Posted in საზოგადოება

შიმშილის თამაშები


საკუთრივ შიმშილი, რამდენიმე დღიანი, კვირიანი თუ თვიანი არ გამომიცდია ჩემი მშობლების წყალობით, თუმცა ყველას გამოგვივლია 90-იანი წლები და კარგად ვიცით რა არის და როგორია გაჭირვება ყველა მისი თანმდევი “სიკეთით”, არასაკმარისი ან/და არასრულფასოვანი საკვები, სიცივე, უწყლობა, უშუქობა და ა.შ. ერთადერთი რამაც მაშინ პირადად ჩემი ოჯახი გადაარჩინა იყო ჩვენი სოფლები, როგორც დედის ისე მამის მხრიდან, სადაც მუხლჩაუხრელად შრომობდნენ ბებიები და ბაბუები.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაირა, სიტუაცია მკვეთრად გამოსწორდა; თუმცა გვყავს აფხაზეთიდან დევნილები, რომელთა რიცხვი 2008 წელს კიდევ უფრო გაიზარდა, ასევე გვყავს უამრავი ადამიანი, რომელთაც რიგი მიზეზების გამო დაკარგეს/გაყიდეს სახლ-კარი (ბანკის თუ სხვა კერძო კომპანიების ვალები, აგრო სესხები და განადგურებული მოსავალი, ახლობელი ადამიანის გადარჩენის საჭიროება და ა.შ.).

ამგვარად ქვეყანას ასეულობით სოციალურად გაჭირვებული ადამიანი ჰყავს, რომელთა დახმარების პროგრამები მხოლოდ ზედაპირულია და სიღრმისეულად მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის დეკემბრის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ერთიან ბაზაში 1 626 403 ადამიანია რეგისტრირებული, რაც მოსახლეობის 36,5%-ს შეადგენს. აქედან ღატაკი, ანუ ვისაც სახელმწიფო ფინანსურად ეხმარება, მოსახლეობის საერთო რაოდენობის 8,7%-ს შეადგენს – საარსებო შემწეობას 394 819 ადამიანი იღებს.

მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა რეგიონებში, პირველი ჩვენთვის ცნობილი შემთხვევა შიმშილით ბავშვის გარდაცვალებისა 2011 წელს დაფიქსირდა, ვარიანში.



როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, ეს უკვე ამ ქალბატონის მესამე შვილია რომელიც უმწეობით და გაჭირვების შედეგად გარდაიცვალა.

კიდევ ერთი უბედურება წუხელ მოხდა, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოში, ოჯახის მესამე შვილი, 1 წლის გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა.

რას აჩენდა? ან რატომ გააჩინა? კითხვები არ მიჩნდება, იმიტომ რომ ადამიანებს: 

არ აქვთ საშუალება მიმართონ ექიმს

არ აქვთ ინფორმაცია (ვის მიმართონ, რა ეკუთვნით, რისი უფლება აქვთ . . . )

არ აქვთ საშუალება იყიდონ საჭირო მედიკამენტები

არ აქვთ საშუალება დაწვნენ საავადმყოფოში (ერთი ღამის ფასი ხომ 5 ვარსკლავიანი სასტუმროს ტოლფასია ზოგჯერ)

არ აქვთ ინფორმაცია თავდაცვის საშუალებების შესახებ

არ აქვთ საშუალება შეწყვიტონ ორსულობა

ხოლო ბავშვის გაჩენის შემდეგ არ აქვთ მისი მოვლა-პატრონობის საშუალება

ბაღნების პირადი ნომრები მოგვთხოვენ, – სოციალური დახმარების დასანიშნად მაგი აუცილებლად საჭიროა. ჩემაა ცოლმა ბაღნები სახლში გააჩინა, აგი პირადი ნომრები არ გვქონდა.” – ამონარიდი გოგიტა აბაშიძის მამის, ლევან აბაშიძის ინტერვიუდან.

არ აქვთ საშუალება სამშობიაროში მშობიარობის, რაც მრავალი გართულების მიზეზი შეიძლება იყოს, როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვის.

არ აქვთ ინფორმაცია ბავშვის მოვლის, კვების, ჰიგიენის შესახებ . . .

“რაც გვითხრეს, ის რძის ფხვნილი ვუყიდეთ და ვაჭმევდით. მარა ცოტა ხანში ბაღანამ ამ ფხვნილს პირი აღარ დააკარა. ჩემმა ცოლმა, – მშიერს ხომ არ მოვკლავო და წყალში ფქნილი გახსნა, კარაქი ჩადო, მოუხარშა და შეაჭამა. აგი საჭმელი კი შეჭამა ბაღანამ. მერე სულ ამას ვაჭმევდით, მარა ცოტა ხანში ამის ჭამასაც დაანება თავი . . ” – ლევან აბაშიძე 

და ეს მაშინ როდესაც ბავშვი თვეებისა და კუჭ-ნაწლავის ანთებას მკურნალობდნენ.

