დაგვიანება იცით კაცებმა – 2

მაშ ასე, დაგვიანება იცით კაცებმა ერთის შემქმნელებისგან თქვენ მოიგეთ მეორე პოსტი და ასევე დამსინავი მამრების შესანახი კონტეინერი. ^^

მთელი რიგი დისკუსიების, აზრთა გაცვლა-გამოცვლის, პირადი ამბების გადმოლაგების, შედარებითი დახასიათებების და ანალიზის შემდეგ, რაღაცნაირად შევჯერდი შემდეგზე:

დრამაქვინები – ანუ ბუზის სპილოდ ქცევის გურუები, მომენტი, როდესაც 37 სიცხე 200-ია, სურდო კი სამუდამოდ ლოგინად ჩავარდნის პერსპექტივა, რასაც თან ერთვის კაბის კალთაზე ჩამოკიდების დაუოკებელი სურვილი, საბურთალოდან თავისუფლებამდე მისვლა კი უბრალოდ არგონავტების ფათერაკებით აღსავსე მოგზაურობაა.

სტატუსი ქრონიკულია და საჭიროებს თვითშეფასების მუდმივ ამაღლებას.

ბარბი ბიჭი – სარკე, ასპრია, ჩვენი წელთაღრიცხვით 2017 წელი. მრავალი ასეული წლის შემდეგ, მეცნიერები ამ წარწერით უამრავ ასეთ ფოტოს აღმოაჩენენ გათხრებში. აქ, დრამაქვინმა იმუშავა საკუთარ თავზე, სხეულზეც, აიმაღლა თვითშეფასებაც, რასაც ცხადია უნდა მივესალმოთ, წამოვდგეთ და ტაში დავუკრათ, მაგრამ როგორც დრამაქვინები ამლაშებდნენ, ისე საკუთარ თავზე მუშაობაც გადაუმლაშდათ და უბრალოდ აიფონიან ბარბებად იქცნენ.

^_^

რვაფეხა – ის არის ყველგან, როგორც ქათმის ხორცი ქორწილში, როგორც ქელეხში ლოქო ქინძმარში,  ყოვლისმომცველი, უკიდეგანო, უსაზღვრო, ყველა სტატუსზე, ყველა კომენტარზე, ყველა ფოტოზე, ყველა ჩატში, სულ მოძრავი, სულ აქტიური. უიმედო, ვერ უშველით.

ამაზე სულ ეს მახსენდება ხოლმე

ფაქ ბოდი = ბოდი, ო, ბოდი ანუ სექსის კაცი ანუ უბრალოდ სექსი.  

კინჭოტა – კინჭოტი არის გრძელი ჯოხი, თონეში ჩავარდნილი პურის ამოსაღებად, სხვა სახელი ამ კატეგორიას ვერ მოვუძებნე, ფაქ ბოდიც არ გამოდის, ამბობს, რომ ურთიერთობა როგორც ასეთი არ უნდა, უნდა სექსი, საუბარი, მიწერ-მოწერა და ხანდახან საერთო მეგობრების წრეში  შეხვედრებიც ასევე გარდაუვალი იქნება, ანუ რა უნდა, იცის ვინმემ? გარდა იმისა რომ დრო და დრო, თონეში ჩავარდნილი პურივით მოგიწოდოს?

ძაფით გამობმულები – ეს არსად მიდის, არც შენ გიშვებს, სულ შენ გარშემო ტრიალებს, თუ ლაიქია, თუ შეარია, დაფაცურდება, დატრიალდება, არ შეგარცხვენს, მაგრამ ინბოქსში ვინ ვარო, ვინოო? ვინაო და ლენინის მავზოლეუმიო ❤

ხო ბიჭებს გვიყვარს ზანაჩკების დატოვება, თან თუ ტვინს არ იმას გიშვება იყოს თავისთვის პურს გთხოვს თუ წყალს. რა იცი ხვალ რა ხასიათზე გაიღვიძებ.”

 “gaurkvevlobashi amkofo jobs vidre mitovebaze utxra”

ცუილივით გაპარულები  – ანუ მიხვდით ხომ როგორ მიდიან? ცუილივით. მეტიც, რაღაც დროის მერე შეიძლება ეჭვიც შეგეპაროთ, რომ ასეთი ვინმე თქვენს ცხოვრებაში  საერთოდ არსებობდა. პერიოდულად, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გადამოწმების მიზნით, შედიხართ მის ფეისბუქ პროფილზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ნახულობთ, ნამდვილად არსებობდა თუ არა ის. რატომ მოვიდნენ, რატომ წავიდნენ, რა უნდოდათ, კაცმა არ იცის, ცხადია არც თვითონ.

