აკრედიტაცია დაახლოებით 40 დოლარია.

კარლოვი ვარის კინოფესტივალი – ადგილი, სადაც  ქართულ ფილმებს დიდი ინტერესით ხვდებიან, 2014 წლის ფესტივალის გამარჯვებული გახდა გიორგი ოვაშვილის ფილმი “სიმინდის კუნძული”, წელს კი, ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა მარიამ ხაჭვანის ფილმი “დედე“,  სექციაში East of the West. პრაღიდან კარლოვი ვარი, სულ რაღაც 130 კმ-შია, მართალია, ქუთაისიდან პრაღამდე ცოტა მეტია გასავლელი, მაგრამ რაც მთავარია სულ პირდაპირ იფრენთ.  ფესტივალის აკრედიტაცია კი 1500 კრონი ღირს, რაც დაახლოებით 70 დოლარია.

ამგვარად, თუ მოგზაურობთ, თან კინოც გიყვართ ან კინოსფეროში მუშაობთ, თამამად შეგიძლიათ იმ ქვეყნის თუ ქალაქის კინოფესტივალსაც დაემთხვიოთ, სადაც მოგზაურობთ.

საერთაშორისო სრულმასშტაბიანი ფესტივალების გარდა, თქვენთვის საინტერესო უამრავი ვიწრო მიმართულების ფესტივალები არსებობს. აკრედიტაციის მისაღებად კი, აუცილებელი არ არის ფილმი ჩაგქონდეთ ამ ფესტივალზე, უნივერსიტეტის პროფესორი ან ტელეჟურნალისტი იყოთ.  ბლოგების, ვიდეობლოგების, ინტერნეტ ფორუმების, ინტერნეტ ტელევიზიების რაოდენობის ზრდის  და  მკვდარი თუ მომაკვდავი ბეჭდვითი/ტელე-რადიო მედიის გათვალისწინებით, კინოფესტივალებისთვის, ფილმებისთვის, კინოსფეროს წარმომადგენლებისთვის ძალიან საჭირო და მიმზიდველია ონლაინ სამყაროს წარმომადგენლების დასწრება.

კინოფესტივალები ევროპაში   

 

 

 

 

Advertisements

2015 in review

The WordPress.com stats helper monkeys prepared a 2015 annual report for this blog.

Here’s an excerpt:

The concert hall at the Sydney Opera House holds 2,700 people. This blog was viewed about 44,000 times in 2015. If it were a concert at Sydney Opera House, it would take about 16 sold-out performances for that many people to see it.

Click here to see the complete report.

კინოფესტივალის გახსნა [ფოტო]

კულტურული ღონისძიებები, საკუთრივ კი ისეთი ღონისძიებები, სადაც უფასოდ შეიძლება დაესწრო ჩვენებებს, წარმოდგენებს, საღამოებს და ა.შ. ხშირად არ გვანებივრებენ საქართველოში. შესაბამისად, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის დაწყებას დიდი სიამოვნებით ველოდები ხოლმე და შვებულების ერთ კვირას ყოველთვის ვინახავ სექტემბრისთვის.

ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა დაესწროს კინორეჟისორების, პროდიუსერების თუ სხვა პროფესიონალების მასტერკლასებს, სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოდგენილი ფილმების ჩვენებებს და თემატურ ვორქშოფებს მთელი ერთი კვირის მანძილზე, რასაკვირველია ეს ყველაფერი უფასოდ.

ვფიქრობ ეს არის შანსი, რომელიც ყველა კინომოყვარულმა უნდა გამოიყენოს და მითუმეტეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ახლა სწავლობენ ამ სფეროში და მომავალში აპირებენ თავის წარდგენას საკუთარი შემოქმედებით. აქვე თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ სწავლება ამ მხრივ არ დგას მოწოდების სიმაღლეზე, მაქსიმალურად უნდა დაესწრონ მოწვეული სპეციალისტების მასტერკლასებს.

