Posted in Photography

ენდობით ფოტოგრაფს?


ფოტოგრაფის ნდობის საკითხი, მას შემდეგ მაწუხებს, რაც თავად დავიწყე ღამის ცხოვრების, ქლაბინგის გადაღება. როგორც სხვა, ისე ამ შემთხვევაშიც, არასოდეს მიფიქრია პაპარაცული, დამაინტრიგებელი, სკანდალური ფოტოების გადაღებაზე, რისი შანსიც რასაკვირველია ყოველთვის მქონდა და აქვს ნებისმიერ ფოტოგრაფს, რომელიც ე.წ. nightlife photography-ით არის გატაცებულ/დაკავებული. თუ შემთხვევით, ობიექტისთვის არასასურველი კადრი მოხვდა ჩემს კამერაში, რაც შესაძლებელია მეორე დილას, ფხიზელ თვალზე ადამიანს არ მოეწონოს, ფოტო წაიშლება და არ მიაღწევს კლუბის, პაბის, ბარის მენეჯერამდე, თუ რასაკვირველია ასეთი გადაღება დაკვეთა იყო.

ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტად მიზიდავს შავ-თეთრი ფოტოები და ვცდილობ, ფოტოდოკუმენტალისტიკის ჟანრში ჩავსვა ეს ყველაფერი და არ იყოს ვინმესთვის შეურაცხმყოფელი/არაესთეტიკური და ა.შ. ამის მიღწევა ცოტა რთულია იქ, სადაც ბევრი ალკოჰოლია, მაგრამ მაინც რაღაც გამომდის ხოლმე მგონი. 🙂

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა ფოტოგრაფი და მენეჯერი ამდენს არ ფიქრობს, მეტიც, ზოგი საერთოდ არ ფიქრობს. გადაიღებენ ათასობით ფოტოს, არ გადაარჩევენ, პირდაპირ მიაწვდიან დამკვეთს და დამკვეთი ასევე დაუფიქრებლად ტვირთავს ფეისბუქზე ან სხვაგან.

შესაბამისად, ასეთ გვერდებზე შეხვდებით ფეხს თავში, გლანდებს, სასაზე მიკრულ საღეჭ რეზინს, ცხვირის ნესტოებს, იღლიის ფოსოებს და ა.შ. ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი შორს არის რეპორტაჟისგან, დოკუმენტალისტიკისგან, ყოველგვარი ესთეტიკისგან, სამაგიეროდ ახლოს არის სრულ გულგრილობასთან და უპასუხისმგებლობასთან, პირველ რიგში ფოტოგრაფის და შემდეგ დამკვეთის, თუ გადაურჩეველი ფოტოები გადაეცა.

და საერთოდ, არავინ ფიქრობს იმაზე, უნდა თუ არა გადაღება ადამიანს, რომელიც პარასკევ საღამოს, დატვირთული კვირის შემდეგ მოდის დასალევად, გასართობად და საცეკვაოდ, რომელიც ვერ აკონტროლებს როგორ ტლინკაობს, ენას როდის გამოყოფს, ყირაზე როდის გადავა, და ამ დროს, მეორე დღეს უწყვეტ ფოტო კადრებად ხედავს ამ ყველაფერს, რომელიღაცა ბარის, პაბის თუ კლუბის ფეისბუქ გვერდზე;

"გაწიე ეგ დედამოტყნული კამერა" მეუბნება ბრიუს უილისი.  Vanity Fair-ისთვის დახურულ წვეულებას ვიღებდი, ერთადერთი ფოტოგრაფი ვიყავი დარბაზში, სხვა რა უნდა მექნა?" იხსენებს ფოტოგრაფი სტეფან ჯერომი.
“ნუ მიღებ. გაწიე ეგ დედამოტყნული კამერა” მეუბნება ბრიუს უილისი, როდესაც Vanity Fair-ისთვის დახურულ წვეულებას ვიღებდი; დარბაზში ერთადერთი ფოტოგრაფი ვიყავი, სხვა რა უნდა გამეკეთებინა?” იხსენებს ფოტოგრაფი სტეფან ჯერომი.

აქვე, ფოტოგრაფ დინა ლიტოვსკის ერთი ფოტოპროექტი მახსენდება  – “Untag This Photo” ანუ ასე ვთქვათ, “განსათაგი ფოტოები” :)), ფოტოები, საიდანაც წინა დღის თავბრუდამხვევი გართობის შემდეგ უბრალოდ თავი უნდა ამოითაგო. მაგალითად:

Photo credit: Dina Litovsky
Photo credit: Dina Litovsky

ერთი ასეთი ფოტო ყველას გვიგდია კარადაში, მეც გავხდი ასეთი უპასუხისმგებლო ფოტოგრაფის “მსხვერპლი”. ფოტოს ვერ ვნახავდი, ჩემს ოტორინოლარინგოლოგს, რომ არ დაერეკა და არ ეთქვა, შენს გლანდებს მოუსვლელად ვხედავო. 😀

როგორც ზემოთ აღვნიშნე, დიდი ხანია რაც ამ თემაზე პოსტის დაწერა მინდა და სტამბოლის კინოფესტივალზე ნანახმა ერთმა ძველმა ფილმმა, კიდევ უფრო მეტად მიბიძგა ამ პოსტის დაწერისკენ.

Studio 54 – ფილმი, ნიუ იორკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ვარსკლავური კლნუბის და მისი ბინადრების ცხოვრებას ასახავს. კლუბში მხოლოდ ვარსკვლავები დადიოდნენ, ამომავალი თუ მოქმედი კაშკაშა ვარსკვლავები, რიგითი ადამიანებისთვის კლუბი დახურული იყო. სასმელი, სიკვდილამდე ცეკვა, ნარკოტიკები, სექსი ყველა წარმოდგენილი თუ წარმოუდგენელი კუთხიდან; ეს იყო ადგილი, სადაც ვარსკლავები თავს გრძნობდნენ კომფორტულად, თავისუფლად და იყვნენ ისინი, რაც შეიძლება გარეთ, სხვაგან და სხვა ვითარებაში არ ყოფილიყვნენ.