Advertisements

სიყვარული აკრძალულია?

არსებობს ცენზურა, ასევე არსებობს თვითცენზურა, სხვადასხვანაირი შიშები, გაკიცხვის, დატუქსვის, დაცინვის . .. ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფილმში ზრდილობას და კულტურას ითხოვენ, რა არის ზრდილობა ან კულტურა სხვადასხვა ადამიანის გადმოსახედიდან, ეს კიდევ ცალკე განხილვის თემად შეიძლება ვაქციოთ.

1990 წელი, მოსკოვი, “გრძნობათა იმპერიას” აჩვენებენ. “ახლადგახსნილი კინოს მუზეუმის დიდ დარბაზში, სეანსი ჩაიშალა. ნაგისა ოსიმას ფილმის, “გრძნობათა იმპერიის” ჩვენების დროს რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად დაიწყო ყვირილი “ჟიდომასონები რუსულ კულტურას უტევენ!”. ამ წამოძახილს ვიღაცამ უპასუხა და კინოს მუზეუმში ხელჩართული ბრძოლა დაიწყო. დარბაზის ადმინისტრაცია იძულებული იყო ფილმის ჩვენება შეეწყვიტა”, ვკითხულობთ გოგი გვახარიას წერილში გრძნობათა იმპერია – 30” 

ისევ 1990 წელი, ახლა უკვე თბილისი და ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, ორიათასამდე მაყურებელი “გრძნობათა იმპერიის” სანახავად შეიკრიბა. მოსკოვისგან განსხვავებით, სეანსი შედგა.  ქართველმა მაყურებელმა ფილმი ნახა.

ზუსტად არ მახსოვს 90-იანების რომელი წელი იყო, ის კი მახსოვს, რომ ნაქირავებ, ერთ ოთახიან ბინაში ვცხოვრობდით, შუქი ღამე მოდიოდა და ფილმების ნახვასაც მხოლოდ ღამით ვახერხებდი. “გრძნობათა იმპერია” აჩვენეს “ფსიქოში”, მახსოვს ტელევიზორი რაღაც უცნაურ ყუთში იდო, ორივე მხარეს კარი ჰქონდა კარადასავით, აქეთ-იქეთ ფრთებივით გავუშლიდი ხოლმე და მშობლებს რომც გაღვიძებოდათ, ტელევიზორისთვის თვალის შევლებას ვერ მოასწრებდნენ.

ასე ვნახე “გრძნობათა იმპერია”, გადახვევის და ხმის ჩაწევის გარეშე. მაშინ პულტიანი ტელევიზორი არ გვქონდა.

დაახლოებით 1994 წელია, კახეთში, გურჯაანის ტელევიზია უჩვენებს ეროტიკულ ფილმს “ღამის ქალი”.  ეს ფილმი შედევრებთან რა მოსატანია, თუმცა ფილმის შემდგომ განვითარებული მოვლენები იყო საინტერესო. მეორე დილას, იმავე გურჯაანის ტელევიზიამ, საინფორმაციო გამოშვებაში გადმოსცა, რომ დაახლოებით 200-მდე ადამიანი შეიკრიბა ტელევიზიასთან, რომლებიც კატეგორიულად ითხოვდნენ არ გაეშვათ ფილმის დაანონსებული მეორე ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტელევიზიის აღებით იმუქრებოდნენ.

2015 წელი, ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი, აპოლოს ეკრანზე გასპარ ნოეს “სიყვარული” ჩნდება, არასიმულირებული სექსის სცენებით გაჯერებული ფოტოგრაფიული ესთეტიკის პორნოგრაფიული ეროტიკა ან ეროტიკული პორნოგრაფია. გააჩნია როგორ შეხედავთ. თუ ფილმში ზრდილობას, კულტურას, მორალს და ათას მსგავს ოხრობას ითხოვთ, დროს ტყუილად დაკარგავთ, ეს სათქვენო ფილმი არ არის.

