პირველი ქალი ბოსტონის მარათონზე


“პირველად, ბოსტონის მარათონს 1964 წელს ვუყურე მამასთან ერთად და მას შემდეგ არ ამომდის გონებიდან”, “სრულიად ირაციონალური სიყვარული იყო, სირბილს არ ჰქონდა მიზეზი, მთლიანად სცილდებოდა ყოველგვარ სოციალურ და კულტურულ ნორმებს ქალისთვის და მხოლოდ მამაკაცების სოციალურ სივრცეს განეკუთვნებოდა”  – იხსენებს ბობი გიბი, პირველი ქალი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბოსტონის მარათონში და სრულად დაფარა დისტანცია სამ საათში, 21 წუთში და 40 წამში, წითელი ჯვრის მედდის თეთრი ტყავის ფეხსაცმელებით.

მარათონს არასოდეს არ აღიქვამდა როგორც რაღაც სპორტულ ღონისძიებას, არამედ როგორც სიხარულის და თავისუფლების მომტან რბოლას, გაზაფხულის მოსვლას.

მიუხედავად იმისა რომ ბობიმ იცოდა იმ სოციალური წნეხის შესახებ, რომელსაც ქალები განიცდიდნენ იმ პერიოდში, ის ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა რომ ბოსტონის მარათონი ქალებისთვის დახურული იყო, სანამ 1966 წელს წერილი არ გაუგზავნა საორგანიზაციო კომიტეტს მარათონში მონაწილეობის თხოვნით.

“წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა მევარჯიშა; არ მქონდა შესაბამისი წიგნები, არ არსებობდა ქალის სპორტული სამოსი. მხოლოდ ექთნის ფეხსაცმელები მქონდა, რადგან ექთნის დამხმარედ ვმუშაობდი”.


მთელი ამ ხნის განმავლობაში, ბობი ელოდა რომ ფიზიკურად რაღაც საშინელება დაემართებოდა, რადგან იმდროინდელი საყოველთაო სიბრძნე ღაღადებდა რომ ქალისთვის მილნახევარზე მეტ მანძილზე სირბილს საბედისწერო დასასრული ექნებოდა.  ბობი კი, უფრო და უფრო აიძულებდა საკუთარ  თავს რომ ყოველდღე ერბინა – მოუხერხებელი, არასპორტული ფეხსაცმლით დღეში 40 – 50 მილს დარბოდა.

მარათონის საორგანიზაციო კომიტეტისთვის გაგზავნილი წერილის პასუხიც სწორედ ამას იუწყებოდა, რომ ქალებს არ შეეძლოთ მარათონის დიდ დისტანციაზე სირბილი და რომ სპორტის მოქმედი წესების თანახმად ქალებს უფლება არ ჰქონდათ მილნახევარზე მეტი ერბინათ. ასეთი პასუხის მიღების შემდეგ, ბობიმ უფრო მეტად გაათვითცნობიერა სირბილის მნიშვნელობა, ეს აღარ იყო უბრალოდ პირადი გამოწვევა ან საკუთარ თავთან გაჯიბრება, ამ გარბენს ბევრად დიდი სოციალური მნიშვნელობა ენიჭებოდა.

“ასე ფიქრობდა ყველა. ეს იყო გლობალური სიმართლე. ქალი ვერ გახდებოდა ექიმი, ეს მისთვის ზედმეტი სტრესი იქნებოდა. ქალი ვერ გახდებოდა იურისტი, ქალი ვერ იქნებოდა მთავრობაში . . . ქალი ვერ ირბენდა დიდხანს. ქალებს არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ, გარდა დიასახლისობისა. გალიაში ვიყავით გამომწყვდეული. ეს საშინელება იყო . . . ყველგან მოდებული.”

“სირბილი არ იყო უბრალოდ სიამოვნებისთვის. ეს იყო გაქცევა, გაქცევა იმ სიბრაზისგან და იმედგაცრუებისგან, რასაც ყოველდღიურად ეჩეხებოდი იმ წამოძახებების სახით, რომ შენ ხარ სუსტი, ირაციონალური, სულელი და მეორეხარისხოვანი მოქალაქე”.

სან დიეგოდან ავტობუსით თითქმის ერთ კვირიანი მგზავრობის შემდეგ, გიბი მასაჩუსეტში ჩავიდა.

პატრიოტთა დღეს, 1966 წლის 19 აპრილს, ბობი დედამ მიიყვანა სტარტის ადგილამდე.

ტანსაცმელი ძმას სთხოვა, შორტები და თხელი ქურთუკი “კაპიშონით” და მარათონის დაწყებამდე ბუჩქებში იმალებოდა.

როგორც კი სასტარტო გასროლის ხმა გაისმა და გარბენი დაიწყო, ბობი გამოვიდა ბუჩქნარიდან და მარათონს სირბილით შეერია.

BobbiGibbBoston20130415

მამაკაცებს მხოლოდ 30 წამი დასჭირდათ იმისთვის რომ მათ გვერდით, მარათონისთვის უჩვეულო სხეული შეენიშნათ. ბობი მიხვდა რომ იცნეს, იგნორირებას აზრი არ ჰქონდა, მოტრიალდა და გაუღიმა. მისდა გასაოცრად მამაკაცები მიესალმნენ.

“თან ვსაუბრობდით, თავის სურვილებს მიზიარებდნენ, “ნეტავ ჩემი ცოლიც დარბოდეს”, “ნეტავ ჩემი მეგობარი გოგოც დარბოდეს”, მათ სურდათ საყვარელი ადამიანისთვის გაეზიარებინათ სირბილის სიყვარული”.

სირბილის დროს ბობის დასცხა, შეაწუხა ქურთუკმა, უნდოდა გახდა, თუმცა შიშობდა რომ მისი გრძელი ქერა თმა და სხეული მსაჯების და ხალხის ყურადღებას მიიპყრობდა.

“თუ გავიხდი, გამაგდებენ. ბიჭებმა გამამხნევეს, ჩვენ არ მივცემთ შენი გაგდების უფლებას. გზა ყველასია””

რასაკვირველია, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანდა. ქალები ნელ-ნელა ემატებოდნენ მარათონს.

1972 წელს, ბობი გიბის პირველი გარბენიდან 6 წლის შემდეგ, მოყვარულ ათლეტთა ასოციაციამ წესები შეცვალა და ქალებს ოფიციალურად მისცეს ბოსტონის მარათონში მონაწილეობის უფლება.

ბობი გიბი ახლაც ჩვეულ ფორმაშია და აპირებს რომ თანასწორობის გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯებიდან 50 წლისთავის აღსანიშნავად კვლავ მიიღოს მონაწილეობა 2016 წლის ბოსტონის მარათონში.

Bobbi_Gibb

Advertisements

One comment on “პირველი ქალი ბოსტონის მარათონზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s