ფოტოები ბიაფის გახსნიდან 

biaff1

biaffcake

ერეკლე დეისაძის ახალი რომანი “დამლაგებელი”

კირკის ბლოგი

(ნაწყვეტი ერეკლე დეისაძის ახალი რომანიდან „დამლაგებელი“. ტექსტი პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ ტაბულა ART-ში)

 

View original post 524 more words

2012 წელი ბლოგზე

მე ვიზარმაცე, თუმცა WordPress.com stats დამეხმარა და გამომიგზავნა ბლოგის 2012 წლის ანგარიში.  😉

კანის ფესტივალზე 4,329 ფილმი წარადგინეს. 2012 წელს ამ ბლოგზე 51,000 ნახვა დაფიქსირდა. თითოეული მათგანი ფილმი რომ ყოფილიყო, 12 კინოფესტივალს გასწვდებოდა.

იხილეთ სრული ვერსია.

2012 წელს თქვენ დაწერეთ 81 პოსტი, საერთო ჯამში ბლოგის არქივი უკვე 331 პოსტს მოიცავს და ატვირთეთ 235 ფოტო.
ყველაზე მეტი მნახველი თქვენს ბლოგს 2012 წლის 4 ოქტომბერს ჰყავდა, სულ 2,856.
ყველაზე პოპულარული პოსტი “ასავალ-დასავალი” .

დღიური

ხო, ადრე ყვავილების ქვეყანა იყო, ეხლა გადაიქცა იმათ, რაც წაიკითხეთ.

ნახეთ ეს ვიდეოები და მერე მომიყევით კომენტარებში, რომ თურმე მართლაც ესე უნდა მოექცე ყველა პატიმარს თუ დამნაშავეს და ხო, ქურდებთან ბრძოლის ყველაზე გამართლებული ხერხია ის, რომ მათზე უფრო დიდი ნაბიჭვარი იყოს მათთან მებრძოლი.

და მერე იმაზეც მელაპარაკეთ, დემოკრატია როგორ შენდება ვიღაცეების ძვლებზე – ოღონდ არგუმენტირებულად.

ვიდეო 1

ვიდეო 2

ვიდეო 3

აბუ გრეიბიც გაიხსენეთ აუცილებლად.

View original post

სად მეძინა შატილში

არც მეტი არც ნაკლები, პირველად მეძინა X-XI საუკუნეებით დათარიღებულ, ჩეჩნეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარე, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში შეტანილ შატილის კოშკში.

შეგრძნება საოცარი იყო, განმეორდება თუ კოშკს კიდევ ვესტუმრები.

სულ რაღაც ერთი დღე–ღამე გავატარეთ კოშკში და ადამიანურად დავისვენე, გარშემო უჩვეულო სიგრილე, ზოგჯერ სიცივე იყო, მდინარის ხმაურზე ჩამეძინა და ისევ მდინარის ხმაურზე გამომეღვიძა, რომელიც იქვე ჩამოდიოდა.

ვერ ვიტყვი რომ კოშკი კარგ მდგომარეობაშია, რეაბილიტაციას საჭიროებს, სულ ახლახან კომპლექსის სამხრეთ ფასადი ჩამოიშალა, ამბობენ რომ მალე დაიწყება სარეკონსტრუქციო სამუშაოები და იმედია, მორიგი სტუმრობისას ლიფტები და შუშის სრა–სასახლეები არ დამხვდება და ისევ ისეთი ძველი სახე ექნება შენარჩუნებული, როგორმაც მყისიერად ძველ, ხევსურულ რომანტიზმში გადამისროლა.

კოშკი ქვემოდან, მდინარე არღუნის პირიდან

კოშკის დიასახლისი – ქალბატონი ნინო

კოშკის სატრაპეზო და ჩვენი გუნდის ნაწილი 🙂

ჩემი ოთახი ❤

ხედი ჩემი ოთახის სარკმლიდან – დილა 😉

 

რაც უფრო ვშორდებოდით მით უფრო გული მწყდებოდა, კიდევ მინდა იქ დაბრუნება 😦

პ.ს. დანარჩენი ფოტოები იხილეთ Eat and Tour–ს გვერდზე