ჩვენ ოთხნი

ბავშვობაში წაკითხული წიგნი, ისე ძლიერად იდგამს ფესვებს შენში, რაც არ უნდა წაიკითხო მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე, ასეთ ძლიერ შთაბეჭდილებას ვერაფერი მოახდენს და ვერ გახდება შენი იდენტობის ნაწილი.

დავფიქრდი, რომელი იყო ჩემთვის ასეთი წიგნი; ბევრი წამიკითხავს, ერთი ამოსუნთქვით, წიგნის სამყაროში ცხოვრებით, შეგრძნებებით, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით, სხვადასხვა ღირებულების მატარებელი, ეპოქის, ავტორის, მაგრამ როდესაც ახსენებენ წიგნიდან მიღებულ შთაბეჭდილებას, ყოველთვის ერთი წიგნი მიდგას თვალწინ, ეს არის – ჯეკ ლონდონის “დიდი სახლის პატარა დიასახლისი”.

სცენაც მახსოვს. ზაფხულის არდადეგებს ერთი ჩვეულებრივი დღე იყო სოფელში. კიბის ქვეშ დამაგრებულ ჰამაკში ჩავწექი და დავიწყე. არც ისე დიდი წიგნია, თუმცა ვერც პატარას იტყვი. დილით რომ დავიწყე, საღამომდე თავი ვერ ავწიე.

ოთხივემ ერთად ვიცხოვრეთ, ერთ დღეში და ერთ ჰამაკში, ფეხებთან მზე დაგვნათოდა, გვცხელოდა, მაგრამ არ ვიმჩნევდით. ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ არ ვუმხელდით, ვიყავით ჯიუტები და თავზეხელაღებულები, გვიყვარდა საცურაო კოსტიუმებით ჯირითი, სურვილებით და ვნებით ყველაფერს ვწვავდით, მაგრამ არასდროს არ გვქონდა სექსი. ვგრძნობდით ერთმანეთის ღალატს და სიცივეს, გვესმოდა წასვლის ნაბიჯების ხმა, მაგრამ მაინც გვიყვარდა ერთმანეთი. უპირობოდ. ჩვენ ხომ დაშლილი მთლიანობის ნაწილები ვიყავით, რომლებიც ერთმანეთს ნებისმიერი მანძილის მიუხედავად იზიდავენ, მთავარია ოდნავ მაინც ფეთქავდეს რომელიმე ნაწილი და ერთი მეორესთან აუცილებლად მივა, მესამესთანაც, მეოთხესთანაც და მიიკრავს.

ჩვენი ფეხებიდან მზის სხივები გაქრა. პაოლა ყველაზე ადრე ადგა. ჰამაკში მე, დიკი და ევანი დავრჩით. ევანიც მალე წავიდა. დიკ ფორესტი კი სამუდამოდ ყველაზე მიმზიდველ, მამაკაცურ იდეალად დარჩა, ჩემს ყველაზე არაბავშვურ, მაგრამ მიამიტურ წარმოსახვებში.

სხეულზე, მთელი ღამე, ჰამაკის ნაჭდევებს, ტკივლს და წვას ვგრძნობდი.

Белый клык

С особенной яростью и жестокостью Северная глушь ломает упорство человека, потому что человек – самое мятежное существо в мире, потому что человек всегда восстает против ее воли, согласно которой всякое движение в конце концов должно прекратиться.

Волки – это сухопутные акулы. – (Билл)

Кто боится порки, тот все равно что выпорот. – (Генри)

Голод и ярость обычно сопутствуют друг другу.

Ими владела любовь – чувство еще более суровое и жестокое, чем голод. – (о стае волков)

Исхода борьбы с живым существом никогда нельзя знать заранее.

Плотные стены пещеры, резкие толчки носом, которыми наделяла волчонка мать, сокрушительный удар ее лапы, неутоленный голод выработали в нем уверенность, что не все в мире дозволено, что в жизни существует множество ограничений и запретов. И эти ограничения и запреты были законом. Повиноваться им – значило избегать боли и всяких жизненных осложнений.

Вещи бывают живые – и неживые. И живых вещей надо остерегаться. Неживые всегда остаются на месте, а живые двигаются, и никогда нельзя знать заранее, что они могут сделать.

Жизнь достигает своих вершин в те минуты, когда все ее силы устремляются на осуществление поставленных перед ней целей.

Цель жизни – добыча. Сущность жизни – добыча. Жизнь питается жизнью. Все живое в мире делится на тех, кто ест, и тех, кого едят. И закон этот говорил: ешь, или съедят тебя самого.

Жизнь – это неутомимая жажда насыщения, а мир – арена, где сталкиваются все те, кто, стремясь к насыщению, преследует друг друга, охотится друг за другом, поедает друг друга; арена, где льется кровь, где царит жестокость, слепая случайность и хаос без начала и конца.

White Fang, 1906, Jack London