დღის შთაბეჭდილება


ეზოში იშვიათად ჩავდივარ ხოლმე, უმეტეს წილად დრო არ მაქვს, ხოლო თუ მოხდა სასწაული და დრო მაქვს, არც ძაღლი მყავს და არც ნაცნობი, ვისთან ერთადაც შეიძლება გარეთ გავისეირნო. 😉

დღეს გავედი ფოტოების გადასაღებად, ქართული ოცნების წარმომადგენლები მოდიოდნენ წინაასაარჩევნოდ ხალხთან შესახვედრად, თითქმის არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა რომ სკოლასთან ერთი ეკლესია დასრულებულია, თვითონ სკოლის ეზოში უფრო დიდი ეკლესია შენდება ისიც თითქმის დასრულებულია, სკოლის ეზოს შუაში სამი ხატის და ჯვრების რაღაც კონსტრუქციაა, კიდევ ცოტა იქით, კიდევ ერთი ძალიან დიდი ჯვარი (მშენებარე ეკლესიის უკან).

ამის პარალელურად სკოლის ღობე სულ მოშლილია, ეზო მინგრეულ-მონგრეული, კუთხეები ნაგვით სავსე, კედლები მოხატულ-მონგრეული, და სკოლის წინ რომ დევნილების კორპუსი იყო, ის ისევ ისეთ მდგომარეობაშია როგორც მაშინ, მე რომ ამ სკოლაში დავდიოდი ასე 15 წლის წინ.  -_-

რასაკვირველია ეკლესიის აშენების წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა ვერაფრით ვხვდები ასეთ პატარა პერიმეტრზე და ისედაც პატარა ეზოში, რა საჭიროა რელიგიური დანიშნულების ამდენი შენობა? მაშინ როდესაც ქვედა მიკროებში კიდევ ორი ეკლესიაა და ზოგადად, დიდი დიღომი არც თუ ისე დიდია სინამდვილეში.  იქნებ ჯობდა იგივე შემოწირულობებით (შემოწირულობების ყუთი დავლანდე ეკლესიასთან) ასევე მოეწყოთ და მოეწესრიგებინათ სპორტული მოედანი, სკოლის ეზო (ბორდიურები, ასფალტი) და ზოგადად სკოლა. ერთადერთი ცვლილება რაც გარეგნულად შევამჩნიე მეტალო-პლასტმასის ფანჯრებია, შიგნით რა ხდება არ ვიცი.

ალბათ აპირებენ ამ ყველაფრის გაკეთებას, ასე მომდევნო 15 წელში ❤

სკოლის ეზო და სკოლის ნაწილი

სკოლის ეზო და სკოლის ნაწილი

 

vandalism

მშენებარე ეკლესია

მშენებარე ეკლესია 

 

Advertisements

12 comments on “დღის შთაბეჭდილება

  1. შენ რა, გგონია მართლა მაღაზიებში დადგმული ყუთებით შენდება ახლანდელი პატარა ეკლესიები? შემოწირულობა იქნება მანდ 10%, დანარჩენს აკეთებს ‘ბიზმესმენი’ მღვდელი, რომელიც ძალიან მალე ამოიღებს ჩადებულ თანხას.

    შემოწირულობით და ათწლეულების მანძილზე რაც შენდებოდა, ისინი კი დგას დღესაც მთების წვერზე, სადაც შემოსავალს არ ელოდა არც ერი და არც ბერი, არც გამვლელი იყო ბევრი და დღესაც კილომეტრების ფეხით გავლაა საჭირო, რომ მიაღწიო.

    პ.ს. გუშინ ანანური-გერგეთი მოვიარე და კიდევ ერთხელ მჲღებული შთაბეჭდილებები ჯერაც არ გამნელებია 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s