სკანდალი არა, მაგრამ ცოტა პარადოქსული იყო ის, რომ ჯერ დარბაზში შესვლაზე იყო წყვეტა და ბევრი გარეთ დარჩა, შემდეგ დარბაზიდან გამოსვლაზე იყო მარათონი. ჰო, ბევრმა დატოვა დარბაზი, ზოგი ბუზღუნ-ბუზღუნით ზრდილობას ითხოვდა ფილმში, ზოგმა 3D-ში სპერმის შხეფებზე თავი გვერდით გასწია.

სიყვარულის” ამბავი სასამართლომდეც მივიდა, დაობდნენ ეჩვენებინათ თუ არა ფილმი 16-17 წლის მოზარდებისთვის, საბოლოოდ 18 წელი გადაწყვიტა სასამართლომ. მალე, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, “სიყვარულის” პროდიუსერი ვინსენტ მარავალი ტვიტერზე დაწერს “საფრანგეთში, 18 წლის ქვემოთ სიყვარული აკრძალულია”. გასპარ ნოე კი შიშობს, რომ მომავალში, რეჟისორებს და პროდიუსერებს ეს ფაქტი დააფრთხობს უფრო თამამად გადაიღონ ფილმები.

ამ წლების მანძილზე, მრავალმხრივი განვითარების პარალელურად, თითქოს აღარ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, კინოთეატრები უჩვენებენ თუ არა ფილმს, აკრძალულია თუ არა სიყვარული, დღის წესრიგში აღარ უნდა იდგეს ეს საკითხები, თითქოს მაყურებელიც უფრო განვითარებული უნდა იყოს და ეკრანზე არაფერი უნდა უკვირდეს, თუ ნახვა არ სურს, უბრალოდ არ წავიდეს კინოთეატრში. ისე ჩანს, რომ ბევრი წლის წინ უფრო მზად იყო მაყურებელი, უფრო არ ეშინოდა, არც საკუთარი თავის და არც სხვების.

“რატომ არ არის ქართულ ფილმებში მეტი შიშველი სხეული?” დაახლოებით ეს კითხვა დასვა ერთ-ერთმა მსმენელმა, გოგი გვახარიას ლექციაზე “შეხების ეროტიკა და კინომონტაჟის კრიტიკა”, – “სხეულის შიში”, იყო მოკლე და მარტივი პასუხი.

მე ვიტყოდი, ეს არის შიში, რომელსაც ქმნის პუბლიკა, პუბლიკა რომელიც ფხუკუნებს, გადის დარბაზიდან, ფეისბუქზე არეპორტებს სიშიშვლის შემცველ ფოტოებს, დასცინის ფილმებში თუ ჟურნალებში გამოჩენილ სიშიშვლეს და ა.შ თუმცა ამას არავითარ შემთხვევაში არ ვწერ იმისთვის, რომ ქართველი რეჟისორების უნიათობა გავამართლო. ორივე, შიშიც და აკრძალვაც მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს იმისთვის, რომ შექმნა ის, რაზეც ზოგი შემოვარდება კინოდარბაზში და ზოგი მოწყვეტით გავარდება გარეთ.

ცენზურის დაუსრულებელი ამბავი კი აუცილებლად უნდა დავასრულო ჯუზეპე ტორნატორეს ფილმით “სინემა პარადისო”, გვახსოვს მთავარი გმირი, როგორ ჭრის არასასურველ სცენებს კინოთეატრში გასაშვები კინოფირიდან, ჭრის და ამოჭრილ ნაწილებს, რომელმაც ცენზურა ვერ გაიარა, სადღაც ერთ ყუთში ყრის. პატარა თანაშემწეს არ ავიწყდება ამოჭრილი სცენები და როდესაც უკვე ჭაღარაშერეული, ცნობილი რეჟისორი სახლში ბრუნდება, ყველა აკრძალვას, ყველა კოცნას, რომელიც ბავშვობაში გამოტოვა, ერთად კინძავს და გრძნობათა იმპერიას ქმნის, იმპერიას, სადაც ცრემლი, სიხარული, ტკივილი და ბედნიერება ერთმანეთშია არეული.

არასოდეს გამოტოვოთ კოცნა.

სიკვდილის აჩრდილები და დედამოტყნული სირაქლემები

ცოცხალი ადამიანები საშიშები არიან, მკვდრები მით უფრო.

კლავენ იმისათვის, რომ დადუმდნენ

მარხავენ იმისთვის, რომ უფრო ღრმად დადუმდნენ

და მერე საფლავსაც ააფეთქებენ.

