Posted in ლიტერატურა

ტერორისტის 7 მცნება

“1. იქონიე მხოლოდ ერთი აზრი, რამეთუ ორის ქონა უკვე აზროვნების დაწყებას ნიშნავს. ფანატიკოსმა იცის, ის არ ფიქრობს.

2. გაანადგურე ყველაფერი, რაც ამ აზრს ეწინააღმდეგება. არ აღიარო განსხვავებული მოსაზრებები, მით უმეტეს საწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი.

3. იდეის ყოველ მოწინააღმდეგეს გაუსწორდი. მოწინააღმდეგეები არსებობის უფლებას არ იმსახურებენ, ისინი აზრისათვის, აზრის უსაფრთხოებისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენენ.

4. აღიარე, რომ აზრი უმჯობესია, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე, საკუთარის ჩათვლით. იყო ფანატიკოსი, ნიშნავს ეზიარო ღირებულებას, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ცალკეული ინდივიდები.

5. ნუ ითაკილებ ძალადობას, ვინაიდან სწორედ ის შეადგენს მამოძრავებელ ძალას. ძალადობას მარად სუფთა ხელები აქვს, მაშინაც კი, როცა სისხლით მხრებამდეა მოსვრილი.

6. მიიჩნე, რომ შენი სამართლიანი აგრესიის ყოველი მსხვერპლი დამნაშავეა. დაღუპულთაგან შესაძლოა რომელიმე გეთანხმებოდა, შენს მოსაზრებებს იზიარებდა. ტერორისტი უდანაშაულო მსხვერპლი კი არაა, არამედ მეორე მარტვილია.

7. ნუ მისცემ საკუთარ თავს ორჭოფობის უფლებას, განდევნე ის შენგან. როგორც კი იგრძნობ რომ სინდისის ქენჯნა მოგეძალა, ისროლე: ერთდროულად მოკლავ ეჭვსაც და შეკითხვასაც. ძირს კრიტიკული აზროვნება!”

ნაწყვეტი ერიკ-ემანუელ შმიტის  ნაწარმოებიდან “ულისე ბაღდადიდან”.