Staroměstské náměstí პრაღაში


პრაღაში რომ მოხვდეთ, ამისთვის ჯერ თბილისში ჩეხეთის საელჩოს უნდა მიაკითხოთ შენგენის ვიზის მისაღებად; მოკლევადიანი ტურისტული ვიზიტისთვის დაგჭირდებათ

1) პასპორტი

2) ცნობა სამსახურიდან

3) ბანკის ცნობა შესაბამისი სახსრების არსებობის შესახებ

4)  ბოლო სამი თვის საბანკო ამონაწერი

5) დაზღვევა

6) თვითმფრინავის ბილეთი (ჩეხეთის ავიახაზები), რომელიც ყველაზე ძვირი მთელი მოგზაურობისას – 400 ევრო, ორი გზა.

7) ასევე  დასტურის წერილი (confirmation letter) იმ სასტუმროდან, სადაც აპირებთ გაჩერებას პრაღაში იმის შესახებ რომ XX რიცხვიდან XX რიცხვამდე დაჯავშნულია სასტუმროს ნომერი.  

სასტუმროსთან დაკავშირებით მცირე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ვინაიდან მეგობარს უკვე ჰქონდა პრაღაში მოგზაურობის გამოცდილება, ბევრი ფიქრით თავი არ ავიტკიეთ და პირდაპირ ნაცად გზას მივყევით. რაც იმაში გამოიხატებოდა რომ თითქოს ჩეხეთის საელჩო ითხოვს გადახდის დამადასტურებელ ქვითარს და ეს აუცილებლად ტურისტულმა სააგენტომ უნდა მოგცეს. მოვიქეცით ასე. ტურისტულმა სააგენტომ გაგვატანა ადგილობრივი გადახდის ქვითარი, რაც ჩეხეთის საელჩომ უკან არწყია და შესაბამისად მეორედ მოგვიწია რიგში ჩადგომა საელჩოში შესასვლელად ანუ + 1 კვირით გადაიწია პროცედურები.  

სინამდვილეში  კი უფრო მარტივად ყოფილა საქმე და არა ჩეხეთის საელჩოს პრეტენზიულობაში.

1) არ არის აუცილებელი მთლიანად გადაიხადოთ სასტუმროს თანხა, 1 ან 2 დღის გადახდაც და დანარჩენი დღეების ჯავშანიც საკმარისია და სასტუმრო გამოაგზავნის დასტურის წერილს (ელ-ფოსტით ან ფაქსით).

2) ადგილობრივი გადახდის ქვითარი და ჩეკი არ სჭირდება ჩეხეთის საელჩოს, ეს მისთვის საბუთი არ არის.

3) თუ რამდენიმე ქვეყანაში აპირებთ მოგზაურობას, არც მაგ შემთხვევაში არ არის საჭირო გადაიხადოთ იმ დღეებისთვის, რომელსაც პრაღაში არ გაატარებთ.

4) სასტუმრო თქვენ თვითონ დაჯავშნეთ, ტურისტული სააგენტოს გარეშე.

წასვლის წინ, რომელიმე ბლოგზე  ზემოაღნიშნული რჩევები რომ წამეკითხა, დაახლოებით 200 ევროს დავზოგავდი ალბათ.

ვაცლავ ჰაველის სახელობის აეროპორტი

ასეა თუ ისე, ჩვენი თვითმფრინავი აეშვა თბილისის აეროპორტიდან და გამთენიისას პრაღაში, ვაცლავ ჰაველის სახელობის აეროპორტში დაეშვა.

აეროპორტშივე შევიძინეთ  საზოგადოებრივი ტრანსპორტის 24 საათიანი ბილეთი, რომელიც შეგიძლიათ ამ 24 საათის განმავლობაში გამოიყენოთ მეტროში, ავტობუსში და ა.შ.

ჯერ ავტობუსით და შემდეგ კი კეთილი ჩეხების დახმარებით მივაღწიეთ  ჩვენს სასტუმროს.  

პირველი შთაბეჭდილებების  გააზრების შემდეგ, პირდაპირ ძველი მოედნისკენ გავეშურეთ, მიუხედავად იმისა რომ ძალიან თოვდა და თითქმის არაფერი ჩანდა.

