ეროტიკული ჯანყი გურჯაანში


ახლახანს იმედზე ეროტიკული/პორნო ფილმების რეკლამას მოვკარი თვალი, ღამის PLAYBOY თუ რაღაც მსგავსი სახელწოდებით.

სხვა დროს და სხვა ადგილას, მსგავსი ტიპის ფილმებისთვის როგორც ვიცი სპეციალური არხი არსებობს, მაგრამ ეს იქეთ იყოს, ახლა სხვა ამბავი მინდა გავიხსენო ძალიან მოკლედ.

წლების წინ, ნუ დაახლოებით 15-16 წლის წინ, ერთ ზაფხულს ჩვეულებისამებრ სოფელში ვიყავით დასასვენებლად, მე ვიყავი მგონი მე-5 ან მე-6 კლასში. დღისით წიგნის კითხვით საღამოს კი ტელევიზორის ყურებით ვიქცევდი თავს. ერთ საღამოსაც შევრჩი ტელევიზორს, არხების საკმაო ფართო არჩევანი იყო, ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, საყვარელი ამერიკული სერიალები და ა.შ. იყო ადგილობრივი არხებიც სადაც სხვადასხვა ფილმეს უჩვენებდნენ.

ერთი სიტყვით, ის ღამე იყო და გვიანობამდე შევრჩი, 12 საათი დამთავრდა და ისევ რაღაც ფილმი დაიწყო, ვიფიქრე თუ მომეწონა ამასაც ვუყურებ თუ არა დავიძინებ თქო, პირველივე სცენის შემდეგ ავდექი სასწრაფოდ ტელევიზორს ჩავუწიე, ფილმი ვერ ვიტყვი რომ ხშირად მაგრამ საკმაო რაოდენობით ეროტიულ სცენებს შეიცავდა, თუმცა საინტერესო იყო და შინაარსსაც მივყვებოდი, სამწუხაროდ პირველი ნაწილი აღმოჩნდა და დასრულდა. ტელევიზიამ მიუთითა რომ მეორე ნაწილი მომდევნო ღამის 12 საათზე იქნებოდა.

მეორე დღეა და ამავე არხზე ვუყურებ საინფორმაციოს და მესმის დაახლოებით შემდეგი შინაარსის ნიუსი: დღეს დილით, გურჯაანის რაიონის ტელევიზიასთან შეიკრიბა დაახლოებით 200-მდე მოსახლე და წუხანდელი ფილმის გაშვების გამო ბოდიშის მოხდას და მეორე ნაწილის არ გაშვება ითხოვდნენ, კარგად ვერ ვიხსენებ მგონი არხის დახურვასაც მოითხოვდნენ და არ დაიშლებოდნენ სანამ ეს მოთხოვნები არ შესრულდებოდა.

ცოტა ხნის შემდეგ მე, დედაჩემი და მეზობელი ქალბატონი ყავას მივირთმევდით, მეც არც ვაციე, არც ვაცხელე და ეს ნიუსი ვაცნობე.

– უი, რას მეუბნები – ამბობს გაკვირვებული მეზობელი ქალბატონი.

– შენ ხომ არ გიყურებია დე – ჩამეკითხა დედაჩემი შეპარვით,

– არა, დე, მოვწკუპე თვალები და ფრთხილად მოვსვი ცხელი ყავა, არადა როგორ გული დამწყდა ფილმის მეორე ნაწილზე.

ხოდა ახლა ამდენი წლის შემდეგ, ამ ბლოგის ფურცლებიდან მინდა ვუთხრა დედაჩემს: დედა მე ვუყურე იმ ფილმს!

Advertisements

11 comments on “ეროტიკული ჯანყი გურჯაანში

  1. ლოლ
    ხმას ჩავუწიეო… ჩემი ბავშვობა გამახსენდა :დ რუსთავი 2–ზე გადიოდა “წითელი ფეხსაცმელების დღიურები” თუ რაღაც და სულ ხმაჩაწეულს ვუყურებდი მთელი ბავშვობა (როცა გამიმართლებდა და ჩემებს უფრო ადრე დაეძინებოდათ), დღემდე აზრზე არ ვარ, რა დიალოგ–მონოლოგები იყო იმ ფილმში დევიდ დუხოვნი რომ გამოდიოდა და მთლად ბანძი პორნო არ იყო, მარტო ეს მახსოვს.

    • ჰოო, ძირითადად ეგრე იყო კი 😀 😀 😀 არადა საინტერესო იქნებოდა დიალოგებიც ემანუელაში, ველურ ორქიდეაში და ა.შ. სხვა მრავალი 😀

  2. გურჯაანშიც თუ იცოდნენ ეგეთები არ მეგონა :დ

    მე ყოველთვის მიშლიდნენ ხოლმე გვიანობამდე ტელევიზორის ყურებას, საშენო ფილმები არააოო და არა და ისე მინდოდა ხოლმე რომ მეყურებინა :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s