აქა ამბავი წულუკიანის დიპლომისა


ყველაფერი დაიწყო იქიდან რომ 2008 წლის 10 ნოემბრიდან იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება გახდა საქართველოს პროკურატურა, რომელიც ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას,  გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობას, სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას.

უწყების ხელმძღვანელი, მთავარი პროკურორი კი გახლავთ განათლებით იურისტი არჩილ კბილაშვილი.

რაც შეეხება თავად იუსტიციის მინისტრს, “პროკურატურის შესახებ”  საქართველოს კანონის თანახმად, გვაქვს ასეთი განმარტებები:

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ა) პროკურორი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს მთავარი პროკურორი (შემდგომში – მთავარი პროკურორი), მისი მოადგილეები და ა.შ.

ამავე კანონის 31 მუხლში ვკითხულობთ:

1. პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას, გავლილი აქვს ექვსი თვიდან ერთ წლამდე სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიისათვის ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში: საკონსტიტუციო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, სასჯელაღსრულებითი სამართალი და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები, დადებული აქვს პროკურატურის მუშაკის ფიცი . . . 

ახლანდელი მინისტრის შემთხვევაში, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულებაც მოიხსნა, რადგან ამავე მუხლის მეორე ნაწილში ვკითხულობთ:

2. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან: იუსტიციის მინისტრი, მთავარი პროკურორი  . . . 

თეა წულუკიანის ჩვენთვის ხელმისაწვდომ ბიოგრაფიაზე დაყრდნობით, ასევე მოიხსნა პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის ვალდებულებაც, რადგან ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, პირი თავისუფლდება ამ ვალდებულებისგან თუ:

გ) აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.

ერთადერთი მოთხოვნა, რაც ეჭვ ქვეშ დადგა და რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ამჟამინდელი მინისტრი არის უმაღლესი იურიდიული განათლება.

უზენაესი საბჭოს 2007 წლის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, იურიდიული განათლების შესახებ ასეთ განმარტებას ვაწყდებით: 

2.  უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლება:
ა) პირი, თუ მას დამთავრებული აქვს სახელმწიფო (მათ შორის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკის) უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით “სამართლისმცოდნეობა” ან “საერთაშორისო სამართალი” და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს “იურისტის” კვალიფიკაცია;

ბ) პირი, რომელსაც აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის, დიპლომირებული სპეციალისტის ან მაგისტრის უმაღლესი აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობაში.
გ) პირი, თუ მას დამთავრებული აქვს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი სპეციალობით `სამართლისმცოდნეობა~, ასევე ლიცენზირებული კერძო უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული, რომელსაც სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს `იურისტის~ კვალიფიკაცია, ამასთან, დიპლომის დანართიდან ირკვევა, რომ მათ ჩაბარებული აქვთ შემდეგი საგნები:
გ.ა) საქართველოს სახელმწიფო (საკონსტიტუციო) სამართალი;
გ.ბ) სისხლის სამართალი;
გ.გ) სისხლის სამართლის პროცესი;
გ.დ) სამოქალაქო სამართალი;
გ.ე) სამოქალაქო სამართლის პროცესი;
გ.ვ) ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი;
გ.ზ) სამართლის თეორია.
4. პირი, რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ, მათ შორის დსთ-ს ქვეყნებში, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის `უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღიარების შემთხვევაში.

2003 წლიდან მოყოლებული, იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დანიშნული პირებიდან თსუ–ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დამთავრებული აქვთ გიორგი პაპუაშვილს, ეკა ტყეშელაშვილს, გია ქავთარაძეს და თეა წულუკიანს. ჩამოთვლილთაგან, გიორგი პაპუაშვილის და გია ქავთარაძის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ რომ მათ სწავლა განაგრძეს საზღვარგარეთ, მაგისტრატურაში წმინდად იურიდიული განხრით. 

ვინაიდან პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება 2008 წლის ნოემბრიდან არის შესაბამისად მანამდე დანიშნული პირები ვერ იქნებიან ამ მხრივ ანგარიშვალდებული, ანუ აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა.

