Posted in მედიცინა, Guest Post

გზამკვლევი ქართველ მამაკაცთა სამყაროში


DICOM–ს გესტპოსტი ფორუმიდან 

მხოლოდ ფორუმზე დასატოვებლად დამენანა და პოსტების ავტორის ნებართვით ბლოგზე წამოვიღე.

მაშ ასე, 3 პოსტი სერიიდან “Virgin’s guide to the world of Georgian Men”

აქა ამბავი 1 – ქართველი ქალის ორი სტაბილური მდგომარეობადედადაბოზი 

რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ქართველი მამაკაცების დიდი უმრავლესობისათვის სქესობრივი ცხოვრება სწორედ ბოზებიდან (პროსტიტუტკებიდან, ნაშებიდან და ზოგადად კომერციული სექსმუშაკებიდან) იწყება. შესაბამისად, ახალგაზრდა კაცის გონებაში სექსი ფიქსირდება როგორც რაღაც ცუდი, დამამცირებელი ის რაშიც ფულს იხდი და რაც ქვეცნობიერად არ უნდა აკადრო “წესიერ” ქალს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მეძავთან სექსი რეალურად თეატრალური დადგმაა, რადგანაც ჩვეულებრივი ქალი რეალურად ისე არასოდეს იქცევა, როგორც მეძავი კლიენტთან. ამგვარად, მამაკაცების დიდი ნაწილისთვის სამწუხაროდ სწორედ ეს ხდება ნორმა და შესაბამისად ნებისმიერი ქალისაგან იგივეს მოელის.

აქ იწყება ყველაზე საინტერესო: “კაი ქალი ხარ მარა აი ლოგინში არ ვარგიხარ… ჩემთან ბოზებიც კი ათავებენ და შენ რა დაგემართა… და ასე შემდეგ . ცხადია პირველი და მომდევნო სექსის დროს გამოუცდელი ქალი ვერ მოიქცევა ისე როგორც მეძავი. მისთვის ეს მდგომარეობა სტრესია, რადგანაც აქამდე ასეთ სიტუაციაში არ ყოფილა. იმის მაგივრად, რომ ჩატარდება ქალის ელემენტარული განათლება ამ საკითხზე ჩვენი მამრების უდიდეს უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქალია დამნაშავე, ფრიგიდულია, ნევროზი აქვს, მორივით დევს და ასე შემდეგ… მეგობრებო – თუ არ ასწავლით ასეც დარჩება… აბა ქალიშვილი გინდოდათ ცოლად და ეს დედააფეთქებული სექსი სად უნდა ესწავლა? 😀

ახლა რაც შეეხება დედას. რაღა დასამალია და გურულის ანეგდოტივით არ იყოს – სექსს რავა აკადრებს შვილების დედას. ბევრი ქართული წყვილისთვის მაგალითად ორალური სექსი ტაბუა… სხვა ტიპის სქესობრივ ურთიერთობებზე არაფერს ვამბობ, შესაბამისად მეუღლესთან სექსი მხოლოდ მოვალეობის მოხდაა. ის არ აღიქმება სექსუალური წყურვილის დაკმაყოფილების ობიექტად. მას როგორც წესი სახლში სვამენ ბავშვ(ებ)ის გასაზრდელად და თვითონ კი “ნაშებში” მიდიან, არადა სამწუხაროა. ჩვენი ქალები არაფრით ჩამოუვარდებიან ტემპერამენტით უკრაინელ ან თუნდაც რუს ქალებს. ადექვატური მოპყრობის შემთხვევაში შედეგი ძალიან კარგი იქნებოდა მაგრამ სამწუხაროდ მამაკაცებს უჭირთ მაგალითად მეუღლე აღიქვან ქალად. ქალად ამ სიტყვის ევროპული (ე.ი ნორმალური) გაგებით როდესაც ის დედაცაა და ლოგინში ცხადია ბოზიც.

ასე რომ, თუ წააწყდით იმას რაც ზემოთ აღვწერეარ დაიბნეთ, პრობლემა თქვენში არაა, პრობლემა პარტნიორშია და იმაში რომ კომუნიკაცია არ ხდება

აქა ამბავი (ჭმუნვისა) 2 – მივცე, არ მივცე – საკითხავი აი ეს არის… 

რიტორიკული საკითხია. ფორუმზე ამ თემაზე უკვე ათასობით გვერდი და ასეულ ათასობით პოსტია დადებული. ქალიშვილობის ინსტიტუტიო, ქართველობაო, პატიოსნებაო, ნამუსიო – რა სოუსით აღარაა განხილული ეს საკითხი. საბოლოოდ შეიძლება შემდეგზე ჩამოვყალიბდეთ:

1. ნებისმიერ მამაკაცს მოსწონს გაუკვალავ თოვლზე სიარული იქნება ეს ქართველი, რუსი, ფრანგი თუ ამერიკელი. საქმე ისაა, რომ დასავლეთის და ჩრდილოეთის ქვეყნებში მათ ეს შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ, რადგანაც იქ ქალები თავს პატივს სცემენ და იმას აკეთებენ რაც სურთ და არა იმას რაც საზოგადოებას მოსწონს.

