ბებიაჩემი SPA სალონში


ცაიშში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი ბავშვობაში, უფრო ხშირად კი გავლით, თუმცა ისე მოხდა, რომ არც არავის უთქვამს და არც მე გამიგია, რომ ცაიშში თერმული წყლები მოედინება და ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით განთქმული სამკურნალო კურორტი ყოფილა.

არც ახლა მეცოდინებოდა ბებიას რომ არ დაერეკა გახარებულს და არ ეთქვა ჩემთვის, რომ უკვე 10 დღეა ცაიშში დადის პროცედურებზე და შედეგი აქვს, მოეშვა და გამართა ფეხები, სიარული აღარ მიჭირსო (ართრიტი).

ჩემს გონებაში უეცრად წარმოვიდგინე ცხელი მოჩუხჩუხე წყლები, ბუნებრივი ჯაკუზი, მაკუზი, მისკუზი, გადავეშვი ოცნებების მორევში კი არადა თერმულ წყლებში . . . .  მაგრამ როგორც პრეზიდენტი იტყოდა ნურას უკაცრავად! 😀

თან ვესაუბრები თან ვგუგლავ, ვარკვევ დეტალებს, სად როგორ შეუძლია ადამიანს წავიდეს, განთავსდეს ცაიშში, დაისვენოს, გადაეშვას სრულ რელაქსაციაში, ვერაფერი ვიპოვე გარდა ერთი საინფორმაციო ვიდეორგოლის, სადაც ცაიში ტირის პირდაპირი მნიშვნელობით,  ოთხივ კუთხით აღვარღვარებს თერმულ ცრემლებს, დანგრეულია კურორტი, მიწასთან არის ყველაფერი გასწორებული.

გავოგნდი! ის რისთვისაც ადამიანები უზარმაზარ თანხებს იხდიან თბილისურ სალონებში ან თუნდაც საზღვარგარეთ, აქვე ჩვენს ქვეყანაში უპატრონოდ მიედინება.

იქვე ვიდეოში ნანახ ხავსს მოვეჭიდე და ბებიას გამოვკითხე, სად და როგორ მიდიოდა, სად ჩერდებოდა, როგორ იკეთებდა ამ პროცედურებს, არაფერი, თურმე რაღაც ორი მილია გამოჩხერილი, იქ დგებიან 10–20 წუთი, ვიღაც ჭკვიანს მოუფიქრებია ეზოში შეყვანა ერთი მილის, თბილისიდან თუ მოუნდა ვინმეს ჩამოსვლა დიდი–დიდი ოჯახში გაჩერდეს სადმე ცოტა ხნით, ეს მეთოდიც ასე აპრობირებული არ არის, მოკლედ როგორც SPA–კურორტს დიდი ხანია ხალხი გადაჩვეულია უკვე.

ცაიშის ჰიპერთერმული მინერალური წყალი საყურადღებოა თავისი უნიკალური შემადგენლობით – ის სულფიდებს, ქლორიდებს, ჰიდროკარბონატებს, კალციუმს, ნატრიუმს, მაგნიუმს, აზოტს, გოგირდწყალბადს შეიცავს. სპეციალისტთა აზრით, ანალოგი არც ცაიშის წყაროებს მოეპოვება. ამ წყლით მკურნალობენ ნევრალგიას, ნევრიტს, რადიკულიტს, ქრონიკულ გინეკოლოგიურ დაავადებებს, ფსორიაზს, ეგზემას, ნეიროდერმიტს, ართრიტებს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. 

ფოტო – ცაიშის SPA კურორტი

ფოტოს წყარო: karavi.ge – (archili)

ცაიში

Sanitas Per Aqua ჩვენებურად

უფრო მეტი იხილეთ აქ 🙂

Advertisements

9 comments on “ბებიაჩემი SPA სალონში

  1. არ მიკვირს, თითქმის იგივე დღეშია მუაშის (ქვ.სვანეთი) კურორტი, რომელსაც ანალოგიური კარგი შედეგები ჰქონდა დამსვენებლებისთვის როგორც სასმელი, ისე აბაზანების სახით. თუმცა იქ ცივი მოდის, აბაზანისთვის მერე აცხელებენ, ამიტომ როგორც სასმელ წყალს ადგილობრვებში ისეთი მნიშვნელობა აქვს, ასე ადვილად არ იმეტებენ გასანადგურებლად.

    • ხო ნუ ძალიან ცუდია ეს, მაგარი რამე შეიძლება გაკეთდეს, ის რისთვისაც ადამიანი ნამდვილად ჩავა.

      და ამხელა კომპლექსის მოვლას მხოლოდ მოსახლეობა ვერ შეძლებს საკუთარი თავისთვის ვერ მოუვლია ხალხს, ეს სასმელი არ არის თან, ცხელი მოდის 85 გრადუსი ტემპერატურა. სურათები დავათვალიერე 😦 რა დღეშია

    • ჰო აბა რა სამკურნალო/სამედიცინო ტურიზმი ძალიან დაფასებულია მსოფლიო კურორტებზე და საკმაოდ ძვირადღირებულიც არის იქ დასვენება/მკურნალობა. მომღერლისთვის, მოცეკვავისთვის და წვიმიანი ამინდებისთვის კაცი ნაკლებად ჩამოვა, და ამისთვის კი ჯერ მარტო ადგილობრივები წავლენ რამდენი. გაკეთებული რომ იყოს დიდი სიამოვნებით წავიდოდი მე პირადად

  2. ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა ბიისის გოგირდის წყლის ”აბანოებში” 1 უზარმაზარი მილია დარჩენილი და იქედან უზარმაზარი წნევით მოდის წყალი :დ არანაირი შემოღობილობა, სრული გულახდილობა :დ

    არადა რევმატულ დაავადებებს კურნავს თურმე 😦

    პ.ს ჩემი ბებოც დადიოდა ხოლმე სპა სალონში :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s