 

სირაქლემები საშიშები არიან, დედამოტყნულები მით უფრო

ცხოვრობენ იმისთვის, რომ დაიმალონ

იმალებიან იმისთვის, რომ უფრო ღრმად დაიმალონ

და მერე თავსაც არ იფეთქებენ.

 

სირაქლემები ადამიანები არიან, საშიში ადამიანები,

გარბიან იმისთვის, რომ პრობლემებს დაემალონ

იმალებიან იმისთვის, რომ ოცნებებში იცხოვრონ,

ააგონ საკუთარი მყრალი და დამპალი სამყარო.

 

სირაქლემები დედამოტყნულები არიან, ცოცხლები მით უფრო,

თავით სილაში, ყველაფერს უყრუებენ,

უყრუებენ იმიტომ, რომ უფრო მშვიდად იცხოვრონ

და მერე საკუთარ სიყრუეში ლპებიან.

 

ცოცხალი სირაქლემები არ კვდებიან, დედამოტყნულები მით უფრო,

არც თავს იკლავენ, სილაშია ღრმად ჩარგული,

არც იბრძვიან, თავჩარგულს ომის ხმა არ ესმით,

არც ტირიან, ცრემლებს სილა იწოვს.

 

ცოცხალი სირაქლემები საშიშები არიან, ღრმადჩარგულები მით უფრო,

ისინი ახალ სირაქლემებს ზრდიან,

რომლებიც უფრო ღრმად იმალებიან,

რომლებსაც კიდევ უფრო ულპებათ, ისედაც დამპალი სინდისი.

 

ადამიანები საშიშები არიან, ცოცხლები მით უფრო.

ტყნავენ იმისთვის, რომ დადუმდნენ

კვებავენ იმისთვის, რომ უფრო ღრმად დადუმდნენ

და მერე სადმე ცარიელ ოთახში იგუდებიან უხმოდ, თავჩარგულად.

გზამკვლევი ქართველ მამაკაცთა სამყაროში

DICOM–ს გესტპოსტი ფორუმიდან 

მხოლოდ ფორუმზე დასატოვებლად დამენანა და პოსტების ავტორის ნებართვით ბლოგზე წამოვიღე.

მაშ ასე, 3 პოსტი სერიიდან “Virgin’s guide to the world of Georgian Men”

აქა ამბავი 1 – ქართველი ქალის ორი სტაბილური მდგომარეობადედადაბოზი 

რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ქართველი მამაკაცების დიდი უმრავლესობისათვის სქესობრივი ცხოვრება სწორედ ბოზებიდან (პროსტიტუტკებიდან, ნაშებიდან და ზოგადად კომერციული სექსმუშაკებიდან) იწყება. შესაბამისად, ახალგაზრდა კაცის გონებაში სექსი ფიქსირდება როგორც რაღაც ცუდი, დამამცირებელი ის რაშიც ფულს იხდი და რაც ქვეცნობიერად არ უნდა აკადრო “წესიერ” ქალს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მეძავთან სექსი რეალურად თეატრალური დადგმაა, რადგანაც ჩვეულებრივი ქალი რეალურად ისე არასოდეს იქცევა, როგორც მეძავი კლიენტთან. ამგვარად, მამაკაცების დიდი ნაწილისთვის სამწუხაროდ სწორედ ეს ხდება ნორმა და შესაბამისად ნებისმიერი ქალისაგან იგივეს მოელის.

აქ იწყება ყველაზე საინტერესო: “კაი ქალი ხარ მარა აი ლოგინში არ ვარგიხარ… ჩემთან ბოზებიც კი ათავებენ და შენ რა დაგემართა… და ასე შემდეგ . ცხადია პირველი და მომდევნო სექსის დროს გამოუცდელი ქალი ვერ მოიქცევა ისე როგორც მეძავი. მისთვის ეს მდგომარეობა სტრესია, რადგანაც აქამდე ასეთ სიტუაციაში არ ყოფილა. იმის მაგივრად, რომ ჩატარდება ქალის ელემენტარული განათლება ამ საკითხზე ჩვენი მამრების უდიდეს უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქალია დამნაშავე, ფრიგიდულია, ნევროზი აქვს, მორივით დევს და ასე შემდეგ… მეგობრებო – თუ არ ასწავლით ასეც დარჩება… აბა ქალიშვილი გინდოდათ ცოლად და ეს დედააფეთქებული სექსი სად უნდა ესწავლა? 😀