2. სრულფასოვანი ურთიერთობა სექსის გარეშე არ არსებობს და პარტნიორის ჭეშმარიტი შეცნობა მხოლოდ ამ კომპონენტთან ერთადაა შესაძლებელი.

3. მამაკაცი, რომელიც ქალს ქალიშვილობის არ ქონის გამო იწუნებს რეალურად ადამიანს აფასებს შემაერთი ქსოვილის რამოდენიმე კვადრატული სანტიმეტრის არსებობა არ არსებობით. დაფიქრდით – რამდენად შესაფერისია ასეთი ადამიანი თქვენთვის. ადამიანი, რომელიც მუშტრის თვალით გიყურებთ…

4. პრობლების გასაღები ქალების მიერ საკუთარი უფლებების დაცვასა და საკუთარი თავისათვის წარსულის ქონის უფლების მინიჭებაშია. მე საკმაოდ ბევრ ქალს ვიცნობ, რომელმაც ისე იცხოვრა როგორც უნდოდა და მერე ოჯახიც შექმნა – ასე რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია – მთავარია მოვინდომოთ.

5. დაბოლოს პასუხი თავდაპირველ კითხვაზე… ამორალურია არ მისცე იმას ვინც გიყვარს და ვისთანაც სექსი გინდა…

6. არ გამაგონოთ მამაო, ეკლესია, ცოდვა და მონანიება… კითხეთ ერთი მამაოს არ უდგება არასოდეს?  ღმერთმა რაც მოგცა ის უნდა გამოიყენო და ეს რაღაც არ შეიძლება იყოს ცოდვილი, რადგანაც თუ ეკელსიას დავუჯერებთ ყველაფერი რაც გვაქვს ღვთისგანაა მონიჭებული. 😀

აქა ამბავი  3 –ვერ ვათავებ…

ეს პრობლემა იმდენად ყბადაღებულია, რომ მასზე დაწერა ნამდვილად ღირს. წმინდა სამედიცინო ქეისების გარდა, რომელიც რეალურად სპეციალისტის მიერ უნდა იქნას შესწავლილი არსებობს მრავალი სხვა შემთხვევა, როდესაც ადამიანი ჯანმრთელია მაგრამ მაინც “ვერ ათავებს”.

სამწუხაროდ ქალთა გარკვეულმა ნაწილმა არც იცის, რომ სექსი სიამოვნებისთვის არსებობს და არა მხოლოდ ბავშვების გასაჩენად. ქალთა ნაწილისთვის საერთოდ წარმოუდგენელია რას ყვებიან მათი დაქალები იმ ფანტასტიურ შეგრძნებაზე, რომელსაც ორგაზმი ჰქვია… აქაც სამწუხაროდ ხშირად მამაკაცია დამნაშავე, რადგანაც ქალის სექსუალურ აღზრდაზე სწორედ მან უნდა იზრუნოს. ნუ თუ თავად არ იზრუნებს ისეთი ატმოსფერო მაინც უნდა შექმნას სადაც ქალს სექსუალური თვალსაზრისით ზრდისა და შემეცნების სურვილი გაუჩნდება.

სექსუალურად თავისუფალი ქალი ქართველ მამაკაცს მხოლოდ კოშმარულ სიზმარში თუ წარმოუდგენია. ასე ხომ შეიძლება სხვა კაციც მოუნდეს იდეაში? იქნებ მერე გადაწყვიტოს რომ ეს ერთი პენისი მოწყინდა და სხვა უნდა უფრო დიდი, პატარა ან თუნდაც სხვა ფორმის? 😀 ეს ხომ კატასტროფაა… არა… არააააააა 😀

აქ ერთი ანეგდოტი გამახსენდა: ორი ძმაკაცი საუბრობს. ერთი ეუბნება მეორეს – ბიჭო რა ვქნა ცოლი მომყავს და როგორ გავარკვიო ქალიშვილია თუ არა? მეორე პასუხობს – პენისი შეიღებე ბრილიანტის მწვანით და გაარკვევ. – ეგ როგორ? -აი ისე, თუ გაუკვირდა რომ მწვანეა ესეიგი იცის ნამდვილი რა ფერისაა 😀

