Posted in აქეთური იქეთური

მოდი გამაძეგლე გიჟო!!


ადრე იყო და მგონი ახლაც არის საფლავისთვის ადგილის მონიშვნა, ერთი მოკვდება და მის გვერდზე დანარჩენი ოჯახის წევრების ადგილის მონიშვნა მიღებული ფორმაა, იხდი შესაბამის თანხას და სამოთხეში თუ არა მიწაში ადგილი გარანტირებული გაქვს.

პარალელურად ახალი ტენდენცია იღებს ფორმას, აქ ფორმა დამოკიდებულია ზომაზე, წონაზე და დამსახურებაზე.

მართალია ადგილს წინასწარ ვერ მონიშნავთ (ჯერ) მაგრამ იმედს ნუ დაკარგავთ, ვინმე ღვთისნიერი ააგორებს კამპანიას თქვენი გაძეგლების მიზნით და რა იცი რა ხდება?!

ძეგლდენცია ჯერ კიდევ XIX-ის მეორე ნახევრიდან იწყება საქართველოში, ამ ხნის მანძილზე მრავალი კულტი თუ კერპი გვყავდა, რაც მოგვიანებით პირდაპირ ძეგლის აღმართვასიწვევდა. (რა კარგები არიან ინგლისელები, შესაფერისი სიტყვა აქვთ – to erect (a building, a monument etc)).

პოლიტიკური მოღვაწეები, პოეტები, მწერლები და ა.შ. ძეგლები, ძეგლები, ძეგლები ჩქარა!! რეჟიმი იცვლება, ძეგლებიც იცვლებიან, ავტომატური მაინც იყოს ეს ოხერი, ჩავიდეს ძველი, ამოვიდეს ახალი და ა.შ. ხან ადგილი არ მოსწონთ, ხან ფონს არ უხდება, ამის დრო აღარ არის, ეს უნდა მოვხსნათ, ტვინიდან უნდა ამოვირეცხოთ და ა.შ   ტვინიდან მგონი ზოგადად ძეგლომანია უნდა ამოირეცხოთ, მიუხედავად სხვადასხვა ქვეყანაში რეჟიმის ცვლილებისა, ძეგლებისთვის და მონუმენტებისთვის ხელი არავის უხლია, მაგალითად  გერმანიაში. ისინი დარჩა, როგორც კულტურის ნიმუში და ისტორიის ნაწილი, რომლითაც აქტიურად ინტერესდებიან ტურისტები.

ძეგლი დგას იქამდე, სანამ ასეთი გვერდი არ გაჩნდება – მოაშორეთ !

ეჭვი მაქვს, ირაკლი ჩარკვიანი გაიცინებდა, ფეისბუქზე   ეს გვერდი რომ ენახა; თან გაიცინებდა, ერთს გააბოლებდა და მაგარს დასცინებდა იდეის გენერატორებს 😀 😀

რა შეუკიკინეს ამ კაცს, ათასნაირად შეიძლება ადამიანის მიმართ პატივისცემა გამოხატო და რატომ მაინც ძეგლი?!

ეჰ, მესმის თქვენი ძვირფასო საზოგადოებავ! ძეგლივით მძიმეა პეროც, ღმერთმა მსუბუქად გატარებინოთ იგი . . .  🙂 🙂

დავითს რედისონი არ უყვარდაო, ნახსენებია ერთ ისტორიული წყაროში, ჰოდა, არიქა დავითს არ ეწყინოსო და მოჰკიდეს აქეთ-იქედან ძეგლს ხელი, ენდნენ რუჩკებს და წააცუხცუხეს ქალაქის გასასვლელში თუ შემოსასვლელში (ნუ გააჩნია მიდიხართ თუ მოდიხართ) და დააბრძანეს იქ, ხალხს ან დახვდება ან გააცილებსო.

თავისუფლების მოედანზე, მანქანით მიმავალი თუ ბოლომდე თვალს ააწვდენთ, 40 მეტრიან თავისუფლების მონუმენტს, დიდი შანსი გაქვთ წრიულიდან პირდაპირ ცათა სასუფეველში მოხვდეთ.

ჰო მართლა, ჭონქაძის ქუჩაზეც ფრთხილად იყავით, საშიშია, ძალიან მალე შეიძლება თქვენსკენ გამოქანებული ძეგლი  (სახელად – უცნობი მოექანება) ან ნებისმიერი სხვა რამე დაინახოთ რისი გამოქანებაც თქვენსკენ შეიძლება.

