Posted in Photography, Travelling

გულჰანეს პარკი სტამბოლში

სტამბოლის დიდი მასშტაბების მიუხედავად, ქალაქს სულ 6 პარკი აქვს. გულჰანეს პარკი, თარგმანში ყვავილების სახლი, ერთ-ერთია ამ ექვსი პარკიდან, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიხვიდეთ და დაისვენოთ, წამოსხდეთ მწვანე მოლზე, ხის სკამებზე და პატარა ხიდებზე შადრევნების გარშემო.

გულჰანეს პარკი გახლავთ სწორედ ის ადგილი, სადაც მუსტაფა ქემალ ათათურქის პირველი ძეგლი დადგეს, 1926 წელს. ამჟამად, პარკი ტოპკაპის სასახლეს ეკვრის, თუმცა ერთ დროს იგი სასახლის განუყოფელი ნაწილი იყო და საზოგადოებისთვის 1912 წელს გაიხსნა.

მიუხედავად იმისა რომ პარკის არსებობის შესახებ ვიცოდი, პარკში მაინც სრულიად შემთხვევით მოვხვდით, რადგან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტოპკაპის სასახლე ჩვეულებრივზე ადრე დაკეტეს იმ დღეს და ვერ შევედით სასახლეში.

აქვე პარკიდან შეგიძლიათ დატკბეთ ბოსფორის და მარმარილოს ზღვის ულამაზესი ხედებით და მოინახულოთ ტექნოლოგიებისა და მეცნიერების მუზეუმი, სადაც დაცულია ისლამური სამყაროს VIII-XVIII საუკუნეებით დათარიღებული გამოგონებების ნიმუშები.

გულჰანეს პარკი
გულჰანეს პარკი

ფოტოები გულჰანეს პარკიდან

Posted in საზოგადოება

მუშათა ხსოვნის დღე სტამბოლში

აქციებს დავდევ თუ აქციები დამდევენ მე უკვე აღარ ვიცი, ერთი სიტყვით, დღეს, 28 აპრილს, სტამბოლში მუშათა ხსოვნის დღე აღნიშნეს დემონსტრაციით და მცირე აქციით.

აქციის მონაწილეები ძირითადად იმ ადამიანების ოჯახის წევრები  და თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც დაიღუპნენ, დაშავდნენ სამუშაო ადგილზე ან მიღებული საწარმოო ტრავმა სამუდამოდ აისახა მათ ცხოვრებაზე.

ხსოვნის დღის სლოგანია “გახსოვდეთ წასულები და იბრძოლეთ სიცოცხლისთვის”

= Workers’ Memorial Day in Istanbul = 

28april

workersday

memorialday