Posted in ჩემი ლექსები

ფეხებიანი მუზა


ჩემმა მუზებმა დამაწინაურეს,
ახლა თავად ვარ მუზა,
განა ერთის ან ორის?
სამი პოეტის მუზა.

სტროფიდან სტროფზე ფეხშიშველი,
თმებგაწეწილი  დავდევ მაქციებს,
როგორც ყვავილებს ისე ვკრავ ფიქრებს,
არ ვერიდები პროკლამაციებს.

ძნელია მუზობა, თან სამი პოეტის
სამი ერთგულება,
სამი სიყვარული
სამი მონატრება,
სად მაქვს ამდენი?

ხტუნვით დავიღალე,
სტროფები ფეხს მტკენს
მაქციებს ვეღარ ვიჭერ,
გულიც აღარ ითმენს . . .
და მეც ერთთან ვრჩები,
მე ერთ პოეტს ვირჩევ.

7 მარტი, 2011

ავტორი:

Photographer, Filmmaker, Blogger

3 thoughts on “ფეხებიანი მუზა

Leave a reply to ლამინორი კომენტარის გაუქმება