ამას წინათ ვიღაცას დავეჯახე, ოჰ, შევწუხდი, მოვიხედე, მოვუბოდიშე, თურმე ძეგლი ყოფილა 😦

სუნთქვა მიჭირს, რამდენი ძეგლია 😦

ჩარკვიანის ძეგლისთვის ანგარიშის გახსნა კი არა გურამ დოჩანაშვილს შეუგროვეთ ფული და დაეხმარეთ! კაცი ცოცხალი ძეგლია უკვე ლამის!

პრეზიდენტის ტრამპაცუმპა დაბადების დღეების მილოცვით ნუ მოტყუვდებით, სინამდვილე ძეგლივით გვხვდება თავში.

არსებული რეალობიდან გამომდინარე, ორი ძეგლის დადგმას ვისურვებდი, ერთი იყოს ”არამკითხე მოამბე მიტყიპე და მიაგდე”-ს კონცეფციით  და მეორე ”ატრაკებს და უხარია” კონცეფციით, დამერწმუნეთ ორივე ტიპის ძეგლი ძალიან აქტუალური და კოლორიტული იქნება ქალაქის ფალოსიერისთვის. ფრიად მომრავლდნენ მოხარული, მისატყეპ, მისაგდები გამტრაკებლები.

პ.ს. და ამ პოსტის წერის დროს მომივიდა კიდევ ერთი იდეა: ყველაფერს რომ თავი გავანებოთ მეგობრებო, ტრაკში პეროიანი ერთი ძეგლი მაინც როგორ არ უნდა გვქონდეს ქალაქში, ჰა? რამდენი პეროიანი დადის, ხომ უნდა მივაგოთ მათ ღირსეული პატივი სიცოცხლეშივე.

პოპულარობას მალე მოიპოვებს და შემდეგ დამზადდება პეროიანი ტრაკუცუნა ბრელოკები, ბროშები, სარჭები და აქ უკვე ფინანსური მოგებაც აქიცინებს თავის ტრაკს.

თუ კარგად მოიქცევა პეროს გავურჭობთ

დღლუმპ

გურამ დოჩანაშვილი – მას დახმარება სჭირდება და არა ძეგლი

ავტორი:

Photographer, Filmmaker, Blogger

23 thoughts on “მოდი გამაძეგლე გიჟო!!

  1. ძალიან კარგი პოსტია.
    აბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერში.
    მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა ძალიან მიყვარს და ძალიან მენატრება ის, როგორც ახალი მუსიკის შემქმნელი.

    საერთოდ ვის მოაფიქრდა ასეთი სისულელე??? თვითონ ირაკლიც კი ამის წინააღმდეგი იქნებოდა.
    ქეთათომ კი თქვა, ირაკლის თუ არა, სხვას ვის უნდა დაუდგანო… გამოვშტერდი.

    ეს ხალხი ვერაა.

  2. არა მონუმენტური და სახალისო ძეგლები კარგია.. ჩარკვიანისაც თუ არ იქნება პათეტიური დადგან .. ლეგალიზება იქნება იმ სუბკულტურის რმელსაც ჩარკვიანი წარმოადგენდა..

  3. “არსებული რეალობიდან გამომდინარე, ორი ძეგლის დადგმას ვისურვებდი, ერთი იყოს ”არამკითხე მოამბე მიტყიპე და მიაგდე”-ს კონცეფციით და მეორე ”ატრაკებს და უხარია” კონცეფციით, დამერწმუნეთ ორივე ტიპის ძეგლი ძალიან აქტუალური და კოლორიტული იქნება ქალაქის ფალოსიერისთვის”-ვაიმე რა კარგი იყო 🙂 .ვიცინე, არადა სატირალიც რომაა? ხო არასდროს არ დამთვარდა ამ ქვეყანაში კერპომანია.

    1. ამჯერად კერპს ის ’პროგრესული საზოგადოება” მოითხოვს რომელიც ებრძვისდა დასცინის წინა კერპებს 😀

  4. ვერ გავიგე ვერაფერი. განსაკუთრებით ის ვერ გავიგე პეროზე რატომ იყო პოსტის ნახევარი. ნუ გადავიტან და რამე, მაგრამ მაინც :დ

    1. გადამლაშებულად ვიცით ყველაფერი და სტანდარტული ძეგლომანია გვჭირს. კრეატივში და ადგილმდებარეობის შერჩევაში, ქალაქის არქიტექტურაზე მორგებაში და ა.შ. მაგრად გვიჭირს.

      1. ამაში გეთანხმები 🙂 პრინციპში მხედველობაში ქართული ძეგლები არც მქონდა 🙂
        ბათუმში მომწონს ბევრი ძეგლი, ქუთაისშიც რამდენიმე 🙂

Leave a reply to civiseli კომენტარის გაუქმება