შენ არც ფელინი ხარ, არც ანტონიონი, შენ ვანია პუპკინი ხარ!


არ დავიღლები და ყოველთვის გავიმეორებ რომ კინოს სფეროში თეორიული თუ პრაქტიკული განათლება ძალიან გვაკლია, რასაც ვამბობ არა როგორც რიგითი, დაინტერესებული ადამიანი, არამედ როგორც ტელეკინო რეჟისურის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც წესით არ უნდა განიცდიდეს ასეთ ნაკლებობას.

აქედან გამომდინარე, მონდომებით ვეშურები ხოლმე თემატური ვორქშოფებისკენ, მასტერკლასებისკენ, სემინარებისკენ, რომელიც ასე თუ ისე წინ წასწევს ჩემს პრაქტიკულ თუ თეორიულ უნარ-ჩვევებს.

ჩემი ერთ-ერთი ასეთი “სამიზნე”, აგერ უკვე მეორე წელია ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალია . 

კინოფესტივალის ყველაზე მიმზიდველი ნაწილი რასაკვირველია კინოფილმებია, სასიამოვნოს და სასარგებლოს შეთავსებით.

ფილმების გარდა ბიაფის ფარგლებში ტარდება მასტერკლასები, რომელსაც როგორც წესი ატარებენ ის ადამიანები, რომელთაც გარკვეული ცოდნა, გამოცდილება თუ წარმატება აქვთ მოპოვებული შესაბამის სფეროში.

სამი მასტერკლასიდან, რომელსაც მე დავესწარი გამოვყოფ ორს, ერთი ჩაატარა კინორეჟისორმა თინათინ გურჩიანმა, ხოლო მეორე, კინორეჟისორმა და მოსკოვის დოკუმენტური კინოსკოლის დამფუძნებელმა მარინა რაზბეჟკინამ.

ვინაიდან, ბიაფის არასაკონკურსო სექციაში გათვალისწინებული იყო თინათინ გურჩიანის ფილმი “მანქანა რომელიც ყველაფერს გააქრობს”, საუბარიც ძირითადად ამ კუთხით წარიმართა.

tinatingurchiani

რეჟისორმა გაიხსენა ფილმთან დაკავშირებული სირთულეები, ნიუანსები, ფილმის გადასაღებად ძალიან ცოტა თანხა იყო გამოყოფილი, რაც რეალურად მხოლოდ ტექნიკის დაქირავებას და საწვავს ყოფნიდა, აღმოჩნდა რომ ჩვენთან შეუძლებელია სრულყოფილი კომპლექტაციის გადასაღები ტექნიკის დაქირავება და საჭირო გახდა სხვა ქვეყნიდან ჩამოტანა, გადაღებები ძალიან მოკლე დროში, 20 დღეში დასრულდა.

ყველაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობა ეთიკის საკითხმა გამოიწვია, კერძოდ კი დედა-შვილის შეხვედრის სცენამ, რომელიც ჩემთვის პირადად, გადაჭარბებული და ხანგრძლივი იყო, ვიღაცამ ჩათვალა რომ ეს სცენა საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ფილმში, რომ ეს გოგონა თავადაც მსახიობი იყო და თამაშობდა და რომ ამით რეჟისორი მათ პირად ცხოვრებაში შეიჭრა. თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ მონაწილე პირების თანხმობის გარეშე არაფერი ხდება და როგორც რეჟისორმა განმარტა, ეს ასეც იყო.

რაც შეეხება მეორე მასტერკლასს, რეჟისორმა მარინა რაზბეჟკინამ ძირითადი აქცენტი გააკეთა იმაზე თუ რით შეიძლება გადავიღოთ ფილმი და ვინ შეიძლება იყოს რეჟისორი. როგორც აღმოჩნდა თავად 40 წლის ასაკში შეება ამ პროფესიას, ეს რომ თქვა გულზე მომეშვა.

marinarazbezhkina

არ არის აუცილებელი ფილმის გადასაღებად ულტრათანამედროვე ტექნიკით იყოთ აღჭურვილი, ამისთვის პატარა, კომპაქტური კამერაც საკმარისია, ეს შეიძლება იყოს მობილური ტელეფონი და ან რამე სხვა, მაგალითად Panasonic GH1 ან Panasonic GH2 , რომელიც გამოირჩევა ასე ვთქვათ “კინოს ფერებით”.

ნაწყვეტი მასტერკლასიდან

ამ გენიალური პატარა მოწყობილობებით უფრო ვუახლოვდებით ადამიანებს, არ გიყურებენ როგორც პროფესიონალს და უფრო  მეტად იხსნებიან, თუმცა რასაკვირველია ამისთვის მხოლოდ პატარა კამერა არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია კომუნიკაცია და ადაპტაცია გადასაღებ ობიექტთან.

სამწუხაროდ, ქალბატონი მარინას მასტერკლასი მალე დავტოვე, ფილმის გადაღებების გამო, თუმცა შემდეგ იუთუბზე ჩავუჯექი მის სხვა საინტერესო გამოსვლებს, პოსტის სათაურიც ერთ-ერთი ასეთი გამოსვლიდან ავიღე.

“ყველა სფეროში არსებობენ ავტორიტეტები, ფელინი იყო მაგალითი, ანტონიონი და კიდევ მრავალი სხვა, და შენ არ ხარ ხო ფელინი? . . მეათე კლასში ხატვა ავირჩიე, არც თუ ისე ცუდად ვხატავდი, ძალიან მინდოდა მხატვარი გამოვსულიყავი . . . დიდი ხნის მანძილზე გავჭედე სეზანზე, ჩემი საყვარელი მხატვარი იყო, თუმცა შემდეგ მივხვდი რომ ისე ვერასოდეს დავხატავდი, როგორც სეზანი ხატავდა, და მთელი პედაგოგიკაც მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ უნდა დამეხატა როგორც სეზანს! მე უარი ვთქვი, მას შემდეგ ხელში ფუნჯი არასოდეს ამიღია. შემდეგ ფილოლოგიურზე ჩავაბარე, სადაც ერთადერთი მოთხოვნა კითხვის სიყვარული იყო.

შენ არც ფელინი ხარ, არც ანტონიონი, შენ ვანია პუპკინი ხარ!”

უარი თქვით ავტორიტეტების გავლენაზე!

Advertisements

4 comments on “შენ არც ფელინი ხარ, არც ანტონიონი, შენ ვანია პუპკინი ხარ!

  1. თუკი გზის პოვნა გსურს, ნურასდროს დაჰყვები სხვათა აზრებს. როდესაც შენს გზაზე დგახარ, ვინც არ უნდა გადაგეყაროს – მოკალი ის! თუკი გადაეყრები ბუდას – მოკალი ბუდა. თუკი გადაეყრები პატრიარქს – მოკალი პატრიარქი. თუკი გადაეყრები მოძღვარს – მოკალი მოძღვარი. თუკი გადაეყრები მშობელს – მოკალი მშობელი. თუკი გადაეყრები ნათესავს – მოკალი ნათესავი. მხოლოდ ასე დაიხსნი თავს და მშვიდად ივლი იქეთკენ, საითკენაც გსურს.
    ლინ ძი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s