Posted in საზოგადოება

ჩაი ორისთვის


“იმ ცისფერ კაფეს ვიგონებ ახლაც,
დღემდე იმგვარად დარჩა ის, მგონი;
დღემდე მეც ძვირფას ოცნებად მახლავს
ჩაის ვარდები და ჩაის ბოლი.

. . .

დღემდე მიტაცებს შრიალი შორი,
ჩვენს ლურჯ თვალებში შემოუსვლელი,
ცისფერ კაფეში შევდივართ ორნი,
ცისფერ მაგიდას შემოვუსხდებით… “

აქ მაგიდები ისეთი პატარა ზომისაა, ჩაის შენი მეორე ნახევრის ფინჯნიდან წრუპავ. ერთმანეთის სუნთქვა გესმით და ხანდახან სულსაც უბერავთ ცხელი ჩაი რომ გაუგრილოთ ერთმანეთს, შტრუდელსაც ერთმანეთის თეფშიდან იპარავთ, პატარა ნიჩბებით. უგემრიელესია ვენური ვაშლის შტრუდელი.

ეს არის დილა. თქვენი დილა. ცხელი ჩაით, ვენური ვაშლის შტრუდელით და ხანშიშესული მიმტანით, რომელიც კიდევ ცალკე ისტორიაა.

ვენური კაფეს ხანშიშესულ მიმტანს, თქვენი ასაკის სამუშაო სტაჟი აქვს, შეიძლება მეტიც. მას ბევრი წყვილი უნახავს;  წყვილები, რომლებიც მდუმარედ შეექცევიან დილის საუზმეს და ერთმანეთს ცხელ ჩაის უგრილებენ.

უკვე მერამდენედ ნაღვლიანი ვათვალიერებ ვენის ფოტოებს და ვცდილობ გავიხსენო ყველა ის ემოცია და შთაბეჭდილება, რაც თავზე დამეყარა ამ მიმზიდველ ქალაქში. ერთი ასეთი შთაბეჭდილება სწორედ, ვენური კაფეების კულტურა იყო.

შტალბურგასეზე სეირნობისას, სრულიად შემთხვევით ამოვყავით თავი კაფე ბროინერჰოფში , თითქოს რაღაც ჯადოსნურ ღილაკს დავაჭირეთ თითი და მყისიერად, სადღაც 50-60-იანი წლების ვენაში აღმოვჩნდით. მართლაც, კოვზიდან დაწყებული კედელზე გაკრული პოსტერებით დამთავრებული ყველაფერი ძველი და ყავლგასული იყო. ასე იგრძნობოდა.

ეს იყო ადგილი, სადაც თავს მყუდროდ და მოხერხებულად იგრძნობდით, თუნდაც ხალხით გადაჭედილ გარემოშიც.  ალბათ, ამიტომაც იყო ეს ადგილი ბევრი პოეტისა თუ მწერლის მეორე სახლი. ერთი მწერალი წერილებსაც კი ამ კაფეს მისამართზე იღებდა.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ადგილი, რომელსაც შეგიძლია დილით ესტუმრო და ისაუზმო, ცხელი ყავა ან ჩაი დალიო, გაეცნო დილის პრესას ან მთელი დღე ერთ ფინჯან ჩაის მიაშტერდე.

ვენაში დაბრუნების დროა. ჩაი მომენატრა.

strudel

 

ავტორი:

Blogger, Photographer, Filmmaker

3 thoughts on “ჩაი ორისთვის

  1. ვენიდან მე სტარბაქსის ყავა და ჩიზქეიქი მენატრება… მართალი ხარ, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ადგილი, რომელსაც შეგიძლია დილით ესტუმრო და ისაუზმო, ცხელი ყავა ან ჩაი დალიო, გაეცნო დილის პრესას ან მთელი დღე ერთ ფინჯან ჩაის მიაშტერდე. ჩვენ ასეთი ადგილი არ გვაქვს. და კიდევ ამ ბოლო დროს კაფეებში მარტო სიარულს დავეჩვიე და ყოველთვის უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა მაშტერდებიან და თვალებით მეკითხებიან- რატომ ვარ მარტო? ვენაში და არც ერთ ევროპულ კაფეში არავინ მოგაშტერდება ასე უტიფრად.

    1. აჰამ, მარტო რომ ხარ და გიყურებენ, ეს კიდევ ცალკე ფენომენია, არადა რა ჯობია მყუდრო ადგილს სამუშაოდ და საკითხავად. მედიათეკა ამოვიჩემე ამ ბოლო დროს. 🙂

  2. ვაკის მედიათეკაში ვიყავი რამდენჯერმე, მერე რაღაცეები შეცვალეს და აღარ მომეწონა. არადა ვაკის პარკში ხეებს შორის ჰამაკში ჯდომა და მარტო ფიქრიც კი გაქცევა იყო ყოველდღიურობიდან.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s