Posted in კულტურა, ლიტერატურა

ლიტერატურა, ციხე და რუსული მენტალიტეტი

ციხის თემა ძალიან გავრცელებულია რუსულ ლიტერატურაში.

ამის სათავე შეიძლება რუსულინ ოქროს ხანის პოეტების – პუშკინის, ლერმონტოვის ნაწარმოებებში ვეძიოთ, რომლებიც ხშირად აკრიტიკებდნენ მეფის რუსეთს და ავტოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც მოსახლეობის ღარიბი ნაწილი

მოკლებული იყო საკუთარი უფლებების რეალიზებას. ხოლო ამ პოეტებს, ლიბერალური შემოქმედების გამო, ხშირად შორეულ გადასახლებაში აგზავნიდნენ.
ანტონ ჩეხოვი ესტუმრა კუნძულ სახალინს (ციხე–კუნძული 1917 წლამდე), მწერალმა სამი თვე დაჰყო კუნძულზე და დაწერა „Остров Сахалин“, სადაც მოგვითხრო, თუ როგორ საშინლად და დამამცირებელად ეპყრობოდნენ იქ მცხოვრებ ადამიანებს.
კიდევ ერთი მწერალი და ჟურნალისტი, რომელიც ეწვია სახალინს იყო – ვლას დოროშევიჩი; მან დოკუმენტალურად აღწერა მსჯავრდებულების ცხოვრება, მათ შორის ლეგენდარული მძარცველი ქალი – სონია ბლიუვშტეინი (Сонька Золотая Ручка).

მიუხედავად რუსეთში მონარქიის დამხობისა, ამით ადამიანების რეპრესიები არ დასრულებულა.
სტალინმა, ლენინის გარდაცვალების შემდეგ, რეპრესიების ახალი ერა დაიწყო, შექმნა რა ე.წ. გულაგები. მილიონობით უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის ცნობილი მეცნიერები, ექიმები და ხელოვანები „საბჭოთა ხალხის მტრებად“ შერაცხეს და ამ ბანაკებში გააგზავნეს სხვა ჩვეულებრივ დამნაშავეებთან ერთად.
გულაგებში გამეფებული სისასტიკის მასშტაბები შესანიშნავად აღწერა ალექსანდრე სოლჟენიცინმა, თავის ეპიკურ რომანში „Архипелаг ГУЛаг“.

კიდევ ერთი მწერალი, სერგეი დოვლათოვი შეეცადა ციხის თემის გაშლას, თავის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში „ზონა: ციხის ზედამხედველის ჩანაწერები“, სადაც საბჭოთა ციხე, სწორედ ციხის ზედამხედველის რაკურსიდან არის წარმოდგენილი.
საუკუნეების მანძილზე, ხალხი ცენტრალურ მთავრობას (მაგ. მეფეებს ან კომუნისტურ პარტიას) ხედავდა როგორც რეპრესიულ მანქანას, სადაც ხალხის კუთხეში მისაყანებლად ერთადერთი ეფექტური საშუალება დაპატიმრებების სერია იყო.
ხოლო ოქროს ხანის მეამბოხეებს დღესაც დიდ პატივს სცემს რუსი ხალხი.

კომუნიზმიდან კაპიტალიზმისკენ უხეშმა გადართვამ, მძიმე გარდამავალი პერიოდი გამოიწვია; წამოვიდა უმუშევრობის დიდი ტალღა, რაც თავის მხრივ, 90-იან წლებში კრიმინალურ ცუნამად გარდაიქმნა. ქუჩები სავსე იყო ციხიდან ახალგამოსული ხალხით და პირიქით, კიდევ ბევრსაც აპატიმრებდნენ.

თინეიჯერები გაერივნენ ყოფილ პატიმრებში, რომლებმაც თავის მხრივ, სწრაფად აითვისეს ციხის სლენგი და მენტალიტეტი. უფრო უფროსები ქმნიდნენ ბანდფორმირებებს, ციხის იერარქიის გათვალისწინებით, ცუდად ეპყრობოდნენ თავისზე უმცროსებს ან იმ ადამიანებს, რომლებიც არ ეწერებოდნენ მათ ჯგუფში. მათი მსხვერპლი ბავშვებიდან ზოგი მხოლოდ 4 ან 5 წლის იყო, რომელთა პიროვნულ განვითარებაზე, თვითშეფასებაზე და პირად წარმატებაზე ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა სწორედ ასეთმა გარემომ.
ყველაზე დიდი საზღაური, რასაც ახლა ვიხდით ამ ყველაფრისთვის არის ის, რომ ციხის ცხოვრება შეერწყა მეინსტრიმის კულტურას.
ასე მაგალითად, ყველაზე პოპულარული რუსული ტელესერიალები ასევე ციხეებს, ციხის ცხოვრებას ეხება. ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჟანრი – დანაშაულის და ციხის მოტივებზე აგებული რუსული შანსონია.

რუსული კრიმინალური დრამა “Бригада” (2002) მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ხელიხელ აგოგმანებს კრიმინალურ ავტორიტეტებს, ძალიან კარგად ასახავს სწორედ ამ, 1989-1999 პერიოდს.

