ისინი დგანან კაზრეთში


შეუსაბამო სამუშაო პირობები, ჯანმრთელობისთვის საშიში მდგომარეობა, დაბალი ხელფასები, 180 თანამშრომლის განთავისუფლება, უმოქმედო და უუნარო დაზღვევა, დაგვიანებული ხელფასები, ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიზეზებისა რის გამოც აგერ უკვე ათი დღეა რაც კაზრეთში საბადოზე დასაქმებული ადამიანები გაიფიცნენ.

ვიდრე კაზრეთში წავიდოდით, ინფორმაციის მოძიება ვცადე , მაგრამ შეიძლება ერთი-ორი რეგიონული ვებგვერდის და ფეისბუქის გარდა ვერაფერს მივაგენი.

700-ზე მეტი ადამიანი გაიფიცა

ადამიანები გამოუვალ მდგომარეობაში არიან

ოთხი დღეა რამდენიმე მონაწილე შიმშილობს

ერთმა ადამიანმა თავი მოიკლა

და არავინ ყურს არ იბერტყავს, ისე თითქოს საერთოდ არაფერი ხდებოდეს. 

ეს დღეებია გაფიცულებს პედაგოგები და სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ, რომლებიც ყოველ დილას სკოლასთან იკრიბებიან და შემდეგ მიდიან გაფიცვის ადგილას. ჩვენც თბილისიდან გამთენიისას გავედით რომ დილის ცხრა საათისთვის იქ ვყოფილიყავით და ეს ყველაფერი ჩვენც გვენახა.

“იცით რა არის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი? როდესაც იმ ადგილას ვუახლოვდებით და სკოლის მოსწავლეები ვუერთდებით გაფიცულ მუშებს” – მეუბნება ჩვენი გზამკვლევი

kazreti1

დაბა კაზრეთში მცხოვრები ოჯახების ძირითად საარსებო არტერიას და დასაქმების ადგილს სწორედ ოქროს საბადო წარმოადგენს, შესაბამისად უმუშევრად დარჩენილ და ასევე გაფიცულ მუშებს ადგილობრივი მაცხოვრებლებიც უცხადებენ მხარდაჭერას, რასაკვირველია მათი ოჯახის წევრების ჩათვლით.

სკოლის მოსწავლეები, განსაკუთრებით კი უფროსკლასელები ძალიან აქტიურად ეხმარებიან გაფიცულებს, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი როდესაც კაზრეთში ჩასულს გიდად მეთორმეტე კლასის მოსწავლე დამხვდა. სწორედ ის და მისი თანაკლასელები აქტიურობდნენ ფეისბუქზე, იღებენ ფოტოებს აქციაზე, ავრცელებენ ქსელში და ჟურნალისტებისგან დავიწყებულნი ასე ცდილობენ კაზრეთს მიღმა გაავრცელონ გაფიცვის ამბები.

kazreti

გასაშუქებლად მივა ვინმე თუ არ მივა, მნიშვნელობა არ აქვს, ისინი დგანან, შემაღლებულ გორაკებზე გადანაწილებულები, შემორჩენილ საბადოელებს ყოველ დილით სტვენით და ყიჟინით აცილებენ სამსახურში, ყველა კეთილმოსურნეს და მხარდამჭერს კი ტაშით და ოვაციებით ხვდებიან.

kazretis mushebi

თქვენ რომელი ტელევიზიიდან ხართ? მეკითხებიან, ტელევიზიიდან არ ვარ, ვპასუხობ, აბა გაზეთიდან? არა, მე ბლოგი მაქვს და ვუხსნი რა არის ბლოგი, ზოგმა იცის, ზოგმა არა, ვეუბნები რომ ფეისბუქზეც დავდებ ფოტოებს. უხარიათ. უხარიათ რომ ვიღაც სადღაც მაინც იტყვის ერთ-ორ სიტყვას მათი მდგომარეობის შესახებ.

მდგომარეობა კი მძიმეა. საცოდავი, არაფრის მაქნისი 5 ლარიანი დაზღვევა, დაბალი ან დაგვიანებული ხელფასები, შეუსრულებელი ვალდებულებები ოჯახში, ბანკთან, მაღაზიებში და ა.შ.

