Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

ფეხბურთის ფანები თუ ქაჯები?

“შუადღისას წავედით ფეხბურთის მატჩზე თბილისისა და კიევის გუნდებს შორის. ეს იყო თვალწარმტაცი, სწრაფი და ცხარე ფეხბურთი. ვეება სტადიონზე თამაშს ესწრებოდა სულ მცირე ორმოცი ათასი მაყურებელი. ისინი ძალზე ემოციურად განიცდიდნენ მატჩის მსვლელობას, ვინაიდან კლუბების შეჯიბრი აქ სარგებლობს უდიდესი პოპულარობით. თუმცა თამაში სწრაფად და მძრაფრად მიმდინარეოდა და გააფრთებით იბრძოდნენ ბურთისთვის, არც შეხლა-შემოხლა, არც ჩხუბი არ მომხდარა. მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ წამოიჭრა უმნიშვნელო დავა. მატჩი დამთავრდა ანგარიშით ორით-ორი, და როგორც კი დასრულდა თამაში, მაშინვე რი მტრედი ააფრინეს ცაში. საქართველოში ძველად ყოველი შეჯიბრის შემდეგ, ჩხუბის შემდეგაც კი, გამარჯვებისას გაუშვებდნენ ხოლმე თეთრ მტრედს, დამარცხებისას შავს. ამ მტრედებს ამბავი მიჰქონდათ საქართველოს სხვა ქალაქებში. იმ დღეს კი, როდესაც მატჩი ფრედ დამთავრდა, გაუშვეს ორი მტრედი – შავიცა და თეთრიც და მათ მყისვე გადაუფრინეს სტადიონს.” 

ეს ჩანაწერი არც სიზმარია, არც პარალელური საქართველოდანაა, არამედ ამონარიდია ჯონ სთეინბეკის  “რუსული დღიურიდან”, რომელიც საქართველოს ორმოციან წლებში (1948წ.) სტუმრობდა.

გადის წლები, ფეხბურთი იცვლება, უფრო ველურდება და უხეშდება, იცვლებიან ფეხბურთის ფანებიც, იცვლებიან ტრიბუნებიც, სკამები არ უძლებს არც მატჩებს და არც ფანებს. მატჩებს გაძლიერებულად იცავენ პოლიციელები, კიდევ უფრო ხშირად სპეცრაზმი. არასასიამოვნო მომენტები ჩვენს სტადიონზეც გვახსოვს, ფანების თუ ფეხბურთელების მხრიდანაც.

გალათასარაი, ფენერბახჩე და ბეშიქთაში მეტოქე კლუბები არიან თურქეთში, დოკუმენტურ ფილმში “ერთიანი სტამბოლი”, სწორედ მათი ურთიერთდამოკიდებულებაა გადმოცემული. როგორ ემზადებიან მატჩისთვის, როგორ გადასცემენ თაობიდან თაობას საყვარელი კლუბის გულშემატკივრობას, რა სიძულვილს გრძნობენ მეტოქე გუნდის გულშემატკივრების მიმართ და ამასთან გულშემატკივრების ძველი თაობა როგორ ინარჩუნებს მთავარს – საკუთარი კლუბის პატივისცემას და საკუთარ ღირსებას.

“თუ გალათასარაი სხეულია ჩვენ მისი ხელები და მუშტები ვართ”  – ამბობს ფილმის ერთ-ერთი გმირი, ძველი თაობიდან.

“ბავშვობაში წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ ვუხეთქავდი თავს გალათასარაის ფანს, მაშინ 14 წლის ვიყავი.” – იხსენებს ბეშიქთაშის გულშემატკივარი.

“რაც არ უნდა გაბრაზებული ვიყო, როდესაც ფორმა მაცვია, მე კლუბს და კულტურას წარმოვადგენ, ცუდად ვერ მოვიქცევი.” 

DSC_4417
გალათასარაის ფანები ისტიკლალზე, სტამბოლი 25 აგვისტო, 2014წ. ფენერბახჩეს და გალათასარაის მატჩის დღე. ფოტო (c) Tamar Mirianashvili

რასაკვირველია, ამის შესრულება ყოველთვის ადვილი არ არის, ხშირად სიტუაცია უკონტროლოა, გულშემატკივრების ახალი თაობა უფრო ფიცხი და დაუნდობელია. ამიტომ შეხლა-შემოხლის თავიდან არიდება ხშირად არ გამოსდით. მეტიც, ამ კლუბების ფანებს მატჩის დასრულების შემდეგაც, ეულად გარეთ სიარული უჭირთ. ამიტომ დადიან გუნდ-გუნდათ და ფანკლუბის ნიშნების გარეშე.