მიუხედავად იმისა რომ, 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ერთი შეხედვით ღია ქვეყანა იყო, ქვეყნის მოქალაქის შეგრძნება ჯერ კიდევ შორს იყო თავისუფლების შეგრძნებისგან.
თუ თვალს ადევნებთ მიმდინარე მოვლენებს, ქვეყანას მართავს KGB-ს ყოფილი თანამშრომლების ჯგუფი, კრიმინალური კორპორაცია. თუ ვინმემ წინააღმდეგობა გაუწია პუტინს და მის მომხრეებს, ან მკვდარია ან ციხეშია (მაგალითად, ხოდორკოვსკი).
თუმცა შარშან სიტუაცია შეიცვალა, ფეხს იდგამს ახალი საზოგადოება, რომელიც უფრო დარწმუნებულია თავის ქმედებებში, უფლებებში. გასულ ზამთარს, ათასობით ადამიანი გამოვიდა რუსეთის ქალაქებში, რომლებიც დუმის გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ.
მაგრამ, მიუხედავად ამ ახალი ტალღისა, რუსი ხალხის უმრავლესობამ პუტინს მისცა ხმა ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში (ოფიციალური თუ დამოუკიდებელი ეგზითპოლების შესაბამისად).
მაშ რატომ აძლევს ხალხი ხმას იმ მთავრობას, რომლისაც არ სჯერა? ვფიქრობ პასუხი ისევ ციხის ფსიქოლოგიაშია, რომელიც გავლენას ახდენს რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილზე.

ჩემი აზრით, ამ ფსიქოლოგიის სახასიათო შტრიხებია:
– ავტორიტეტისადმი შიში და უნდობლობა
– ფულისა და ძალაუფლების პატივისცემა (მაშინ როდესაც ინდივიდის ძირითადი უფლებები უგულებელყოფილია)
– თავისუფლების, როგორც რაღაც მიუწვდომლად ან ზღაპრად წარმოდგენა
– სამოქალაქო საზოგადოების წარმატებაში ეჭვის შეტანა/ურწმუნობა
– ციხის იერარქიის, როგორც საზოგადოების ნორმალური, შესაფერისი მდგომარეობის მიღება.

სანამ რუსეთში ეს ფსიქოლოგია დომინირებს, ლიტერატურა კვლავ შეეცდება დაინახოს კავშირი ციხესა და ადამიანის სულს შორის, ციხესა და სახელმწიფოს შორის, ციხესა და საზოგადოებას შორის, და ა.შ.

პოსტის ეკუთვნის გრიგორი რიჟაკოვს

 

შემდეგ პოსტში განვიხილავთ გ. მანველიძის მგლებს, ტელესერიალებს “მგლების ხორუმი” და “ცხელი ძაღლი”, ბიძინა კვერნაძის

“ასეთია ქურდი კაცის ბედი
ფათერაკი უკან დასდევს მუდამ
და სიცოცხლის ნახევარზე მეტი
ციხე-ციხე გაატაროს უნდა” – ს

მელოდიის თანხლებით 😉

Posted in აქეთური იქეთური

ცოცხები, ცოცხები everywhere

ნამდვილი იყო თუ არა კადრი ცოცხით, ნამდვილად იყო თუ არა ტრაკში ცოცხი, არა ეგ არ იყო ტრაკში ცოცხი, ვიდეოს მომწოდებელს (?) არსად არ უთქვამს რომ ეს იყო ტრაკში ცოცხი. თუმცა საზოგადოება დღემდე დავობს ამაზე იყო კი ცოცხი ტრაკში დანამდვილებით.
მაგრამ მე თუ მკითხავთ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ერთგვარი სიმბოლო გახდა და ყველა დარწმუნდა, თან რეალისტურად დარწმუნდა რომ ცოცხი არის ყველგან, გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ ისე მტკივნეულად როგოც პირდაპირი მნიშვნელობით.

მოდი განვიხილოთ ცოცხი ისე როგორც ის ნივთი, რომელიც ერთი ურემის გადაბრუნების შემდეგ გამოჩნდა.
და აღმოჩნდება რომ
– ცოცხი არის ჭიათურის მაღაროებში
– ცოცხი არის რკინიგზაში
– ცოცხი არის ქართულ მტაცებლურ და შემდგომ ქველმოქმედებით გაბრწყინებულ ბიზნესში
– ცოცხი არის დეზერტირების ბაზარში
– ცოცხი არის ქათქათა ბათუმის გარეუბნებში
– ცოცხი არის დევნილების დასახლებებში, რომლებიც კარდაკარ დადიან აგერ უკვე ბოლო 20 წელია
– ცოცხი არის უნივერსიტეტებში, აგერ ჩემს უნივერსიტეტს ბარე ორი რექტორი ჰყავს ახლა, მაგრამ მაინც ნაგავია
– ცოცხი არის ციხეებში
– ცოცხი არის ორ პარლამენტს შუა

ცოცხები, ცოცხები everywhere

ურმები დომინოს პრინციპით ტრიალდებიან, ამავე პრინციპით უფრო მეტი და მეტი ცოცხი ჩნდება.

უფრო პესიმისტები ფიქრობენ რომ ცოცხი კი არ არის ტრაკში, არამედ ამ ყველაფრის გადამკიდე ჩვენ ვართ ტრაკში ზოგადად. უფრო სირაქლემები ფიქრობენ რომ ცოცხი ტრაკში არის უბრალოდ ცოცხი ტრაკში და არავითარი სიმბოლიკა. უფრო ოპტიმისტები კი ფიქრობენ, რომ ეს ცოცხი კი არა ეკლიანი ვარდია, imagine.

მე რას ვფიქრობ ის კი დავწერე უკვე.

 

ესეც პოსტისეული ინსპირაციით ზურიუსის ვიდეოც