რაც მამას უნდა


თეძოების რხევა, ირლანდიისთვის უცხო ამერიკული ჯაზის რიტმებზე – ეს გარყვნილებაა, დარბაზის გახსნა ცეკვებისთვის, ხატვის, მუსიკის წრეებისთვის, საუბრებისთვის და აზრთა გაცვლა-გამოცვლისვის კი უბრალოდ ძალიან საშიშია.

ყველაფერი უცხო საშიშია. უცხოს უნდა მოვერიდოთ, არ გავეცნოთ, საფრთხის მომტანია. ხშირად მეჩვენება რომ ქართულ ენაშიც რაღაცნაირად ზედმეტად ხშირად და თან უადგილოდ ვიყენებთ ხოლმე ამ სიტყვას. ალტერნატივაც ვერ მოვიფიქრე. ცნობა ეძლევა “უცხო ქვეყნის” მოქალაქეს – რა უხეშად ხვდება ყურს, პირდაპირ ქვეყანა რომ მიეთითოს არ შეიძლება? ან “საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანისთვის ჯილდო გადაეცემა . . .”  აქაც არ შეიძლება პირდაპირ ენა დაასახელონ?

ნაცნობი სიტყვის ჩანაცვლება “უცხო”-თი, რაღაცნაირად გვაშორებს ამ სიტყვასთან, გვაუცხოებს და გვაშინებს.

მამას ეშინია. მამას არ სურს დარბაზის არსებობა. ის თვლის რომ ეკლესიიდან წამოსული განათლება საკმარისია და სხვა ყველაფერი ზედმეტი და საფრთხის შემცველია.

ერთხელ უკვე გაძევებული და ამერიკიდან ახალდაბრუნებული ჯეიმს გარლტონი, სერიოზული პრობლემაა სულიერი მამისთვის და მდიდარი მემამულეებისთვის. სოფელში გამეფებულ სიღარიბეს, ახალმოხნული მიწის სურნელს აზროვნების ნოტები შეპარვია.

დარბაზის გახსნიდან პირველივე ქადაგებაზე, სულიერი მამა ასახელებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ესტუმრნენ დარბაზს, არცხვენენ საზოგადოებას, საკუთარ ოჯახებს და გარყვნილებაში ეფლობიან. დარბაზი ეშმაკეულია.

ეს ამბები ირლანდიაში ხდებოდა 30-იან წლებში. სწორედ ამას გვიყვება კენ ლოუჩის ფილმი “ჯიმის დარბაზი”, რომელიც კინოფესტივალზე  ვნახე, ბათუმში.

ფილმის ნახვის შემდეგ ბევრი ასოციაცია გამიჩნდა და ბევრი შტრიხი გავაიგივე ჩვენს დღევანდელ რეალობასთან. სამწუხაროდ.

რა უნდა მამას? როგორ უნდა მამას? და რატომ არის მამა? . . . . კითხვები არ უნდა გებადებოდესო, თუმცა ვერ ისვენებენ და ეს და სხვა მრავალი კითხვა მიტრიალებს ხოლმე თავში.

ამ რამდენიმე ხნის წინ, კაზანტიპზე თეძოს გაქნევა და მუსიკის მოსმენა იყო დიდი გარყვნილება, ანაკლია-განმუხურის დაკარგვით იმუქრებოდნენ. მამას არ უნდოდა კაზანტიპი.

ხან სუნამოა ეშმაკეული, ხან კრიმინალზე არ უნდა ვისაუბროთ, ხან საზღვარგარეთ არ უნდა წავიდეთ სასწავლებლად, ხან ეს და ხან ის არ უნდა მამას.

ფილმის დასასრულს ყველაფერი ისე ხდება როგორც მამას უნდა, თუმცა რასაკვირველია რჩება და ჩნდება იმედი, სულ პაწაწინა სინათლე, უშრეტი და მზარდი ენერგიის წყაროთი, ენერგიული ახალგაზრდებით, შემტევი თაობით.

უცხო სუნელსაც აქვს თავისი სახელი – ულუმბო ჰქვია.

Advertisements

2 comments on “რაც მამას უნდა

  1. 2-3 წელია ვცდილობ რაც შეიძლება ხშირად აღვნიშნო მამის თანდასწრებით რომ თუ 1-2 წლით უცხოეთში სწავლის შანსი მომეცა აუცილებლად გამოვიყენებ… ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ მაგრამ მაინც…. წესით ასე არ უნდა მიწევდეს მამასთან რომელსაც რაც კი წიგნი გამიგია ყველაფერი წაკითხული აქვს და საკმაოდ ”თანამედროვეა” სხვა მამებთან შედარებით. რაღაც ძალიან ძლიერი დევს მამების გენეტიკაში….

    • სხვადასხვა თაობის თემააა ისევ და ისევ, რამდენად თანამედროვეა, განათლებულია და ა.შ. არ აქვს მნიშვნელობა, უთანხმოების საგანი ყოველთვის მოიძებნება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s