Posted in ლიტერატურა

ჩემი ჟიულ ვერნი

გუგლის დუდლმა შემახსენა რომ ჟიულ ვერნის დაბადებიდან 183 წელი შესრულდა.

”ოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ”, ”80 დღე დედამიწის გარშემო”, ”მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ” და სხვა მრავალი არაჩვეულებრივი სამეცნიერო ხასიათის ნაწარმოები დაგვიტოვა ამ შესანიშნავმა მწერალმა. უფრო მეტიც ლიტერატურაში, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯებიც სწორედ მან გადადგა.

მახსოვს ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობდი, ხან წყალქვეშ ვეშვებოდი თავდავიწყებით, ხან დედამიწის გარშემო ვმოგზაურობდი ისე, რომ საჭმლის ჭამაც კი მავიწყდებოდა . . .

მისი ბრალია ალბათ ასე რომ გადავირიე წყალზე და წყალქვეშა სამყაროზე, ეს სწორედ ის ავტორია რომლის წაკითხვაც ყოველთვის მესიამოვნება და ყველას ვურჩევ პატარას თუ დიდს.

იხილეთ მეტი 🙂

 

ოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ (1954წ)

უოლტ დისნეის ერთადერთი ნაწარმი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში და იმ დროს ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმი, მთავარ როლებში კერკ დუგლასი, ჯეიმს მეისონი, პოლ ლუკასი