Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

უკანასკნელი

როდის უფრო გრძნობ თავს უკანასკნელად? როდესაც ადამიანებით გარშემორტყმული თავს მარტოსულად გრძნობ თუ როდესაც შენს გარშემომყოფებში ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი არსება, პერიოდულად საკუთარ მაცივარს ესაუბრები. მაცივარი ერთადერთი ხმიანი არსებაა მთელს შენს შინაგან თუ გარე სამყაროში. ხანდახან ისიც იღლება, შენი არ იყოს, მაცივარმაც ბევრი წელი გალია შრომაში, ისვენებს პერიოდულად, რამდენიმე წუთით ახმაურდება და მერე დიდი ხნით ისვენებს. ნერვიულობ, იქნებ იმასაც ფიქრობ დილით მაცივარი ახმიანდება თუ შენ. თუმცა ერთ დღესაც რომელიღაცის გაჩუმების ჯერი დგება. სამუდამოდ გაჩუმების.

შენ უკანასკნელი ცოცხალი ვეტერანი ხარ, მრავალჭირგამოვლილი ადამიანი, რომელსაც ერთადერთი მოგრუხუნე მაცივარიღა დარჩენია ნუგეშად.

“უკანასკნელი” – სერგეი პიკალოვის ფილმი კანის კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების რჩეული 9 ფილმიდან

 

Posted in კინემატოგრაფია, History

საბჭოთა საქართველო

ამონარიდი წიგნიდან “კინოხელოვნება”, 1957წ.

სტილი დაცულია

1950 წელს გადაიღეს სრულმეტრაჟიანი ფერადი დოკუმენტური სურათი “საბჭოთა საქართველო” (რეჟისორი ს. დოლიძე, რ. კარმენი).

“კინოსურათი ამაღელვებლად მოგვითხრობს ქართველი ხალხის შემოქმედებითი პათოსით აღსავსე შრომაზე, რომელმაც მთლიანად უცვალა სახე საქართველოს, ააყვავა იგი და დიადი საბჭოთა ქვეყნის ერთ–ერთ მოწინავე რესპუბლიკად აქცია” – სწერდა გაზეთი “კომუნისტი”.

საბჭოთა საქართველოს ახალი ადამიანები – კოლმეურნეები, მუშაკები, ინჟინრები, მეცნიერები, ხელოვნებისა და ლიტერატურის მოღვაწენი, მათი ყოველდღიური ცხოვრება – აი, ის, რაც ძირითადად აინტერესებდათ სურათის შემქმნელებს.

სურათის ავტორებმა განიზრახეს მთელი სისავსით ეჩვენებინათ საქართველოს რესპუბლიკის ცხოვრება, მისი მიღწევები, მაყურებლისათვის გადაეშალათ საქართველოს ულამაზესი ბუნების მთელი სიდიადე და მრავალფეროვნება. რაც უთუოდ შეასრულეს სურათის ავტორებმა.

დიდი ზომიერებითა და გემოვნებით არის მოცემული სურათში ქართველი ხალხის ისტორია. ეკრანზეა მეფე ერეკლე II–ის მიერ ხელმოწერილი ტრაქტატიმ რომლის შედეგად ქართველმა ხალხმა სამუდამოდ დაუკავშირა თავისი ბედი დიდ რუს ხალხს.

საქართველოს გული – თბილისი მსოფლიოში ერთ–ერთი უძველესი ქალაქია, რომელსაც 15 საუკუნის ისტორია აქვს. ეკრანზე ვხედავთ ახალ სოციალისტურ თბილისს, მის მონუმენტურ ნაგებობებს, ახალ, ფართო ქუჩებს, პარკებსა და ბაღებს, შესანიშნავ ხედებს, საწარმოებს, სამეურნეო და კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულებებს . . .

ეკრანზე ვხედავთ ტყიბულისა და ტყვარჩელის მოწინავე მეშახტეებს, რომლებმაც თავდადებული, ნოვატორული შრომით მაღლა ასწიეს სოციალისტური შეჯიბრების დროშა.

ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს კადრები, რომლებშიც აღბეჭდილია საქართველოს მძიმე ინდუსტრიის პირმშო–რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. სურათში შესანიშნავად არის ნაჩვენები ქარხნის მოწინავე ადამიანების ცხოვრება და შრომა.

დიდი რეჟისორული და ოპერატორული ოსტატობით არის გადაღებული ქართული ფოლადის შექმნის პროცესები.

თბილისის გვერდით აყვავდნენ საქართველოს ქალაქები – ქუთაისი, სოხუმი, ბათუმი, ფოთი, თელავი;

სურათში განსაკუთრებით გამოირჩევა კადრები, სადაც ასახულია საქართველოს ულამაზესი კურორტები: გაგრა, ბორჯომი, რიწა, ახალი ათონი, წყალტუბო, ქობულეთი, ბაკურიანი, რომლებიც საბჭოთა კავშირის ხალხთა ჯანმრთელობის კერებს წარმოადგენენ.

ასევე ჩანს ქართველი მწერლების შემოქმედებითი მეგობრობა მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მუშაკებთან, ქართველი მხატვრების დაძაბული შემოქმედებითი შრომა.

სურათი თავდება სამგორის არხის გახსნისადმი მიძღვნილი საყოველთაო სახალხო ზეიმით.

ასრულდა ხალხის სანუკვარი ოცნება – მოდის წყალი! ივრის წყალი!

 

 😀  😀    

Posted in საზოგადოება

ტაოპრივატბანკი

ტაოპრივატბანკი სირცხვილი დღევანდელ ქართულ ვაი საბანკო რეალობაში; (ეეეუჰ!)
თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე იძულებით ვიზიტს, ამ ბანკთან მე პირადად სხვა შეხება არ მაქვს, არა ბარათი, არა ანგარიში, არა სესხი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ; ერთი ორჯერ გახლდით ელ.ენერგიის გადასახადი უნდა გადამეხადა, ამ ოპერაციის განხორციელებას დასჭირდა დაახლოებით 40 წუთი ეს მაშინ როდესაც ბანკში ჩემს გარდა არ იყო სხვა კლიენტი, ასევე დასჭირდა გვერდით მსხდომი ოპერატორების დახმარება, რადგან ერთის ”პროფესიონალიზმი” არ ეყო თელასის ანგარიშზე თანხის გადარიცხვას, შემდეგ საქმეში ჩაერთო მენეჯერი (უხმეს მას), ეს როგორ გავაკეთოთ? ის სად ჩავწეროთ? პირადი მონაცემებიც შევიყვანოთ? და მსგავსი კითხვები მიაყარეს მენეჯერს. Continue reading “ტაოპრივატბანკი”