ახალი ქართული ფილმები BIAFF-ზე


მოვიდა სექტემბერი და მოვიდა  ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის დროც. წელს ფესტივალს 17 სექტემბერს გაიხსნება და 24 სექტემბერს დასრულდება. კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, გახსნის ფილმი კი იქნება გიორგი ოვაშვილის “ხიბულა“, რომელიც ასახავს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრების ბოლო დღეებს.

ავად თუ კარგად, დამოკიდებულებით თუ დამოუკიდებლად, ნაცნობობით თუ უნაცნობოდ და ძირითადად მაინც სხვა ქვეყნების დახმარებით, წლიდან წლამდე ახალი ქართული ფილმები მატულობს, ადგილ-ადგილ ხარისხის ამაღლებაც შეინიშნება. მთელი რიგი პრობლემების გარდა, ძირითად სისუსტედ კვლავ სცენარი და მსახიობების შერჩევა რჩება. გულით ვისურვებდი, რომ იქნებ, წელს მაინც ახალმა ფილმებმა ცოტა წინ წაიწიონ ამ კუთხითაც და ერთი ოვაშვილის იმედად არ ვიყოთ ხოლმე. 

საერთაშორისო კონკურის მხატვრული ფილმების სექციაში უჩვენებენ ერთ ქართულ ფილმს – მარიამ ხაჭვანის “დედე”-ს – საქართველოს და კატარის ერთობლივი პროდუქტს. აღსანიშნავია, რომ ფილმი სვანურ ენაზეა.

საერთაშორისო კონკურის დოკუმენტური ფილმების სექციაში უჩვებენ ასევე ერთ ქართულ დოკუმენტურ ფილმს – რატი ონელის “მზის ქალაქი” – საქართველოს, აშშ-ს, კატარის და ჰოლანდიის ერთობლივ პროდუქტს. ფილმის ნახვა შეგიძლიათ 20 სექტემბერს, კინოთეატრ აპოლოში.

რაც შეეხება საერთაშორისო კონკურსის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციას, აქ მთელი შვიდი მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომელიც სრულად ან მონაწილეობით საქართველოს სახელით არის წარმოდგენილი.

“8 წუთი” გიორგი გოგიჩაიშვილის ფილმი – უკვე ბევრი საერთაშორისო კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული.

ტრეილერი ვერ ვიპოვე და ეს ნახეთ

კონკურსში ასევე მონაწილეობენ: 

ანა, მარგო ზუბაშვილი, საქართველო

დასასრული, ნინი სარდლიშვილი, საქართველო

სამი ნაბიჯი, სოსო ბლიაძე, საქართველო

სრულყოფილი შეკვეთა, ანა სარუხანოვა/კატალინა ბაქრაძე, საქართველო

ელენე, სეზან კაიაჰანი, თურქეთი/საქართველო

ეს ჩვენი სახლია,  გიორგი დანელიანცი, რუსეთი/საქართველო

სპეციალური ჩვენებით ვიხილავთ თეონა ჯორბენაძის დოკუმენტურ ფილმს “სევდის ანგელოზები” – ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის შესახებ. ფილმს უჩვენებენ კინოთეატრ აპოლოში, 18 სექტემბერს, საღამოს ცხრა საათზე.

ქართული პანორამის ფარგლებში ვნახავთ ანუნა ბუკიას ფილმს “მე გადავცურე ენგური”, ასევე დავტკბებით ელდარ შენგელაიას სავარძლით, რეზო ესაძის “თვე როგორც ერთი დღე”, გიორგი ვარსიმაშვილის “ძმები ქალაქში’ და ა.შ.

რასაკვირველია, ყველას, ჩემი თავის ჩათვლით ვთხოვ თავი შეიკავოს დიდი მოლოდინებისგან, წინასწარი განწყობებისგან, ფილმის ნახვის შემდეგ “ისე რა” რომ გაგიცრუვდეთ იმედები და არა ძალიან ან იქნებ მოხდეს სასწაული და საერთოდ არ გაგიცრუოთ იმედები.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s