Posted in საზოგადოება

აქა ამბავი საყოველთაო აღწერისა

საყოველთაო აღწერის შესახებ ვიდეორგოლები, საინფორმაციო ბანერები და ა.შ. დიდი ხანია თვალში გვხვდება და სახლში აღმწერს ველით, რაღაც დროს. აი ეს დღეც დადგა. ამ დილით გვესტუმრა აღმწერი და ვიდრე ერთი ოთახიდან მეორეში გამოვედი, ეროვნების, აღმსარებლობის და შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ გრაფები დამოუკიდებლად, უკითხავად უკვე შეევსო, და მითუმეტეს არც ის განუმარტავს რომ ამ კითხვებს ალტერნატიული პასუხიც ჰქონდა – უარი პასუხზე.

ერთი სიტყვით, ავიღე ანკეტა და დარჩენილი ნაწილი თავად შევავსე, თქვენც ამას გირჩევთ, თორემ ისევ გასაოცარ სტატისტიკას მივიღებთ, არავის არ ესიზმრება წინასწარ ანკეტის კითხვები და საერთოდ, რატომ უშვებს აღმწერი, რომ ყველა ქართველია, მართლმადიდებელია და შეზღუდული უნარებიც არ აქვს, ცოტა არ იყოს და გაუგებარია, ასე გასაოცრად დატრენინგებული და მომზადებული პროგრამიდან.

მოკლედ, გუნდა არ კეთდება რა 😀