ამ ორი ამბავის სპეციფიკა და დეტალები ცხადყოფს რომ პრობლემა ძველია, სიღრმისეულია და არც ერთჯერადი ან ორჯერადი დახმარება გამოასწორებს, თუ სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა კეთილი არ ინებეს და მრავალმხრივი ნაბიჯები არ გადადგეს სიტუაციის შემოსაბრუნებლად.

ასევე მარადმკვდარი არასამთავრობო სექტორიც უნდა გამოცოცხლოდეს (თუ ეღირსა) და მინიმუმ საგანმანათლებლო საინფორმაციო ხასიათის პროგრამები მაინც ჩაუშვას რეგიონებში, ნაცვლად თბილისში ვალის მოხდის მიზნით ჩატარებული აქტივობებისა.

რასაკვირველია უმოქმედო სახელმწიფოს და მარადმკვდარი არასამთავრობო სექტორის გარდა, ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი აკისრია დედა ეკლესიასაც, რომელიც უნდა დაეხმაროს უპოვართ, რასაკვირველია თუ ქრისტიანულ საწყისებს გავითვალისწინებთ.

“გაზეთ “ბათუმელების” ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით, ბოლო რვა წელში ბიუჯეტიდან ეკლესიას 116 737 000 ლარი გადაერიცხა.

ბოლო ხუთ წელში მართლმადიდებელ ეკლესიას ქვეყნის მასშტაბით 228 732 კვადრატული მეტრი მიწა გადაეცა საკუთრებაში. აქედან 100 ათასი კვადრატული მეტრი მიწა ეკლესიისთვის აჭარაში გამოიყო.” – ნეტგაზეთი

ამ თანხების ხარჯთაღრიცხვას დღის სინათლე არ უნახავს, არც ის ვიცი ამ ჰექტრობით მიწებზე რა ხდება ან რაში იყენებენ. ამ ყველაფერს დაუმატეთ ბიზნესმრევლების ფულადი თუ არა ფულადი საჩუქრები, შემოწირულებები, ფასიანი ზარები, თავბრუდამხვევი საქველმოქმედო კონცერტები, გადასახადებისგან განთავისუფლება და ვინ მოთვლის კიდევ რა.

ეს კი კარავია ქაშუეთის ეკლესიის უკან, რომელიც ზამთრის ყინვების მერე დასცეს აქ და უსახლკაროები აფარებენ თავს.

karavi

ეს 68-ე სკოლაა, რომელსაც არ მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და სადაც ცხოვრობს რამდენიმე ათეული სოციალურად დაუცველი, უსახლკარო ოჯახი . . .

68skola

საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე , დაწესებულებების ჩამონათვალში ვხედავთ რომ აქვთ სოც. უზრუნველყოფის დეპარტამენტი, ჯანდაცვის დეპარტამენტი და საერთაშორისო ფონდი, შესაბამისი ტელეფონის ნომრებით. თუმცა რამდენად ფუნქციონირებს ან უზრუნველყოფს რაიმე სახის დახმარებას ჩემთვის უცნობია და ასევე ისიც უცნობია იციან თუ არა სოციალურად დაუცველმა ადამიანებმა ამის შესახებ.  

sapatriarqos datsesebulebebi
გამრავლდით, გამრავლდითო, წარამარა გვიკიჟინებენ, კი ბატონო გავმრავლდეთ, მაგრამ რის ხარჯზე?  მარათონი მოვაწყოთ გადარჩენაში?

ამას არ უშველის არც დალოცვა,არც მესამე და მეათე ბავშვის ნათლობა, ამას სჭირდება ნორმალური, გამართულად მომუშავე სისტემა, სადაც არც ბავშვის გაჩენა გაგიჭირდება და არც არ გაჩენა.