Staroměstské náměstí იგივე ძველი ქალაქის მოედანი ძალიან პატარაა, ზოგადად როგორც თითქმის ყველა ძველი ქალაქი, პრაღაც პატარა მოედნებით და ქუჩებით გამოირჩევა. მოედანი გარშემორტყმულია სხვადასხვა არქიტექტურული სტილის ისტორიული ნაგებობებით, მათ შორის ბაროკო, როკოკო, რენესანსი, გოთური სტილი.

gvtismshoblis tazari

მოედანზე ნახავთ გოთური არქიტექტურის ნიმუშს – ღვთისმშობლის ტაძარს, რომელიც XIV საუკუნიდან ითვლის ამ სახით არსებობას და ჩეხეთის ეროვნული გმირის იან ჰუსის მემორიალს, რომელიც 1915 წელს აღმართეს.  

რადგან დილა იყო და თანაც ძალიან თოვდა მოედანზე არ იყო ბევრი ტურისტი, თუმცა მოგვიანებით სად იყო და სად არა, ტურისტებიც გამოჩნდნენ ჯგუფ-ჯგუფად, ამ პაწაწინა მოედნის შევსებასაც მეტი რა უნდოდა, წარმოდგენაც არ მინდა გადატვირთულ სეზონზე რა ხდება 😀

touristsprague

აქვე რომ არ დამავიწყდეს გეტყვით რომ აუცილებელია გქონდეთ კრონები, ბარათი კარგია მაგრამ მაინც თავისებურად აკონვერტირებს, ხოლო ნაღდი ფულის შემთხვევაში ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში იღებენ მადიან საკომისიოს, შეიძლება 0% ეწეროს, მაგრამ მაინც ან კურსია არასახარბიელო ან მაინც ზედმეტ თანხას იღებენ. 

თუმცა არის ერთი კარგი ადგილი, არაბების სავალუტო პუნქტი, სადაც ხელსაყრელად დაახურდავებთ და საკომისიოსაც არ წაგართმევენ.  პუნქტი მდებარეობს 14 Politických vězňů, Prague.

gulash

მალე შეგვცივდა, მოგვშივდა და მოედანთან ახლო ქუჩაზე ერთ-ერთ რესტორანში შევედით. რასაკვირველია ხელიდან არ გავუშვით შანსი მეტ-ნაკლებად ადგილობრივი კერძები გამესინჯა.

მაგალითად გულაში კნედლიკებით, რომელიც პირველად გავსინჯე და ძალიან მეგემრიელა 🙂 გულაში ხორციანი კერძია, ლუდით, შავი პურით ან ფქვილით შესქელებული.

 

ამ პატარა მოედანზე ასევე ნახავთ მსოფლიოში უძველეს მოქმედ ასტრონომიულ საათს, რომელიც 1410 წელს დაამონტაჟეს.

saati

ყოველ ერთ საათში პრაღის სტუმრები საინტერესო სანახაობას ესწრებიან. სარკმლები იხსნება და სანამ საათი რეკავს მოციქულები წრეზე ტრიალებენ – “მოციქულების სვლა” ასე უწოდებენ ამ სანახაობას. 

motsikulebi

გარდა ამისა მოედანზე იმართება სხვადასხვა სანახაობები, გამოდიან ქუჩის მუსიკოსები, მიმები და ა.შ. სეირნობისას თუ ცხელი ყავა მოგინდათ, თითქმის ყოველ ნაბიჯზეა Take Away სერვისი, სხვადასხვა ადგილობრივი ტკბილეულით, სადაც აღმოვაჩინე ჩემი გულის ვარდი ტრდლო. 🙂

ტრდლო მზადდება ტკბილი ცომისგან რომელსაც ახვევენ ჯოხზე და ავლებენ ნიგოზის, შაქრის და დარიჩინის ნარევში.

trdlo

ამ ტკბილ ნოტაზე გემშვიდობებით შემდეგ პოსტამდე. 🙂

Advertisements

2 comments on “Staroměstské náměstí პრაღაში

  1. არა, გენაცვალე – ჯერ ფული უნდა მოაგროვოთ და მერე როგორც ტექტსშია 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s