ჩვენი მამრების უმრავლესობა სწორედ ამ ლოგიკით სარგებლობს… შედეგად ვიღებთ იმას, რომ ქალს სექსზე არასწორი ან არასრული წარმოდგენა აქვს და ის მხოლოდ მოვალეობა გონია. დაუკმაყოფილებელი ქალი კი მტრისას. გამოდით ქუჩებში და შეხედეთ ჩვენი ქალების სახეებს. 10 დან მხოლოდ 1-2 თუ იღიმის. იმდენი მოქუფრული სახეა, რომ… ნუ რასაკვირველია აქ მიზეზი მხოლოდ სექსი როდია თუმცა ის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზია…

რაც უფრო დიდი ასაკისაა მით უფრო მეტადაა მოღუშული – არადა ქალის სექსუალობა 30 წლისთვის იფურჩქნება… მანამდე ქალი სექსუალურად ყალიბდება და სწავლობს… შესაბამისად, იდეაში სექსისგან ყველაზე მეტ სიამოვნებას და შესაბამისად კმაყოფილებას 30 დან 40 მდე კატეგორია უნდა იღებდეს მაგრამ ეს მხოლოდ ევროპაში ხდება ალბათ 🙂 აქ პირიქითაა… ჩვენთან ხომ მამაკაცები 20 წლით პატარა ქალებზე ქორწინდებიან… რომლებიც ალბათ მეზობლისთვის უნდათ საბოლოოდ…

თუმცა ვერ გათავებას მეორე სახეც აქვს. სამწუხაროდ ისე ხდება, რომ მიუხედავად დიდი სექსუალური გამოცდილებისა, გულისხმიერი პარტნიორისა და ზოგადად ჯანსაღი გარემოსი ქალთა ნაწილი მაინც ვერ ათავებს. აქ ყველაფერს ნათელს ფენს ცნობილი სურათი.

ქალის ორგაზმი იმდენად მრავალწახნაგაა, იმდენ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომ ხშირად ძნელია პრობლემის ზუსტი მიზეზის დადგენა. ასეთი ქალების ნაწილი ორგაზმს განიცდის პირველი ბავშვის გაჩენის მერე, ხოლო ნაწილს ესეც არ შველის სამწუხაროდ… მედიცინა ვითარდება და ამჟამად არსებობს ექსპერიმენტული მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ორგაზმი ნებისმიერ ქალს განვაცდევინოთ, მაგრამ ეს მეთოდები ჯერ მხოლოდ კლინიკური ტესტირების სტადიაშია…

—–

P.S.  “Anybody who believes that the way to a man’s heart is through his stomach flunked geography.” 😀

ავტორი:

Photographer, Filmmaker, Blogger

14 thoughts on “გზამკვლევი ქართველ მამაკაცთა სამყაროში

  1. დღეს ვამბობდი რომ კარცერ ლუქსები უნდა შეიქმნას, სადაც იძულებით ასწავლიან ადამიანის ანატომია–ფიზიოლოგიას და გვეშველემა, პირველ რიგში ჩემს რამოდენიმე მეგობარს ჩავსვამდი 🙂
    ამასწინად აღმოვაჩინე რომ ჯერ ლიდევ კოელიოს 11 წუთით და ლევან ბუთხუზის გადაცემით ნათლდება ხალხი გურჯისტანში

    1. კი ასეა და ზოგს მაგაზეც არ მიუწვდება ხელი ან არც უყურებს 😀 ერიდებათ, და სხვების თანდასწრებით როცა სხედან, ფუი ფუი ეს რეებს ლაპარაკობენ და მსგავსი კომენტარები აქვთ ხოლმე 😀

  2. Damn Right : )
    მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ფრიგიდული ქალები არ არსებობენ და კაცის მიდგომაა მანდ მთავარი. პოსტში აღწერილი მიზეზებიც ცხადყობს, რომ საქართველოში კაცების უმრავლესობას ფეხზე ჰკიდია მიდგომა და მხოლოდ შე–დგომაზეა ორიენტირებული.. :დ
    ხვრელის ძიების ფენომენმა წაგვლეკა მოკლედ :დ

  3. ქართველი ქალის ორი სტაბილური მდგომარეობა “დედა” და “ბოზი” ერთმანეთს ხელს არ უშლის და არ გამორიცხავს.

  4. კი მართალია არ უშლის და არც გამორიცხავს 🙂 ცუდი ისაა, რომ ჩვენს თანამემამულეთა უმრავლესობის ცნობიერებაში ქალი მხოლოდ ამ 2 ფორმთ არსებობს 🙂

დატოვე კომენტარი