Posted in აქეთური იქეთური

ბუკინისტური მაღაზია ბათუმში <3

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის დასრულების შემდეგ, ბოლო დღე თითქმის სრულად დავუთმე ბათუმში ბოდიალს და ზუსტად მაშინ აღმოვაჩინე ეს კუსკუსა და წიგნებით გადავსებული მაღაზია ფარნავაზ მეფის 7 ნომერში. 😉

მაღაზია განსაკუთრებით გაუხარდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსულენოვან ლიტერატურას კითხულობენ; აქვე ნახავთ ლიტერატურას სხვა ენებზეც, როგორც მხატვრულს, ასევე სპეციალურ ლიტერატურას, მაგალითად მედიცინის კუთხით, ბევრ საბავშვო წიგნს და ა.შ.
Continue reading “ბუკინისტური მაღაზია ბათუმში <3”

Posted in აქეთური იქეთური, Tbilisi

უჩვეულო წიგნის ფესტივალი – 2012

წიგნის წლევანდელ ფესტივალზე ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, სხვადასხვა საგამომცემლო სახლების სტენდები, მოკრძალებული ფასდაკლებები და ბევრი ხალხი.

აქვე ერთი შენიშვნა: ორიოდე სტენდის გარდა არსად არ იყო ბარათით გადახდის საშუალება . . .

ხალხმრავლობა შეინიშნებოდა პალიტრა L–ის სიახლოვეს, ნორმალური ფასდაკლებებით და სატვირთოების მიმდებარედ, დიდი ხნის ლოდინისგან დამაშვრალი ხალხით, რომელთაც მაკულატურის სანაცვლოდ ახალი წიგნები სურდათ.

მეც მოვაგროვე სახლში ტელეფონების, ტელევიზორების, კომპიუტერების სქელტანიანი და მრავალენოვანი ინსტრუქციები, ასევე სკოლის ძველი წიგნები, ჟურნალ–გაზეთები, რვეულები და სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლის დროს შემორჩენილი ასლები (A4).

რიგში ჩავეწერე 160–ე ნომრად, მაგრამ მალევე გადავიფიქრე და პირდაპირ პავილიონისკენ გავეშურე.

აქვე მომიწია “მაკულატურის” შეთვალიერებაც, ადამიანებს ტომრებით ჰქონდათ მოტანილი სხვადასხვა ნაწარმოებები, ზოგი ტომეულებადაც, აქა–იქ iსეთი წიგნებიც დავლანდე, რომლისთვისაც ნებისმიერი ჩვენთაგანი სახეს მოიხევდა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, წიგნები, რომელთა ფასიც ბუკინისტებთან  7–15 ლარამდე მერყეობს, თუ მეტი არა.

პალიტრა L ერთ–ერთი საუკეთესო კომმპანიაა ამ მიმართულებით, თუმცა “სამაკულატურე” ნუსხაში ნამდვილად არ იყო ისეთი წიგნები, რომლისთვისაც ისევ წიგნის მიტანა ღირდა.

გარდა ამისა, საერთო წონიდან აკლებდნენ ყდების წონას და ამის გამო დაიწყეს ყდების მოხევა და ისე ჩაბარება.

 

დამატებით საკითხავი

სხვა ფოტოები                                                                                       Paper Art 

 

 

 

 

ჩემი შენაძენი კი ასე გამოიყურება: 

“ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები” – ერიკ–ემანუელ შმიტი

“ავღანური დღიურები” –  დიანა იანსე

რენესანსის ეპოქის ხელოვნება (კატალოგი) – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

H2SO4 ხელახალი გამოცემა

და 2 წიგნი “ეს სამყაროა” სერიიდან ბავშვებისთვის საჩუქრად