“ყოველ წელს ეკუთვნით ერთი ხელი სპეც. ტანსაცმელი, არ აძლევენ; იმ პირობებში სადაც მუშაობენ სამუშაო ფეხსაცმელი მალე ფუჭდება, ცვდება.” – მეუბნება ერთ-ერთი მათგანი.

“კვლავ მოძველებული ტექნოლოგიებით მუშაობენ, იყენებენ ციანიდს, რაც ძალიან სახიფათოა როგორც ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოსთვის” – მეუბნება მეორე

shimshiloba

კაზრეთში მომუშავე ორი კომპანია შპს “RMG GOLD” (რომელიც საყდრისის საქმეშიც ფიგურირებს) და შპს “RMG Copper”,  სხვადასხვა კომპანიების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა .  2014 წლის თებერვლის მონაცემებით ორივე კომპანიის გენერალური დირექტორი, რუსეთის მოქალაქე სერგეი ეგანოვია, ხოლო 85% წილს კი რაღაც ჰოლანდიური კომპანია ფლობს. ეს ისე ფურცელზე ალბათ. როგორც ამბობენ სინამდვილეში მთლიანად რუსულ კომპანიებს ეკუთვნით.

ნაყოფია კი, ამავე რაიონის მაჟორიტარი და თავის დროზე საბადოს გამყიდველი სათოფეზეც არ ეკარება აქაურობას. ისევე როგორც ბევრი სხვა პასუხისმგებელი პირი. კოჰაბიტაცია ნაკერზე რომ არ შემოერღვეთ, ფრთხილობენ ალბათ.

kazreti sabado

 

RMG copper ამონაწერი რეესტრიდან

RMG GOLD – ამონაწერი რეესტრიდან

სხვა საკითხავი საბადოების გაყიდვის შესახებ

Advertisements

9 comments on “ისინი დგანან კაზრეთში

  1. გამოხმაურება: ისინი დგანან კაზრეთში - ქართული ბლოგები

    • თუ გააშუქა ან რეგიონული ტელევიზია იყო ან პირველი არხი ფორმალობის მიზნით. შეიძლება ითქვას არავინ ჩადის. არადა ხალხი დგას იქ ყოველდღე :/

      • საფრთხეც არის და უკვე დაბინძურებულიც არის, სიამოვნებით დავწერდი ამაზეც შესაბამისი ცოდნა რომ მქონდეს, ძალიან ტექნიკურ დეტალებში უნდა იყო ჩახედული. :/
        მუშაობენ სტანდარტების სრული იგნორით, მაქსიმალურად იაფი მეთოდებით რაც ათასგზის ზიანის მომტანია ყველასთვის . . . და ა.შ.

    • chemi azrit saertod mag karieris gaxsna rogorc saxelmwipostvis ise adgilobrivi mosaxleoistvis damgupveli agmochnda, momgebiani agmochnda calkeuli pirovnebebistvis vinc jibe gaisqela, arsebobis minimumistvis ki adgilobriiv da teritoriis mimdebared mosaxleobam janmrteloba gainadgura. rac yvelaze sashinelebaa am sawarmos wyalobit kazretis mimdebared mosuli xili da bostneuli ar ichmeva, xolo mdinare mashaverashi biomrvalperovneba mkvdaria da mxolod toqsikuri narchenebi gvxvdeba!

      • 😦 ჯანდაცვა, გარემოს დაცვა და ა.შ. წესით ყველა უნდა აქტიურობდეს მაგრამ როდესაც საქმეში ამხელა ფინანსური ინტერესები ტრიალებს, ყველა ჩუმადაა

  2. კი მანდ ციანიდით ხდება რეცხვა, რაც ნორმალურ ქვეყანაში არსად გამოიყენება უკვე. დიდი ხანია ეგ პრობლემა დგას. თავიდანვე. როგორც კი მუშაობა დაიწყეს დამოუკიდებელ საქართველოში.
    და უფრო ადრეც საბჭოთა საქართველოში.
    სამწუხაროდ, პრივატიზაცია რომ მოხდა მაშინ არ მოხდა მაგ სტანდარტების განსაზღვრა. თუმცა მერე ბევრი რამ მოხდა მანდ მფლობელის შეცვლა და ერთი ამბები…

    • ჰო, ასე თქვეს რომ ვერასდროს მოხდა გაუმჯობესება, გვეუბნებიან რომ ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლა დიდ თანხებთან არის დაკავშირებულიო 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s