დოკუმენტური კინემატოგრაფიის ვორქშოფი


POSTCODE FILMS-ის  და BIAFF-ის მიერ ბრიტანეთის საბჭოს“ მხარდაჭერით განხორციელდა ერთობლივი პროექტი  KINO FUTURES, რომლის ფარგლებშიც ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში Postcode films-ის 5 დღიანი დოკუმენტური კინემატოგრაფიის ვორქშოფი ჩატარდა, ტრენერების ჯემი ტეილორის და ელჰუმ შაკერიფარის ხელმძღვანელობით; ვორქშოფი მოიცავდა შემდეგ მოდულებს:

1) მასალის ფითჩინგი საწარმოო პანელის წინაშე (ფრანგი და თურქი პროდიუსერების გარდა პანელში ასევე იყო რეჟისორი თინათინ გურჩიანი)

2) თინათინ გურჩიანის მასტერკლასი

3) მარინა რაზბეჟკინას მასტერკლასი

4) ფესტივალის ფილმებზე დასწრება

ცხადია, ამ მოდულების პარალელურად, მიმდინარეობს არჩეულ თემაზე ფილმის გადაღება, მასალის განხილვა და მონტაჟი.     ეს ყველაფერი ხუთ დღეში, თუმცა იდეის შეცვლის გამო, მხოლოდ სამი დღე მქონდა ჩემი ფილმისთვის და მასალაც საკმაოდ რთული იყო, როგორც გადასაღებად, ასევე სამონტაჟოდ. workshop

შენიშვნები და რეკომენდაციები:

კარგი იქნება და სავალდებულოც, თუ ვორქშოფის დაგეგმვისას გაითვალისწინებენ ბიაფის დოკუმენტური სექციის ფილმებზე დასწრებასაც. სამწუხაროდ, თითქმის ვერცერთი დოკუმენტური ფილმი ვნახე, არადა პირველ რიგში ხომ საუკეთესო მასწავლებელი ისევ და ისევ ფილმია.

ასევე კარგი იქნება თუ გაითვალისწინებენ მონაწილეთა ინგლისური ენის ცოდნის მინიმალურ, საკომუნიკაციო დონეს, რათა თავიდან აიცილონ გაუგებრობა, თარჯიმნის დახმარებით კომუნიკაცია და საჭიროზე ორჯერ მეტი დროის დახარჯვა.

და ბოლოს, ფილმების ჩვენების ადგილი, სადაც ცოტა მეტი სივრცე იქნება და გამართული საჩვენებელი მოწყობილობები.

"THE Bridge" ჩვენება

“THE Bridge” ჩვენება

ვორქშოფის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე ძალიან სწრაფ ტემპში, რეკომენდაციები ფითჩინგთან, პროდიუსინგთან დაკავშირებით, ასევე ცოტა მეტი ვისწავლე მასალის მონტაჟის მხრივ და რაც მთავარია მოვახერხე საკმაოდ სტრესულ და მოკლე ვადაში დავალებისთვის თავის გართმევა. დრო იმდენად ცოტაა, რომ სიზარმაცის და საქმის გადადების არანაირი შანსი არ გაქვს, ამიტომ ცდილობ მაქსიმალურად მოქმედებაში მოიყვანო შენი არსებული თუ არარსებული ცოდნა და დაასრულო ფილმი. ასე რომ, ეს ვორქშოფი ზედგამოჭრილია ისეთი ადამიანებისთვის, რომელთაც ძირითადად თეორიული ცოდნა აქვთ და აკლიათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

Pitching - ალექსანდრე ბაევის ფოტო

Pitching – ალექსანდრე ბაევის ფოტო

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s