Posted in ლიტერატურა

ტერორისტის 7 მცნება


“1. იქონიე მხოლოდ ერთი აზრი, რამეთუ ორის ქონა უკვე აზროვნების დაწყებას ნიშნავს. ფანატიკოსმა იცის, ის არ ფიქრობს.

2. გაანადგურე ყველაფერი, რაც ამ აზრს ეწინააღმდეგება. არ აღიარო განსხვავებული მოსაზრებები, მით უმეტეს საწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი.

3. იდეის ყოველ მოწინააღმდეგეს გაუსწორდი. მოწინააღმდეგეები არსებობის უფლებას არ იმსახურებენ, ისინი აზრისათვის, აზრის უსაფრთხოებისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენენ.

4. აღიარე, რომ აზრი უმჯობესია, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე, საკუთარის ჩათვლით. იყო ფანატიკოსი, ნიშნავს ეზიარო ღირებულებას, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ცალკეული ინდივიდები.

5. ნუ ითაკილებ ძალადობას, ვინაიდან სწორედ ის შეადგენს მამოძრავებელ ძალას. ძალადობას მარად სუფთა ხელები აქვს, მაშინაც კი, როცა სისხლით მხრებამდეა მოსვრილი.

6. მიიჩნე, რომ შენი სამართლიანი აგრესიის ყოველი მსხვერპლი დამნაშავეა. დაღუპულთაგან შესაძლოა რომელიმე გეთანხმებოდა, შენს მოსაზრებებს იზიარებდა. ტერორისტი უდანაშაულო მსხვერპლი კი არაა, არამედ მეორე მარტვილია.

7. ნუ მისცემ საკუთარ თავს ორჭოფობის უფლებას, განდევნე ის შენგან. როგორც კი იგრძნობ რომ სინდისის ქენჯნა მოგეძალა, ისროლე: ერთდროულად მოკლავ ეჭვსაც და შეკითხვასაც. ძირს კრიტიკული აზროვნება!”

ნაწყვეტი ერიკ-ემანუელ შმიტის  ნაწარმოებიდან “ულისე ბაღდადიდან”.

ავტორი:

Blogger, Photographer, Filmmaker

4 thoughts on “ტერორისტის 7 მცნება

  1. ძალიან მაგარია შმიტი, მაგისი “ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები” ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მეტროში და მერე ფეხით რომ მოვდიოდი სიარულის დროსაც კი ვერ ვწყვეტდი თვალს. ეს მცნებები კიდევ ყველა “ნამდვილ პატრიოტ” მილიტარისტ ქართველს უნდა წააკითხო.

    1. კიი ყურანის ყვავილებიც ძალიან მომეწონა ❤

      მიყვარს შმიტი.

      იმედია წაიკითხავენ ან ერთ ორი მაინც მოკრავს თვალს 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s