XXI წერილი ქუცნას -ამბორი მეოცნებეს ანუ სფეროს გზააბნეული ნახევრები


გიომი ხელზე მეამბორა და ამ ხანგრძლივმა ერთმა წუთმა ჩემი ცხოვრების წინა ოცდასამი წელი დაჩრდილა.” 

.. შმიტიოსტენდელი მეოცნებე 

* * *

რომ არა ერთი ფილმის და ერთი წიგნის გავლენა, კიდევ კარგა ხანს წერილს არ მოგწერდი ქუც.  ფილმმაც და წიგნმაც კედელთან მიმაყენა და მაიძულა მეფიქრა იმ განვლილ დღეებზე, რაზე ფიქრს აგრერიგად თავს ვარიდებ ხოლმე. მეგონა “ბრაიდსჰედში დაბრუნება” ცოტა მოვინელე, მაგრამ წიგნმა ისე შემაჯანჯღარა რომ გადავწყვიტე ეს წერილი მომეწერა შენთვის.

როგორ ფიქრობ იქნებ მეც მეოცნებე ვარ და ჩემი გამოგონილი სამყაროს იქით არც მე გავდივარ და არც სხვას ვუშვებ ღობის გადმოღმა? ეჭვი შემეპარა ჩემს თავში და შენი აზრიც მაინტერესებს.

არ მინდა ოსტენდელი მეოცნებესავით, მხრებზე პლედმოსხმული ვიჯდე ბუხართან და განუწყვეტელ ოცნებაში აღმომხდეს სული, იმ ოცნებებში რომელსაც თავად ვქმნი, ვშლი და ისევ თავიდან ვაშენებ.

თუმცა ოპტიმისტიც ვარ, ამით ისევ ჩემი რეალობა მკვებავს, ზღაპრები ცხოვრებაში არ გადამიტანია და არც ცხოვრება გადამიტანია ზღაპარში. ხან ვეგუები და ხანაც ვებრძვი რეალობას როგორც შემიძლია.

ხანდახან ვსუსტდები, სრულიად ადამიანურად და სრულიად პრინცესულად, ნაზად. როდის? ალბათ როდესაც რაღაც მომენტში ჩემს წინ ვიღაც უფრო ძლიერი დგას, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს, ისეთი როგორც გიიომის ამბორია, წამიერი, რომელიც ყველაფერს ცელავს, უკვე წასულ წლებსაც და თქვენ წარმოიდგინეთ მომავალსაც კი. ამბორი, რომლის გახსენებაც ყოველთვის იმეორებს იმ ემოციებს, რაც იმ წამს განიცადე და შეიგრძენი. აი ასეთ დროს ვსუსტდები და ვერ ვიკავებ ემოციებს, ან უფრო უარესი, იმ სიძლიერეს ვკარგავ რომელიც მოჩვენებითია ან ხელოვნურად ვმართავ სადავეებით, შეიძლება ჩემი საკუთარი თვითშეფასების ასაწევად, შეიძლება სხვების დასანახად.

ბევრი რამ გვაერთიანებს მე და მოხუც ემას, ოსტენდელ მეოცნებეს ქუც, თუმცა განსხვავებაც გვაქვს, მას მხოლოდ მეორე ხელთათმანი და მოგონებები აქვს, მე კი მოგონებები და რეალური შანსი სფეროს გზააბნეული მეორე ნახევარი ვიპოვო.

P.S. ნეტავ რა ზღაპრული წარსული აქვს ახლა იმ მოხუც ყავარჯნიან კაცს, რომელიც ჩემს მაგიდასთან ზის ლიტერატურულ კაფეში და ახლა ოსპის თუ სოკოს სუპს შეექცევა; ჩემდა უნებურად, ფანჯარასთან, მზიან მხარეს, მისი საყვარელი და ამოჩემებული ადგილი ამირჩევია წიგნის წასაკითხად, მთელი დღეა ის ვაჟა ფშაველას კითხულობს, მე კი ერიკ ემანუელ შმიტს.

gustav_Klimt_kiss

Advertisements

2 comments on “XXI წერილი ქუცნას -ამბორი მეოცნებეს ანუ სფეროს გზააბნეული ნახევრები

  1. შმიტის ,,ოსეტენდელ მეოცნებეს” ვკითხულობ ახლა. საოცრად აღწერე გიიომის ამბორი და ოცნებებად ქცეული რეალობა. და კიდევ კლიმტის ,,კოცნა” არის ის, რაც ჩემს აიფონს ,,აცვია”, ნახატი, რომელიც მაქვს ყველგან სადაც გავიხედავ კლიმტის ბლოკნოტიდან დაწყებული ლეპტოპის ვოლფეიფერით დამთავრებული. მეორე ნახევრის პოვნა შენ:*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s