ახლა რაც შეეხება დედას. რაღა დასამალია და გურულის ანეგდოტივით არ იყოს – სექსს რავა აკადრებს შვილების დედას. ბევრი ქართული წყვილისთვის მაგალითად ორალური სექსი ტაბუა… სხვა ტიპის სქესობრივ ურთიერთობებზე არაფერს ვამბობ, შესაბამისად მეუღლესთან სექსი მხოლოდ მოვალეობის მოხდაა. ის არ აღიქმება სექსუალური წყურვილის დაკმაყოფილების ობიექტად. მას როგორც წესი სახლში სვამენ ბავშვ(ებ)ის გასაზრდელად და თვითონ კი “ნაშებში” მიდიან, არადა სამწუხაროა. ჩვენი ქალები არაფრით ჩამოუვარდებიან ტემპერამენტით უკრაინელ ან თუნდაც რუს ქალებს. ადექვატური მოპყრობის შემთხვევაში შედეგი ძალიან კარგი იქნებოდა მაგრამ სამწუხაროდ მამაკაცებს უჭირთ მაგალითად მეუღლე აღიქვან ქალად. ქალად ამ სიტყვის ევროპული (ე.ი ნორმალური) გაგებით როდესაც ის დედაცაა და ლოგინში ცხადია ბოზიც.

ასე რომ, თუ წააწყდით იმას რაც ზემოთ აღვწერეარ დაიბნეთ, პრობლემა თქვენში არაა, პრობლემა პარტნიორშია და იმაში რომ კომუნიკაცია არ ხდება

აქა ამბავი (ჭმუნვისა) 2 – მივცე, არ მივცე – საკითხავი აი ეს არის… 

რიტორიკული საკითხია. ფორუმზე ამ თემაზე უკვე ათასობით გვერდი და ასეულ ათასობით პოსტია დადებული. ქალიშვილობის ინსტიტუტიო, ქართველობაო, პატიოსნებაო, ნამუსიო – რა სოუსით აღარაა განხილული ეს საკითხი. საბოლოოდ შეიძლება შემდეგზე ჩამოვყალიბდეთ:

1. ნებისმიერ მამაკაცს მოსწონს გაუკვალავ თოვლზე სიარული იქნება ეს ქართველი, რუსი, ფრანგი თუ ამერიკელი. საქმე ისაა, რომ დასავლეთის და ჩრდილოეთის ქვეყნებში მათ ეს შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ, რადგანაც იქ ქალები თავს პატივს სცემენ და იმას აკეთებენ რაც სურთ და არა იმას რაც საზოგადოებას მოსწონს.

2. სრულფასოვანი ურთიერთობა სექსის გარეშე არ არსებობს და პარტნიორის ჭეშმარიტი შეცნობა მხოლოდ ამ კომპონენტთან ერთადაა შესაძლებელი.

3. მამაკაცი, რომელიც ქალს ქალიშვილობის არ ქონის გამო იწუნებს რეალურად ადამიანს აფასებს შემაერთი ქსოვილის რამოდენიმე კვადრატული სანტიმეტრის არსებობა არ არსებობით. დაფიქრდით – რამდენად შესაფერისია ასეთი ადამიანი თქვენთვის. ადამიანი, რომელიც მუშტრის თვალით გიყურებთ…

4. პრობლების გასაღები ქალების მიერ საკუთარი უფლებების დაცვასა და საკუთარი თავისათვის წარსულის ქონის უფლების მინიჭებაშია. მე საკმაოდ ბევრ ქალს ვიცნობ, რომელმაც ისე იცხოვრა როგორც უნდოდა და მერე ოჯახიც შექმნა – ასე რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია – მთავარია მოვინდომოთ.

5. დაბოლოს პასუხი თავდაპირველ კითხვაზე… ამორალურია არ მისცე იმას ვინც გიყვარს და ვისთანაც სექსი გინდა…

6. არ გამაგონოთ მამაო, ეკლესია, ცოდვა და მონანიება… კითხეთ ერთი მამაოს არ უდგება არასოდეს?  ღმერთმა რაც მოგცა ის უნდა გამოიყენო და ეს რაღაც არ შეიძლება იყოს ცოდვილი, რადგანაც თუ ეკელსიას დავუჯერებთ ყველაფერი რაც გვაქვს ღვთისგანაა მონიჭებული. 😀

აქა ამბავი  3 –ვერ ვათავებ…

ეს პრობლემა იმდენად ყბადაღებულია, რომ მასზე დაწერა ნამდვილად ღირს. წმინდა სამედიცინო ქეისების გარდა, რომელიც რეალურად სპეციალისტის მიერ უნდა იქნას შესწავლილი არსებობს მრავალი სხვა შემთხვევა, როდესაც ადამიანი ჯანმრთელია მაგრამ მაინც “ვერ ათავებს”.

