Posted in საზოგადოება, Photography

ქალები ყვავილებით

დღეს ოფიციალური უქმე დღეა, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც დღენიადაგ მუშაობენ, ყოველგვარი შესვენების/დასვენების გარეშე. თუ რაღაც 8 მარტზე მეტად მნიშვნელოვანი არ მოხდა მათ ცხოვრებაში, მაგალითად ვინმეს გარდაცვალება ან ქორწილი, ისე სამუშაო ადგილს არ ტოვებენ.
ამგვარად, დღეს, ერთი ჩვეულებრივი დღე იყო ნავთლუღის ბაზარში, სადაც ფილმის მოსამზადებელი სამუშაოების მიხედვით საცდელი გასვლა მქონდა.

მაშ ასე, ესეც მცირე რეპორტაჟი – “ქალები ყვავილებით ანუ ერთი დღე ნავთლუღის ბაზარში”

TAM_5035 Continue reading “ქალები ყვავილებით”

Posted in საზოგადოება

უსაქმურობის უქმე დღეები

გარდა შაბათ–კვირისა თვეში რამდენჯერ ვისვენებთ ოფიციალურად და არაოფიციალურად? ერთი შეხედვით და მეორე შეხედვითაც ძალიან ბევრჯერ, უფრო სწორად ზედმეტად ბევრჯერ.

შრომის კანონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ შედარებით ნაკლებია დასვენების დღეები, აი საეკლესიო კალენდარს თუ მივყევით, ზოგზოგიერთის ნება რომ იყოს ყოველ მეორე დღეს დასვენების დღე იქნებოდა, უფრო სწორად კურთხეული უსაქმურობის დღე.

ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში, როდესაც ისე ხდება რომ სამსახურში საქმე არ გაქვთ, რას აკეთებთ? ეგ დასვენება არ არის? კიდევ ოფიციალურად რომ არ დაგვემატოს დასვენების დღეები.

იანვარი, იგივე დასვენების თუ გასვენების თვე, კალენდრიდან ამოსაგდებია საერთოდ, დასაქმებულებსაც მეტი რა უნდათ, გაქცევაზე უჭირავთ თვალი, დამსაქმებელს დასაქმებულზე უჭირავს თვალი რომ არ გაექცეს, დროზე ადრე სახლში.

და ასე მუდმივად . . .

მოკლედ, ვინც ვმუშაობთ გაგვატარეთ ბატონო, არ გვინდა ამდენი უსაქმური უქმე დღეები, შეიძლება რომ კვირაში ერთხელ მქონდეს ლექციები შაბათ დღეს და ისიც დედის დღე დაემთხვეს?! გვეყო ამდენი დასვენება! ვიმუშაოთ, თუ იქნებ იმის იმედი გვაქვს რომ ჩვენს გასაკეთებელს მოვა და ვინმე კეთილი ფერია გააკეთებს?!

————————————————————-

საქართველოში ოფიციალური უქმე დღეებია:

Posted in აქეთური იქეთური

სა8მარტო ფიქრები ხუთ ნაწილად

დღეს დილით ვარჯიშზე ვიყავი და სახლისკენ მომავალმა რამოდენიმე პროფილაქტიკას ჩავუარე, სავსე იყო მანქანებით, რიგები იდგა.

პირველი ფიქრი: ქალების დღეს კაცებმა მანქანებისთვის მოიცალეს, მაშინ როდესაც მთელი წელი ისედაც მანქანის მეტი არაფერი ახსოვთ.

მეორე ფიქრი: ქალების ძირითადი კონკურენტები მანქანები არიან;

მესამე ფიქრი: გენდერული ბალანსი არა ქალსა და მამაკაცს, არამედ ქალს, მამაკაცს და მანქანას შორის უნდა დავიცვათ.
Continue reading “სა8მარტო ფიქრები ხუთ ნაწილად”