რაც შეეხება საკუთრივ თეა წულუკიანის განათლებას, როგორც ითქვა მას აქვს დამთავრებული საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით, ხოლო შემდეგ ENA-ში  მიიღო MPA – საჯარო ადმინისტრაციის მაგისტრის დიპლომი.

tea diplomi

ENA 1945 წელს დაარსა გენერალმა დე გოლმა, მას შემდეგ ეს უაღრესად პრესტიჟული სასწავლებელი მსმენელებს სთავაზობს უნივერსიტეტის შემდგომ განათლებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და წარმოადგენს სახელმწიფო მოხელეების ერთგვარ ინკუბატორს, რის გამოც ბევრი აკრიტიკებს კიდეც ენას კურსდამთავრებულების დასაქმებაზე მონოპოლიის გამო.

ENA-ს აქვს სამი განშტოება:

1) მოდული “ევროპა”

2) მოდული “ტერიტორიული მართვა”

3) მოდული ” საჯარო ადმინისტრირება ”    (ანუ ის რაც დაამთავრა იუსტიციის მინისტრმა თუ წარმოდგენილი დიპლომის მიხედვით ვიმსჯელებთ)

რაც შეეხება იმაზე აპელირებას რომ თითქოს ამ სკოლის დამთავრების გარეშე საფრანგეთში ადმინისტრაციულ საკითხებში მოსამართლე (მაგისტრანტი) არ ინიშნება, ასე არ არის, ასეთ მოსამართლეს ამ სკოლაში შესვლამდე უნდა ჰქონდეს უკვე შესაბამისი განათლება, ხოლო ეს სკოლა უკვე მოახდენს მომავალი მოსამართლის გადამზადებას საჯარო ადმინისტრირების/მართვის კუთხით ან ინიშნებიან კონკურსის წესით.

საფრანგეთის და საქართველოს ფორმატები ამ სფეროში იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან რომ არ არის გამორიცხული ამ სკოლაში ამაღლებული კვალიფიკაციით საფრანგეთში ინიშნებოდეს კიდეც პროკურორად მისი კურსდამთავრებული, თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ საფრანგეთში პროკურორი არ არის იმდენი უფლებამოსილებებით დახუნძლული როგორც ჩვენთან და მათ შემთხვევაში კონკრეტული მიმართულებით განათლების მიღებაც საკმარისია.  

როგორც არ უნდა იყოს, ურიგო არ იქნებოდა რომ ჩოხა-ახალუხების საქმე ცოტა ხნით გადაედოთ და იუსტიციის მინისტრისთვის პროკურორის რეგალია მოეხსნათ, დემოკრატიულ საქმედ ჩაეთვლებოდათ და არც ეს მშვენიერი დიპლომი გახდებოდა ასეთი საჩოთირო.  

არც ის იქნებოდა ურიგო განათლების საკითხებისთვის, კერძოდ კი 90-იანებში წამოსული ბუმის: ისტორია-სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები და სამართალი, სტომატოლოგია და სამართალი, ნაოსნობა და სამართალი და სხვა მსგავსი ფაკულტეტებისთვის და სპეციალობებისთვის კარგად გადაეხედათ.    

დამატებითი ინფორმაცია: 

ადმინისტრირების ნაციონალური სკოლის ENA  გვერდი ვიკიპედიაში

საჯარო ადმინისტრაციის მცირე განმარტება ქართულ ენაზე – საჯარო ადმინისტრაცია

საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი – გვერდი ვიკიპედიაში

საფრანგეთის სახელმწიფო საბჭო (მოსამართლის დანიშვნის წესები)- გვერდი ვიკიპედიაში

კანონი პროკურატურის შესახებ  – ჩამოტვირთეთ.

თეა წულუკიანი სტუმრად გადაცემა აქცენტებში

Advertisements

3 comments on “აქა ამბავი წულუკიანის დიპლომისა

  1. ვერ მოასწრებდნენ იუსტიციის მინისტრისათვის პროკურორის რეგალიის მოხსნას, ჩემი აზრით

      • მერე იტყოდნენ, სპეციალურად მოუხსნესო.
        100% დარწმუნებული ვარ, ეგ საკჲტხი უბრალოდ არავის გახსენებია და არავის ჩაუხედავს კანონში, რადგან უბრალოდ ყველამ იცის, რომ წულუკიანი იურისტად მუშაობს მთელი ცხოვრება და აზრად არავის მოუვიდოდა, რომ ეთქვა, დიპლომში რა უწერია ჩავხედოთო.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s