სამწუხაროდ ქალთა გარკვეულმა ნაწილმა არც იცის, რომ სექსი სიამოვნებისთვის არსებობს და არა მხოლოდ ბავშვების გასაჩენად. ქალთა ნაწილისთვის საერთოდ წარმოუდგენელია რას ყვებიან მათი დაქალები იმ ფანტასტიურ შეგრძნებაზე, რომელსაც ორგაზმი ჰქვია… აქაც სამწუხაროდ ხშირად მამაკაცია დამნაშავე, რადგანაც ქალის სექსუალურ აღზრდაზე სწორედ მან უნდა იზრუნოს. ნუ თუ თავად არ იზრუნებს ისეთი ატმოსფერო მაინც უნდა შექმნას სადაც ქალს სექსუალური თვალსაზრისით ზრდისა და შემეცნების სურვილი გაუჩნდება.

სექსუალურად თავისუფალი ქალი ქართველ მამაკაცს მხოლოდ კოშმარულ სიზმარში თუ წარმოუდგენია. ასე ხომ შეიძლება სხვა კაციც მოუნდეს იდეაში? იქნებ მერე გადაწყვიტოს რომ ეს ერთი პენისი მოწყინდა და სხვა უნდა უფრო დიდი, პატარა ან თუნდაც სხვა ფორმის? 😀 ეს ხომ კატასტროფაა… არა… არააააააა 😀

აქ ერთი ანეგდოტი გამახსენდა: ორი ძმაკაცი საუბრობს. ერთი ეუბნება მეორეს – ბიჭო რა ვქნა ცოლი მომყავს და როგორ გავარკვიო ქალიშვილია თუ არა? მეორე პასუხობს – პენისი შეიღებე ბრილიანტის მწვანით და გაარკვევ. – ეგ როგორ? -აი ისე, თუ გაუკვირდა რომ მწვანეა ესეიგი იცის ნამდვილი რა ფერისაა 😀

ჩვენი მამრების უმრავლესობა სწორედ ამ ლოგიკით სარგებლობს… შედეგად ვიღებთ იმას, რომ ქალს სექსზე არასწორი ან არასრული წარმოდგენა აქვს და ის მხოლოდ მოვალეობა გონია. დაუკმაყოფილებელი ქალი კი მტრისას. გამოდით ქუჩებში და შეხედეთ ჩვენი ქალების სახეებს. 10 დან მხოლოდ 1-2 თუ იღიმის. იმდენი მოქუფრული სახეა, რომ… ნუ რასაკვირველია აქ მიზეზი მხოლოდ სექსი როდია თუმცა ის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზია…

რაც უფრო დიდი ასაკისაა მით უფრო მეტადაა მოღუშული – არადა ქალის სექსუალობა 30 წლისთვის იფურჩქნება… მანამდე ქალი სექსუალურად ყალიბდება და სწავლობს… შესაბამისად, იდეაში სექსისგან ყველაზე მეტ სიამოვნებას და შესაბამისად კმაყოფილებას 30 დან 40 მდე კატეგორია უნდა იღებდეს მაგრამ ეს მხოლოდ ევროპაში ხდება ალბათ 🙂 აქ პირიქითაა… ჩვენთან ხომ მამაკაცები 20 წლით პატარა ქალებზე ქორწინდებიან… რომლებიც ალბათ მეზობლისთვის უნდათ საბოლოოდ…

თუმცა ვერ გათავებას მეორე სახეც აქვს. სამწუხაროდ ისე ხდება, რომ მიუხედავად დიდი სექსუალური გამოცდილებისა, გულისხმიერი პარტნიორისა და ზოგადად ჯანსაღი გარემოსი ქალთა ნაწილი მაინც ვერ ათავებს. აქ ყველაფერს ნათელს ფენს ცნობილი სურათი.