——————-

ინტერვიუ ლევან აბაშიძესთან (ვრცლად)

არასამთავრობოები

ავტორი:

Blogger, Photographer, Filmmaker

5 thoughts on “შიმშილის თამაშები

  1. 2009-დან 2013-მდე რომ ბავშვებს პირად ნომრებს არ აუღებ უსახსრობის მიზეზით, – ეს ჩემთვის სიღარიბეზე მეტად უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს. თანაც იმავე ინტერვიუში ლევან აბაძიძე ამბობს რომ 200-300 ლარამდე შემოსავალი მქონდაო. გასაგებია მრავალშვილიან ოჯახს უამრავი საჭიროება აქვს, მაგრამ პრიორიტეტების გადანაწილება მაინც ხომ უნდა ხდებოდეს… თანაც ფოტოები არც ისეთი კატასტროფული ფასი ღირს. სადაც მკურნალობის თანხის სესხება შეიძლება… რომელიც ფოტოებზე გაცილებით მეტია… იქ საერთოდ რაზეა საუბარი….
    ბავშვს აშკარად ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და დროზე არ მიხედეს… სოციალური მუშაკი სახელმწიფო პროგრამები და ა.შ. – ამ შემთხვევაში უკვე მეორეხარისხოვანია. არსებობს ბავშვების დაზღვევა (რომელიც უფასოა თუ არ ვცდები 3 წლის ასაკამდე)… ასევე არსებობს ადგილობრივი დახმარების ფონდები და ა.შ. ადგილობრივ ხელისუფლებასაც შეუძLია გარკვეული თანხების გამოყოფა. საინტერესოა მიმართა ვინმემ? და როცა სწორედ ხელისუფლების წარმომადგენელს მიჰყავს ბავშჳი საავადმყოფოში, წესით მასთან პრეტენზიები არ უნდა ჩნდებოდეს. ..
    რა თქმა უნდა პატარა ბავშვის გარდაცვალება სამწუხაროა, და სოციალური პრობლემები – აღმაშფოთემებლი მაგრამ მოდი ობიექტურობასაც ნუ დავკარგავთ.

    1. მეც ეგ დავწერე რომ არ აქვთ ინფორმაცია მთელ რიგ საკითხებზე, ვის მიმართონ, რა ეკუთვნით, რა გამოიყენონ და ა.შ. ამ დაზღვევით სამ წლადე შეიძლება უფასოა მაგრამ პროვაიდერებთან ურთიერთობა ძალიან გართულებულის ბიუროკრატიული თვალსაზრისით. ასე რომ სახელმწიფოს როლს მეორე ხარისხოვანს ვერ უწოდებ ნამდვილად

      1. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის მაინც ხომ იცოდა რომ სოციალური დახმარების მისაღებად ბავშვების ფოტოებია საჭირო? რატომ არ გააკეთა?
        როცა ელემეტარულს არ აკეთებს მაშინ საერთოდ რა პრეტენზიები უნდა არსებობდეს სხვებთან.

    2. ჭკუის დარიგება მაგარი იცით ქართველებმა! იმისთვის, რომ შენ მეთი გესმის და კარგი მენეჯერი ხარ და პრიორიტეტებსაც კარგად თირა, უფრო მეთი უნდა გადაიხადო გადასახადი!!! ასე რეგულირდება სოციალური სისტემა. ასეთ ხალხს ასე ეხმარებიან. და თუ ეს ჩვენი ქვეყანა ასე არ არის მოწყობილი, შენმა ჭკუამ, რომელიც სხვებისთვის დამრიგებლის როლში გამოდის,შექმნას მეტი დოვლათი და შეიტანოს სახელმწიფოში, ან რამე ფონდში… ან სულაც იარე და ოჯახების მეტს რას ნახავ. დაეხმარე მერედა ვინიშლის.
      დავიღალე სხვებს ასწავლით არადა თვითონ რას გევხართ ერთი?

  2. ძალიან სამწუხაროა პატარა უდანაშაულო, უმწეო არსების გარდაცვალება. ნამდვილი ტრაგედიაა. მაგრამ ყველაფერს სახელმწიფოს, არასამთავრობოებს, სოც მუშაკებს, პროგრამებს არ უნდა დაბრალდეს. არ ვეთანხმები ჩამოთვლილ პუნქტებს შემდეგ კითხვაზე “რას აჩენდა? ან რატომ გააჩინა? კითხვები არ მიჩნდება, იმიტომ რომ…”

    რას ნიშნავს კითხვები არ გვიჩნდება. პირველ რიგში საკუთარ საქციელზე პასუხისმგებელნი ჩვენთვითონ ვართ. როცა არც ბავშვის გაზრდა გაგეგება, არც არანაირი სახსრები გაგაჩნია, არც სხვა რესურსი რომ რამე ინფორმაცია მიიღო, არც არანაირი დახმარება არსაიდან (სახელმწიფო თუ არასამთავრობო პროგრამა), ასეთ დროს არ უნდა გააჩინო (მესამე(!)) შვილი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s