ქუნქური რა ხილია?

სოფელში დიდი სახლი გვაქვს, სოფლის სახლები ერთმანეთთან ახლო-ახლოს დგას. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში გვერდითა სახლის მეზობელმა, ჩვენი სახლის ეზოსკენ კედელზე ფანჯარა გამოჭრა, რომელიც პირდაპირ ჩვენ სახლს და ფანჯარას უყურებდა. არ დამავიწყდება ბაბოჩემის, თამარას აღშფოთება ამ ამბავზე, ახლა ფანჯრებიდან უნდა ვუჭვრიტინოთ ერთმანეთსო? ბაბო 86 წლისაა, ყველა ეპოქას მოსწრებული, თავისუფლებასაც და შებოჭილ, სირაქლემის პოზის მოყვარულ საბჭოთა კავშირსაც. პირად სივრცეზე და თავისუფლებაზე უფრო მეტი ესმის, ვიდრე ჩემი მშობლების თაობის დიდ ნაწილს ან თუნდაც ჩემივე თაობას.

არც ის დამავიწყდება, მეზობლის სახლსა და ჩვენს შორის ეზოში ლეღვის ხე რომ დადგა, რათ უნდა ხედავდნენ, მე ჩემს ეზოში რას ვაკეთებო, გაიფურჩქნა და გადაიშალა ლეღვის ხე, მეზობლის სახლსაც ვეღარ ვხედავთ, არათუ რამე დეტალს. რა სიმბოლურია, ლეღვის ფოთლები ოდითგან ხომ ყველაფერს ფარავს.

ასე ცდილობდა ბაბო თავისი პირადი სივრცის შექმნას და ამ დაუფასებელი და ძნელად მოსაპოვებელი სულიერი კომფორტის ყოველთვის დიდი მხარდამჭერი იყო და არის.

რა არის პირადი სივრცე? ზოგისთვის, გაგიკვირდებათ და მხოლოდ ჟიმაობასთან ასოცირდება, რასაკვირველია ყველა თავისი გარყვნილებიდან გამომდინარე ზომავს და წონის, არადა, პირადი სივრცე, ძალიან მარტივად და უბრალოდ, ჩაკეტილ ოთახში ჯდომას და ყავის სმას შეიძლება ნიშნავდეს, ან საერთოდ იატაკზე გდებას, ფანჯარაში უმისამართოდ ყურებას, როცა სრულიად დარწმუნებული ხარ რომ კარს არავინ შემოგიჯლაგუნებს და არ შეგაწყვეტინებს შენს ფიქრებში, ოცნებებში და გეგმებში უმისამართოდ ბოდიალს.

ამის მერე ვფიქრობ, რა რჯის ქუჩაში მოსეირნე ადამიანს, რომელიც ცდილობს დაინახოს, რა ხდება მეთხუთმეტე სართულზე. ჭვრიტინის და სხვის ცხოვრებაში ხელების ფათურის გამუდმებული სურვილი რატომ აქვთ? გამოძიების, გამორკვევის, გამოკითხვის სურვილი, რა აწუხებთ? თავისი ცხოვრება არ აქვთ? ხომ ჰყავთ ოჯახი, შვილები, სამსახური, შეხედავ და ვერაფერს იტყვი, თითქოს დაკავებული უნდა იყოს ადამიანი ამ ყველაფრით და სხვის ცხოვრებაში გარკვევისთვის დრო აღარ უნდა რჩებოდეს, თავის მოსაფხანადაც არ უნდა რჩებოდეს დრო.

ადამიანებო!

ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი მეთხუთმეტე სართულები, სადაც კრებსითი ნინო ლაბარტყავები ცდილობენ შემოჭვრეტას და დეტალების გარჩევას.

ჩვენ ყველას გვყავს ბოიფრენდი, გერლფრენდი, ზოგს კი ორივე ერთად. ხომ არ ვთქვათ, რომ ყველა ვქუნქურებთ? ზოგი მეთხუთმეტეზე, ზოგი პირველზე, ზოგი ტრიალ მინდორში, ზოგი მანქანის კაპოტზე, ზოგიც სად და ზოგიც სად.

ჩვენ ვიცით, რომ ბავშვები წეროებს არ მოყავთ, არც კომბოსტოში სხედან.

ამასთან, ჩვენც და გარშემომყოფებსაც ძალიან გვიყვარს სირაქლემას პოზა, რასაკვირველია არა ლოგინში, არამედ ყველგან ლოგინის გარდა.