ქალის ორგაზმი იმდენად მრავალწახნაგაა, იმდენ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომ ხშირად ძნელია პრობლემის ზუსტი მიზეზის დადგენა. ასეთი ქალების ნაწილი ორგაზმს განიცდის პირველი ბავშვის გაჩენის მერე, ხოლო ნაწილს ესეც არ შველის სამწუხაროდ… მედიცინა ვითარდება და ამჟამად არსებობს ექსპერიმენტული მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ორგაზმი ნებისმიერ ქალს განვაცდევინოთ, მაგრამ ეს მეთოდები ჯერ მხოლოდ კლინიკური ტესტირების სტადიაშია…

—–

P.S.  “Anybody who believes that the way to a man’s heart is through his stomach flunked geography.” 😀

საწყალი მარია და მეგრული ტემპერამენტი

წავიკითხე სტატია   ფალოიმიტატორების ბუმი ზუგდიდში – ახალი სკანდალი ინგლისურენოვანი პედაგოგების გარშემო (+18)„ .

ნუ აბა რა ეგონათ ამ ტემპერამენტიან სამეგრელოს რომ მიუყარეს ეს ვიბრატორიანი ღლაპები 😀

გებჟალია და ელარჯი მოსწონებია მარიასო და ოჯახსაც მეტი რა უნდოდა, გამოტენეს ყოველდღე გებჟალიით და ელარჯით და აბა რა იქნებოდა, რა ვიბრატორი გაუძლებდა აფროდიზიაკებით გამოტენილ გოგოს!

ყველი და შოკოლადი ერთ რანგში გადის, აღმგზნები საშუალებების თვალსაზრისით.

კაკაოს მსგავსად, ყველი შეიცავს ფენილეთილამინს (ფეა) – ინგრედიენტს, რომელიც შოკოლადს აქცევს მთავარ აფროდიზიაკად.

ფეა ხელს უწყობს ენდორფინების გამოყოფას. უფრო მეტიც, ზოგიერთი ყველი 10-ჯერ მეტ ფეას შეიცავს ვიდრე შოკოლადი.  Holey orgasm, Batman!

ყველი ასევე ხელს უწყობს დოფამინის გამომუშავებას, რაც პირდაპირ მოქმედებს სიფხიზლეზე და რეაქციის დროზე და მასში არსებული პროტეინი კი ბედნიერიების ჰორმონებს, კლავს ბაქტერიებს პირის ღრუში და თქვენი ტუჩები უფრო გემრიელი და მიმზიდველი ხდება.

ხოდა რომ წარმოვიდგინე რა დოზით არის ყველი მეგრულ სამზარეულოში, მარია შემეცოდა და ასევე შემეცოდა ყველა იქ მყოფი TLG-ის წარმომადგენელი. 😀

მოუკვტი მაგათ, ვერ გაუძლებენ ეგენი მეგრულ ტემპერამენტს  😦

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვიბრატორები არ აღმოჩნდა საკმარისი და მიადგა დიასახლის მანანას ქმარს გუდუნას (მეუღლის სახელი სააგენტო ნი2 ნიუსზე დაყრდნობით დადგინდა)

ასევე, თუ გუდუნა და გუდუნასნაირები არ იმარჯვებენ, უახლოეს მომავალში ვიბრატორების დიდ პარტიას უნდა ველოდოთ ამაზონიდან, რაც წალეკავს და ძირს გამოუთხრის ჩვენს ქვეყანას. მერე რა ეშველებათ გუდუნებს? ჰა? 😀

 

რა სასაცილოა მარია, როდესაც მანანას უხსნიდა ვიბრატორის დანიშნულებას? ჰმ, იქნებოდა მანანა გაკვირვებული აბა რა, მისი გუდუნა ხომ მასაც ტ@@@@ს, მეზობელსაც, მარიასაც და ზოგჯერ მეზობლის კატასაც მისდევს ხოლმე სახლის სახურავზე 😀

ყოველდღე აფროდიზიაკები აბა შეიძლება?! 😀

ეს ყველი ხო და პლუს კიდევ ნიგვზით დამზადებული საჭმელები? ვაიმეე სად მოხვდა საწყალი მარია???? 😀 😀

და ამ ყველაფერს დამატებული მეგრული სიცხარე !!!!!!

OH, GOD SAVE OUR MARIA!!!

პ.ს. შეეშვით ჩემს ტემპერამენტიან მეგრელებს!!

