Posted in კულტურა, Photography, Travelling

ლენონის კედელი პრაღაში


ერთ დროს, ეს კედელიც, როგორც ბევრი სხვა კედელი ერთფეროვანი და სხვებისგან არაფრით გამორჩეული იყო. მსოფლიოში ბევრი მნიშვნელოვანი და უფრო ღრმა ისტორიის მქონე კედელი არსებობს, თუმცა ისტორიის და მნიშვნელობის ნაკლებობას არც პრაღაში, ველკოპრევორსკე ნამესტიზე მდებარე კედელი უჩივის, რომელიც ლენონის კედლის სახელით არის ცნობილი.

თავდაპირველად კედელზე ჯონ ლენონის სახე გაჩნდა, შემდეგ ნაწყვეტები ბითლზის სიმღერებიდან. ამას ის ახალგაზრდები აკეთებდნენ პროტესტის ნიშნად, რომელთაც საბჭოთა კავშირის პერიოდში მსგავსი სიმღერების მოსმენას უკრძალავდნენ. თავისუფალი ახალგაზრდები და რეჟიმის დამცველები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ერთნი ხატავდნენ, მეორენი კედელს ერთ ფერში ღებავდნენ. ახალგაზრდებს ალკოჰოლიკებს, შეშლილებს და დასავლური კაპიტალიზმის აგენტებს უწოდებდნენ. ამ ახალგაზრდულ მოძრაობას ირონიულად “ლენონიზმიც” კი შეარქვეს.

სიტუაცია გამძაფრდა ლენონის მკვლელობის შემდეგ, საყვარელი მომღერალი ახლა უკვე გმირად იქცა მათ თვალში, მიუხედავად იმისა რომ კედლის მოხატვის გამო ციხე ემუქრებოდათ, კედელი უფრო აქტიურად ივსებოდა ფერად-ფერადი გრაფიტით. ღამღამობით მიდიოდნენ და ისევ წერდნენ სტრიქონებს საყვარელი სიმღერებიდან და არც თავისი ოცნებები ავიწყდებოდათ, ოცნებები გრაფიტის მსგავს ფერად თავისუფლებაზე, რომელიც სადღაც სხვა, უხილავი კედლის მიღმა იმალებოდა.

რასაკვირველია, რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ახალგაზრდები გამაღიზიანებელი იყო ბევრისთვის. ჩეხ ახალგაზრდებს არც ერიდებოდათ კედელზე მესიჯების დატოვება რეჟიმის დამცველებისთვის, რამაც მოგვიანებით, 1988 წელს კარლის ხიდის სიახლოვეს შეტაკება გამოიწვია პოლიციასა და ჩეხ ახალგაზრდებს შორის.

კედელი მუდმივად იცვლება, მას აღარ აქვს ის ძველებური იერსახე, ჯონ ლენონის პირველი პორტრეტიც სადღაც საბჭოურ ფენებში ჩაიკარგა, თუმცა კედელს გრაფიტი აღარ აკლდება, და რაც მთავარია დღეს უფრო თამამად წერენ მშვიდობაზე და სიყვარულზე.

lenon1981
ლენონის კედელი – 1981 წელი
ლენონის კედელი - 1993
ლენონის კედელი – 1993
ლენონის კედელი - 2013  (c) Litterator
ლენონის კედელი – 2013
(c) Litterator

ავტორი:

Blogger, Photographer, Filmmaker

4 thoughts on “ლენონის კედელი პრაღაში

  1. თბილისში ლენონის მიწისქვეშა გადასასვლელია. ჯერ კიდევ სუსურუკუს დროიდან. ზოოპარკთან 🙂

      1. საპროტესტო სუნია.
        თავისუფლებამოყვარული ხალხი ფსამს რეჟიმის წინააღმდეგ.

  2. პრაღაში რომ ვიყავით ლენონს სახეზე არაფერი ჰქონდა მიხატული, მეორე დღეს ტუჩთან უკვე ახალი ნახატი დაგხვდა. ყოველ დღე იცვლება კედელი, მხატვრობა, ფერები: ))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s