თუმცა დგება მომენტი, როდესაც გალათასარაი, ფენერბახჩე და ბეშიქთაში ერთ ხაზზე დგებიან, ერთმანეთს არ მტრობენ, აცვიათ საყვარელი კლუბის ფორმები და ერთად მღერიან ერთ სიმღერას, თუ როდის დადგა ეს სასწაული მომენტი, ეს უკვე ფილმში უნდა ნახოთ, რომელმაც გულდასაწყვეტად ბათუმის კინოფესტივალზე  ვერ გაიმარჯვა დოკუმენტურ სექციაში.  😦

Posted in აქეთური იქეთური

საქართველო – ესპანეთი

ხვალ საქართველოს და ესპანეთის ნაკრები გუნდები ხვდებიან ერთმანეთს ბ.პ. სახ. ეროვნულ სტადიონზე. მეც მივდივარ. თუმცა ეს პოსტი არ არის იმაზე რომ აღნიშნულ სტადიონზე პირველად შევდგამ ფეხს (იმედია კუჩხი ბედინერი მაქვს) და არც იმაზე, რომ ზოგადად ნაკრების თამაშს ვესწრები პირველად და ასევე არც იმაზე რომ უცხო ქვეყნის ნაკრებს ვნახავ პირველად ცოცხლად.

მართალია ცოტა გვიან, მაგრამ ამ პოსტის ინსპირაცია ხიზანიშვილთან მცირე ინტერვიუა, რომელიც ბელარუსთან თამაშის შემდეგ ვიხილე ტვ–ში.  ძლიერი გუნდი, მსოფლიო ჩემპიონი ბლა–ბლა–ბლა და უცებ ამბობს, რაღაც მოწიწებული ტონით (ასე მომეჩვენა ყოველ შემთხვევაში):  “. . . ეს ერთგვარი საჩვენებელი მატჩი იქნება . . .”

რას ნიშნავს საჩვენებელი მატჩი? მერე რა რომ მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ნაკრები ჩამოდის, იქნებ საერთოდ თამაშის გარეშე მიგვეცა პირდაპირ სამი ქულა, რას იტყვით? მე არ მინდა ხვალ სტადიონზე ესპანეთის ეროვნული ნაკრები საქართველოში არსებულ მათ ფანკლუბს ეთამაშოს,  არც მოწიწებული თამაში მინდა და არც ფრე, არავის სჭირდება თქვენი ფრე, მინდა მოგება და ნაკრები გუნდების თამაში ეროვნულ სტადიონზე და არა საჩვენებელი მატჩი. 

ასეთი “შემართებით” თუ მიდის ყველა ფეხბურთელი სათამაშოდ, ვერასოდეს მოვიგებთ და ვერც ვერასოდეს გავცდებით ჯგუფის ფარგლებს.

ასე რომ ნუ დაიძინებთ მოედანზე, იმოძრავეთ სწრაფად, დაცვას მიხედეთ და გადადით შეტევაზე 😀

წარმატებები ჩვენ! 

 

 

Posted in საზოგადოება, QuickPress

როდესაც დაფლული განძი ყარს

ეს პოსტი გუშინ უნდა დამეწერა, მაგრამ ცხელ გულზე თავი ავარიდე და დაველოდე იქნებ რა თქვან, იქნებ რა ვიდეო დადონ, იქნებ როგორ განმარტონ, იქნებ, იქნებ, იქნებ .

ნაცვლად ამისა, თიბისი ბანკი კვლავ დაჰპირდა მის ლაიქერებს მსგავს თამაშს და შეჰპირდა რომ შენიშვნებს და რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, თუმცა არ ვიცი გაითვალისწინებენ თუ არა გინებას, რომელმაც თამაშის გვერდზე აგერ უკვე 3000-ს ასცდა ლამის.

თამაშს პირველ დღეს ვადევნებდი თვალყურს თუმცა, დროის უქონლობის გამო ონლაინ რეჟიმშიც ვეღარ მივყვებოდი მოვლენებს და აღარ ვაქცევდი ყურადღებას.
Continue reading “როდესაც დაფლული განძი ყარს”