პ.პ.ს. არასოდეს გამოტოვოთ ყველის ფესტივალი 😉 😉

 

ყველი ქართულ ბლოგოსფეროში, იხილეთ ბმულები: Stylish Blog და Katiee

უფრო მეტი მეგრული სამზარეულოს შესახებ იხილეთ ამ ბმულზე

გებჟალია – აი უყურებ და უკვე ორგაზმია რა 😀

ელარჯი (აუუ რამდენი ხანია არ მიჭამია 😀 )

სულგუნი

ჭვიშტარი

ხაჭაპური

🙂

სურათები აღებულია ფეისბუქზე მეგრული სამზარეულოს გვერდიდან – ბმული

მზე და სექსი

როცა თავი ისე გტკივა, რომ გინდა შუბლი გადაგიხსნან, სისხლი წამოვიდეს და ცოტა ხანი ასე ეგდო გაურკვეველ მდგომარეობაში, სისხლში და მჩხვლეტავ ფიქრებში მოცურავე.

როცა თავი ისე გტკივა, რომ გინდა შუა უდაბნოში ეგდო და მზესთან სექსი გქონდეს, მხოლოდ შენ და მზე. ის სხივებით მოგეფერება და დასწვავს შენს მჩხვლეტავ ფიქრებს, ჩასწვდება შენს ფიქრებს, ჩაგხედავს თვალებში და შენ ისე შეგრცხვება შენი ფიქრების, რომ თვალს ვერ გაუსწორებ. ვეღარ იგებ რა გწვავს შენი ფიქრებით გამოწვეული სირცხვილი თუ მზე თავისი მოფერებით. მზეს უყვარხარ, გეფერება.  მის კალთაში თავს სდებ და კმაყოფილი ხარ. ხანდახან ახედავ, ის გკოცნის, მაგრამ შენ თვალს მაინც ვერ უსწორებ.

ერთად სეირნობთ უდაბნოში, თავი ისევ გტკივა, სული გელევა, ხანდახან სუნთქვაც გიჭირს, ღონემიხდილი ძირს ეცემი და კვლავ მისი სხივები გიჭერენ, არ გაძლევენ ვარდნის საშუალებას. ის ყოველთვის შენთან არის, სექსამდეც და სექსის შემდეგაც, გეფერება, გამშვიდებს; ძალას გაძლევს და შენ გზას აგრძელებ;

ისევ უდაბნო, ისევ მიდიხარ, თავი ისევ გტკივა, უსასრულოა ტკივილიც და უდაბნოც, გეჩვენება რომ ერთ წრეზე დარბიხარ, ისე როგორც ზაზუნა სათამაშო რგოლზე.

არავინ და არაფერი იცვლება შენს გარშემო, არც შენ, არც ის . . .

ცხელა, გწყურია, ოღონდ რამე წყალი იყოს, მდინარე, ტბა, ზღვა, ოკეანე არ აქვს მნიშვნელობა, დალევდი ბევრს, ჩაწვებოდი და ცხელ მკერდს გაიგრილებდი . . .

მივრბივარ წყლისკენ, უკანასკნელ ძალებს ვიკრებ, მზე უფრო მწვავს თავისი სხივებით, არ უნდა ჩემი გაშვება წყალთან . . . ეჭვიანობს მგონი

რაც უფრო მივდივარ, წყალი მით უფრო მშორდება . . . თავს ვიტყუებ, არ მინდა ვაღიარო, რომ მირაჟს მივდევ, მაინც ჯიუტად მივდივარ, მზეც უმატებს მცხუნვარებას, იქნებ გამაჩეროს, ტუნიკა ოდნავ შემოვიხიე, მაგრამ გაგრილების ნაცვლად უფრო მეტად შემოვუშვი ის ჩემში.

ისევ ვეცემი, ისევ მიჭერს, ისევ მპატიობს და მეფერება

მე ისევ თავი მტკივა და მწყურია

მესიზმრება, რომ მწვანე მინდორზე მივდივარ, მდინარის პირას, შემდეგ ფეხი მიცურდება და მდინარეში ვვარდები, ეს ენითაუწერელი სიამოვნებაა, მზე აღარც კი მახსენდება, მდინარის ცივი წყალი დომინირებს მთელ ჩემ სხეულზე და ცდილობს გააქროს მზის ნაკვალევი . . სხეულზეც და სულშიც

თუმცა სიზმარი მალე ქრება, ვიღვიძებ, ისევ უდაბნოში, ისევ მის კალთაში, თვალს ნელა ვახელ, მაგრამ მაინც ვერ ვუსწორებ, ვხუჭავ, ის კი ისევ მეფერება და ნახევრად შეხსნილ ტუნიკას ნელ-ნელა მხდის.