Posted in Photography, Travelling

სინოპი|Sinop [ფოტოები]


თურქეთი ეს ის ქვეყანაა, წელიწადში ერთხელ მაინც რომ უნდა ესტუმრო, ხოლო თუ ავტობუსით არ გიმგზავრიათ , ჩათვალეთ რომ სიამოვნების დიდი ნაწილი თვითმფრინავიდან ქარისთვის გაგიტანებიათ, რასაკვირველია ჩემი აზრით.

გასულ, 2013 წელს ორჯერ მოვახერხე ჩასვლა, ერთხელ სტამბოლში და ერთხელაც სინოპში, შავი ზღვის სანაპიროზე, სინოპის ყურეში მდებარე პატარა ქალაქში.

სანამ სინოპამდე ჩავაღწევდით ორი ავტობუსი გამოვიცვალეთ. ჩასვლამდე კი ისე მქონდა შესწავლილი ეს პაწაწუნა ქალაქი, შემეძლო თვალდახუჭული მევლო ძველი ქალაქის პატარა ქუჩებში.

მეც ტურისტი ვარ, თუმცა არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი რომ ტურისტების აურაცხელ შემოსევას გადაურჩა ეს ქალაქი, აქ უფრო მეტად ქალაქის მაცხოვრებლებს ნახავთ და თურქეთის სხვა ქალაქებიდან ჩამოსულ დამსვენებლებს, უფრო კანტიკუნტად კი სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ დამსვენებლებს.

მიუხედავად იმისა რომ ქალაქი პატარაა და მთელი ათი დღის მანძილზე ჩვენც ყოველდღე ვათვალიერებდით, ბევრი რამ ვერ ვნახე და კვლავ სტუმრობის იმედით მოვინიშნე სამოგზაურო წიგნაკში (რომელიც არ მაქვს).

ფოტოები(ც) გადავიღე, თუმცა ამჯერად, შავ-თეთრი ფოტოებით შემოვიფარგლები, რომელიც Zenit 122-ით და კოდაკის უნატიფესი ფირის საშუალებით გადავიღე. 🙂

აქვე გპირდებით სინოპის შესახებ დაწვრილებით მიმოხილვას ფოტოებითურთ 🙂

გადაღებულია Sinop Antik Hotel-ში
გადაღებულია Sinop Antik Hotel-ში

დამსვენებლები თამაშობენ ნარდს
დამსვენებლები თამაშობენ ნარდს
:)
🙂
ქვიშის სასახლეები გასაოცრად მალე ინგრევა
ქვიშის სასახლეები საოცრად მალე ინგრევა
ყველას არ შეუძლია გაიხადოს
ყველას არ შეუძლია გაიხადოს
ბავშვი სილაში, ყარაყუმის სანაპირო
ბავშვი სილაში, ყარაყუმის სანაპირო

ავტორი:

Blogger, Photographer, Filmmaker

3 thoughts on “სინოპი|Sinop [ფოტოები]

  1. მართალია ავტობუსით მგზავრობა ძალიან დამღლელია, მაგრამ ჩემი აზრით ასე უფრო შეიგრძნობ მოგზაურობას. მე ქალაქ სინოპში არ ვყოფილვარ, მაგრამ სამი დღე ვიმგზავრე თუქეთში კაბადოკია და ტაო ვნახე. ძალიან კარგი იყო 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s