ნეკრესი, ქეიფი და ნაგავი


წინა კვირას ნეკრესი მოვიარე, პირველად ვიყავი და მიუხედავად აუტანელი და გაუსაძლისი სიცხისა ძალიან ძალიან მოვიხიბლე.  როგორც უკვე ნამყოფმა ადამიანებმა მითხრეს ტერიტორია არ იყო ადრე მოწყობილი, გზაც გაუვალი იყო და ადიოდნენ ფეხით. ამჯერად, ჩემდა გასაკვირად ყველაფერი კარგად იყო მოწყობილი, არა ბუტაფორიულად, ტერიტორია შემოღობილი და ნეკრესის სამონასტრო კომპლექსის ძირში სამარშუტო ტაქსებიც იყო მობილიზებული, მანქანების შესვლა არ შეიძლებოდა გარდა მღვდლებისა და მომსახურე პერსონალისა.

მივყვეთ ფოტოებს 🙂  

სამარშუტო ტაქსი მეტი კომფორტისთვის 😀 ორი გზა 1 ლარი ღირს, ბილეთების შეძენა კი იქვე სალაროში შეგიძლიათ

უმშვენიერესი ხედით შეგიძლიათ დატკბეთ როგორც ჭოგრიტით, ასევე მის გარეშე 😀
ჭოგრიტით ტკბობა 50 თეთრი

სამონასტრო კომპლექსის ნაწილი

ნეკრესის ნაქალაქარზე არქეოლოგიურ სამუშაოები წარმოებს 1984 წლიდან. გათხრილია II-IV სს. ცეცხლის ტაძარი

ნეკრესში აღმოჩენილი წარწერები დღეისათვის ცნობილ ქართულ წარწერებს შორის ყველაზე უადრესია და ის ახ.წ. I-II-III საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს.

როგორც აღვნიშნე გამოყოფილია საქეიფო ადგილები, მოწყობილია მაგიდები და ფაცხები, დაქირავება 10 ლარი ღირს, ოღონდ აუცილებლად წინასწარ უნდა დაურეკოთ და შეუთანხმდეთ თორემ შეიძლება ადგილი არ შეგხვდეთ ან ლოდინი მოგიწიოთ 😀

ქეიფის და ღრეობის შემდეგ კი არდა მიმოფანტული ნაგავისა (პლასტმასის, შუშის ბოთლები, თეფშები, ჭიქები, საკვების ნარჩენები და ა.შ.) გვხვდება ასეთი სურათიც

მართალია ჩვენ მივალაგეთ, გარშემო ტერიტორიაზე შეძლებისდაგვარად ავკრიფეთ პლასმასის ჭურჭელი, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, 10–დან 8 მაგიდა აულაგებლად ტოვებს იქაურობას, ნაგვის დიდი ურნაც მხოლოდ ერთი დგას და მიმოფანტული ნაგვის სიძველით თუ ვიმსჯელებთ მაინც და მაინც ხშირად არ უნდა ლაგდებოდეს ტერიტორია, არც ჯარიმებია დაწესებული ან რაიმე სხვა გამაფრთხილებელი ნიშანი, თუმცა საკუთარი ნაგავის აღებას და მილაგებას ზემოაღნიშნული შეზღუდვები არ უნდა სჭირდებოდეს, ასე რომ სანამ სადღეგრძელოს იტყოდეთ “შეგვეწიოს ნეკრესი” იმაზე დაფიქრდით თქვენ რითი შეეწიეთ.

უფრო მეტი ფოტოები იხილეთ Eat and Tour–ს FB გვერდზე

Advertisements

7 comments on “ნეკრესი, ქეიფი და ნაგავი

  1. პოსტის კითხვა რო დავიწყე ვიფიქრე წასვლაზე მაგრამ მერე გამახსენდა რო ნამყოფი ვარ, მართლაც ძალიან ლამაზი ადგილია, კი იღლები ასვლისას მაგრამ ირგვლივ ისეთი სილამაზეა დაღლილობა გავიწყდება ❤

  2. ეგ ჭოგრიტი თუ ამერიკულია, ჩემი მეგობრის ფირმისაა. 🙂 აგზავნის და აგზავნის აქეთ. 🙂 თბილისშიც დგას და მცხეთაშიც.

    ჰოდა ისა, ფეისბუქის ექაუნთი გავაუქმე და LinkedIn მოგწერე რაღაც და ნახე რა.
    საჩქარო არაა, თუმცა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. 🙂

  3. იი, მეც ვნახე უკვე ნეკრესის მონასტერი ❤ ❤ ❤ უუულამაზესია, ეგრევე მამა ალავერდი და შვილი ნეკრესი (გმირთა ვარამიდან) და მესხური ნანა გამასხენდა ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s