რაზე გაანჩხლდა ნინო ლაბარტყავა? რედისონის მინები ამრეკლია, იქნებ ნინომ საკუთარი თავი დაინახა სარკეში და შეეშინდა ვინმეს არ დაენახა და გადაწყვიტა სასწრაფოდ აღეკვეთა საკუთარი ქცევა სასტუმროს მეთხუთმეტე სართულზე. შევარდა ფოიეში და დედისტრაკი დაახურა პერსონალს იმ ბავშვის თანდასწრებით, რომელსაც მანამდე იმიზეზებდა, გაირყვნებაო, რას აკეთებენ თქვენს სასტუმროში, აქ ბავშვები არიან და უყურებენო.

აბა რა ჰგონია ნინოს და სხვა ნინოებს, მეთხუმეტე სართულზე შეიძლება ნარდის სათამაშოდ აიგორგლო?

საახალწლო საღამოზე წასული ბავშვი მეთხუმეტე სართულისკენ როდის იყურება?

ნინო ლაბარტყავების შიშით ქუნქური ვის გაუწყვეტია, თუმცა თავისუფლად შეიძლება სირაქლემას პოზის საკრალიზაციას შეუწყოს ხელი და თავები ამოყოთ და თქვათ, ქუნქური არ ტეხავს მეგობრებო, არც ლეღვია და არც ვაშლი და საერთოდ ხილიც არ არის!

 

ახალ წელს გილოცავთ!

უნიჭო ოპრა უინფრი და მისი „გავლენიანი ქმარი“, რომელიც არ ჰყავს

გარკვეულწილად ვეთანხმები ვასასის პოსტს , თუმცა რაღაც შენიშვნები მეც მაქვს და ვინაიდან მომრავლდა ამა თუ იმ შოუს მიმართ ზომიერი თუ არაზომიერი კრიტიკა, მეც ვიტყვი ორიოდე დაგროვილ სიტყვას “updated”

პირველ რიგში უნდა აღვნიშნო რომ მსგავსი შოუების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს თუ ეს გარკვეულ წინსვლას შეუწყობს ხელს ტურისტულ ზონებში (და როგორც ვიცი უწყობს კიდეც).

მეორე რიგში, ხალხს ავიწყდება რომ შოუ ერთ–ერთი რეიტინგულია მთელ სატელევიზიო ბადეში, გადის პრაიმტაიმში და იღებს ძალიან ბევრ სარეკლამო დაკვეთას, ასევე ჰყავს სხვადასხვა სპონსორი.

მესამე რიგში, ამ შოუს აკეთებს ძალიან კარგი გუნდი, რომელმაც ზუსტად იცის მასებს რა მოსწონთ, რას უყურებენ, კარგად ფიქრობენ რა შემოიტანს ფულს და როგორ უნდა გახადონ ესა თუ ის გადაცემა პოპულარული და რეიტინგული.

და აი აქ ვართ, სწორედ ეს არის მათი საქმე, ტელეპროდიუსინგი, რაც ესოდენ აკლია ბევრ ტელევიზიას და რომლის მნიშვნელობა ჯერ კიდევ ბევრს კარგად ვერ გაუგია, და  ის არ არის საქმე, რომ რამოდენიმე ათეული ადამიანისთვის ზეინტელექტუალური გადაცემა გააკეთოს და ხელი შეუწყოს მათ მაღალი მატერიების ღრუბლებისკენ ნძრევით სვლაში.

და საერთოდ ტელეწამყვანების უნიჭობა და ნიჭიერება, ცოტა ღრმა და საფუძვლიან შესწავლას მოითხოვს ვიდრე ამ პოსტში მე ამას შევძლებდი. ჯერ უნდა მოხდეს დიფერენციაცია თუ რას ნიშნავს ნიჭიერი ტელეწამყვანი, კერძოდ კი შოუშ წამყვანი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პრაიმტაიმში ამ ტიპის თოქ შოუს ტელეწამყვანი  უნდა იყოს უშუალო, თბილი, ალალი, ლაღი, ბუნებრივი და შეძლოს მაყურებელთან მაქსიმალურად მისვლა და შოუში მოყვანილი პერსონების და ამბების მათთან ძალდაუტანებლად მიტანა.

საღამოს ტელევიზორთან მოკალათებული ადამიანი არის დაღლილი მთელი დღის ქაოსით, პოლიტიკით, მძიმე ამბებით, მძიმე აურით და მას უბრალოდ აღარ სურს რომ ძილის წინ დამატებით კიდევ ტვინი გაუჟიმოს ვინმემ ან რამემ, სურს რომ უბრალოდ მოეშვას, მოდუნდეს და იცინოს რაღაც სიდებილზე, სისულელეზე, ვიღაცის სასიამოვნო თუ უსიამოვნო, მხიარული თუ ნაღვლიანი ისტორია მოისმინოს და რაღაცნაირად გზა მისცეს საკუთარ ემოციებს.
Continue reading