მამაკაცი კალეიდოსკოპის თვალებით


წლევანდელი BIAFF-ის ერთ-ერთი გამოკვეთილი ხაზი 60-იანი წლების “Swinging London” იყო ანუ ის გარემო, ამბები და ადამიანები, რომლებიც ხელოვნების სხვადასხვა სფეროში ქმნიდნენ ამინდს პინკ ფლოიდამდე და პინკ ფლოიდთან ერთად. სწორედ ასე მოხვდა ჩემს ხელთ, პიტერ უაითჰედის ფილმი  Tonite Lets All Make Love in London , რომლის პროდიუსერი გახლდათ ბიაფის სტუმარი, პინკ ფლოიდის პირველი პროდიუსერი ჯო ბოიდი.

 


ამ ფილმში ნახავთ და მოისმენთ რამდენიმე ისეთ ადამიანს, რომლებმაც უკიდურესად დიდი როლი შეასრულეს არა მხოლოდ ბრიტანულ კულტურაში, არამედ ზოგადად მსოფლიო კულტურაში, ცხადია ყველამ საკუთარ სფეროში; თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას რომ ისინი ერთმანეთის შემოქმედებაზეც ახდენდნენ გავლენას და როგორც შთაგონების წყაროები ისე ემსახურებოდნენ ერთმანეთს.

მათ შორის არის მხატვარ-ილუსტრატორი  ალენ ოლდრიჯი , რომელიც ფილმში თავის უაღრესად საინტერესო და საყვარელ საქმეზე საუბრობს; სტუდენტობის დროს, ალენი  ძირითადად ბოდი არტით იყო გატაცებული, მუშაობდა სარეკლამო ბიზნესში, ქმნიდა ბრენდის აქსესუარებს და სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფების ალბომების დიზაინს; ამ ჯგუფებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი მის შემოქმედებაში, ბითლზის ილუსტრაციებს უჭირავს, სწორედ ოლდრიჯის რედაქტორობით გამოიცა წიგნი “ბითლზის ილუსტრირებული სიმღერები”.

“მისი უდიდებულესობა ბითლზის სამეფო მხატვარი” ასე უწოდა  ჯონ ლენონმა ალენ ოლდრიჯს 1968 წელს.

ხოლო მეტსახელი “მამაკაცი კალეიდოსკოპის თვალებით”, ალენმა სწორედ ბითლზის სიმღერიდან “Lucy in the sky with diamonds” აიღო.

Tomorrow Never Knows for the Beatles

“Tomorrow Never Knows” for the Beatles

ოლდრიჯი ორი წლის განმავლობაში პინგვინის წიგნების ქავერებს  ქმნიდა, ძირითადად სამეცნიერო-ფანტასტიკის  და კომიქსების მიმართულებით და 1965 წლიდან კი პინგვინის სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო. ასე ვთქვათ, პინგვინის წიგნებზე “გავიზარდე”, როგორც ანგლისტი, და ჩემთვის  ეს ფაქტი ორმაგად საინტერესო იყო და გულდასმით ჩავეძიე მის ნამუშევრებს.

60-70-იანი წლების ხელოვანები თავიანთ ფსიქოდელიურ განცდებს გამოხატავდნენ ილუსტრაციებში, ნახატებში ან გრაფიკული დიზაინის სხვა ფორმებში. მათი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელი იყო ანიმაცია, კალეიდოსკოპური ფორმები, სპირალები, წრეები, ტეხილები, უსწორმასწორო ვიზუალი და რაც უმნიშვნელოვანესია, ნამუშევრები ძალიან ბევრი მკვეთრი ფერით და დეტალების სიღრმით გამოირჩეოდა.

ფსიქოდელიური ხელოვნება, ოლდრიჯის ნამუშევრებში ისე მკვეთრად არ ჩანს, როგორც ვთქვათ იმ პერიოდის სხვა ხელოვანების შემოქმედებაში, თუმცა ფაქტია გავლენა ჰქონდა, რამაც თავისებური, საკუთარი ხელწერის შექმნას უფრო შეუწყო ხელი, ვიდრე უბრალოდ გავლენის ერთფეროვანი შედეგის დადებას.

მის ხელს ეკუთვნის ცნობილი Hard Rock Cafe-ის 1971 წლის ლოგო, რომლის 20 წლისთავზეც ასევე ძალიან საინტერსო ნამუშევარი წარმოადგინა ავტორმა.

ალენ ოლდრიჯის საქმიანობა იმდენად მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი იყო რომ როგორც მხატვარმა, ილუსტრატორმა და გრაფიკულმა დიზაინერმა უდიდესი როლი შეასრულა იმ ეპოქის გრაფიკულ-ვიზუალური სტილის ჩამოყალიბებასა და ზოგადად განვითარებაზე.

debutart_alan-aldridge_14080

რაც შეეხება ფსიქოდელიას, სამყაროს ფსიქოდელიური აღქმის საწყისი და ძირითადი საკვები არის წამალი, მაგალითად, მაშინდელი ახალი ხილი და ძალიან პოპულარული LSD, რომელიც მკვეთრად ცვლიდა ადამიანის ცნობიერებას, ხედვას და მდგომარეობას. ზოგადად ფსიქოლოდელიური ხელოვნება გვიანი 60-იანი წლების კონტრკულტურის მნიშვნელოვანი და საკმაოდ ხმამაღალი ნაწილია, რომელიც თავის მხრივ ასახვას ჰპოვებდა ფსიქოდელიურ როკ მუსიკაში, ხოლო მიღებული შედეგი სწორედ მათი შეცვლილი ცნობიერების უპირობო ხატება იყო.

P.S. ისე სანამ ამ პოსტს ვამზადებდი, კიდევ მეგონა რომ თემას რომელიმე ბითლომანი ან მხატვარი გამომაცლიდა, მაგრამ . . .  🙂

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s