თითქმის წარმოუდგენელია მაგრამ კლუბს ჰყავდა ორი უცვლელი ფოტოგრაფი, ტოდ პაპაჯორჯი და ჰასე პერსონი.

ამ ადამიანებმა კლუბის დიდების ზენიტში ყოფნის პერიოდში, დარწმუნებული ვარ, ყველა ფოტოგრაფისთვის სანატრელი და საოცნებო არქივი შექმნეს და გაუძლეს ცდუნებას არ გამოექვეყნებინათ ასეთი ძვირფასი ფოტოები.

ენდი უორჰოლი, ახლადფეხადგმული ბრუკ შილდსი, ლაიზა მინელი, ბიანკა ჯაგერი, ლიზ ტეილორი, მიკ ჯაგერი, გრეის ჯონსი, მაიქლ ჯექსონი, ელტონ ჯონი, თინა ტერნერი, ტრუმან კაპოტე, მარგო ჰემინგუეი, დაიანა როსი, შერი, სალვადორ დალი, ჯეკი კენედი ონასისი, არასრული ჩამონათვალია იმ ვარსკვლავებისა, რომლებიც სტუმრობდნენ სტუდიო 54-ს.

დაიანა როსი
დაიანა როსი
კიდევ ერთი კადრი სტუდიო 54-დან
კიდევ ერთი კადრი სტუდიო 54-დან

სტუდიო 54-ის ფოტოკადრებმა, თითქმის 40 წლისთავზე იხილა დღის სინათლე. წიგნის სახით გამოიცა. 70-იან წლებში გადაღებული ფოტოები, რაც დიდ სკანდალად შეიძლებოდა ქცეულიყო მაშინ, დღეს უკვე სრულიად დამსახურებულად ისტორიას და ფოტოდოკუმენტალისტიკას მიეკუთვნება.

ცხადია ყველა Nightlife ფოტოგრაფი, პაპაჯორჯი და პერსონი ვერ იქნება და ვერც ყველა მენეჯერი იქნება სტივ რაბელი.

და ბოლოს, თქვენც მინდა გკითხოთ, გყავთ ფოტოგრაფი, რომელსაც ენდობით?

———-

ტოდ პაპაჯორჯის ფოტოები 

ჰასე პერსონის ფოტოები 

ავტორი:

Blogger, Photographer, Filmmaker

14 thoughts on “ენდობით ფოტოგრაფს?

  1. სულ ვფიქრობ მაგაზე, როგორც ფოტოგრაფი. ძალიან საინტერესო თემაა, საფიქრალი. მყავს მოდელი, რომელიც მენდობა, რაც ძალიან კარგია. ვმუშაობთ დროდადრო ათას სისულელეზე და ცხადია, ამას ვერ შევძლებდით ერთმანეთის ნდობის გარეშე

    1. ჰო, საკმაოდ რთული თემაა. პოსტში დამავიწყდა მეთქვა რომ ფოტოგრაფს შეუძლია სხვაგანაც გამოიყენოს ეს ფოტოები თუ კონკრეტულ დამკვეთთან არ აქვს ხელშეკრულება ან პირობები არ ავალდებულებს. ერთ ერთ უცხოურ ფორუმზე წუხდა გოგო, რომ მისი კლუბში გადაღებული ფოტოები, რაღაც, არაკლუბის საიტზე გამოქვეყნდა.

    2. ნუ აქ ნდობის ფაქტორია განმსაზღვრელი მეც ვენდობოდი ახლობელ და ნაცნობ ფოტოგრაფს.

    1. მინიმუმ უნდა მოერიდ ალბათ ან საღამოს დასაწყისში სთხოვო რომ არ გადაგიღოს. 🙂 მერე რომ წაშლის ან გადაარჩევს არასახარბიელო კადრებს მაგის იმედი არ გქონდეს. :))

      1. ჰიიიიიიი, მართლა???? ვაიმეეეე, თქვენ როგორები ხართ თურმე 😀
        აუ რავი, მე ისე მიყვარს სურათების გადაღება, დიდი სიამოვნებით ვპოზირებ ხოლმე შენთანაც და სხვასთანაც 😀

    2. ჰო, შენ ძალიან გიყვარს გადაღება ❤ მეც მიყვარს, მაგრამ ამ შემთხვევის მერე ცოტა დავიძაბე, არ მესიამოვნა. წაშლაც არ მჯერა ხოლმე, თუ მოხდა და public person გაიჩითე, უმალ გაჩნდება შენი წაშლილი თუ წაუშლელი ფოტოები 😃😃 აი ქობალიას რომ აუფრიალეს გახსოვს? კლუბში ცეკვა გაუკვირდა ხალხს …

      1. აუ ხო. გახსოვს? კანადაში რომ ცეკვავდა და ეგ რომ გამოუჭიმეს. იდიოტები. არადა, თვითონაც დარწმუნებული ვარ, ეგრე იქცევიან.

        ჰოდა, ხო, მე ძალიან მიყვარს გადაღება 😀 თითოეული კადრი რაღაცას მაგონებს და მიხარია ეს მომენტები. თუმცა, ამასთანავე, ფოტოგრაფიც უნდა იყოს დაინტერესებული იმაში, რომ მოდელს (თუ ობიექტს თუ ვისაც უღებს იმას) არ გადაუღოს ისეთი სურათი, რომლის გამო ბრიუს უილისისნაირ წყრომას დაიმსახურებს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s